x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 წელი უდიდესი ტრაგედიიდან-ლაშა მესხი

image"ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ბავშვი იყო თამთა, მშვიდი; გაწონასწორებული, საზრიანი...."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და უფლებადმაცველი ლაშა მესხი თამთა ლიპარტელიანზე, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ, 2011 წლის 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიაში, ტერორისტ ანდერს ბრეივიკის მსხვერპლი გახდა.


"10 წელი გავიდა უდიდესი ტრაგედიიდან...
2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, მემარჯვენე ექსტრემისტის, ანდერს ბრეივიკის, თავდასხმის შედეგად, 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 23 წლის თამთა ლიპარტელიანი ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი. საოცარი ბავშვი იყო თამთა, მშვიდი; გაწონასწორებული, საზრიანი....
მარადიული ხსოვნა ამ უსამართლობის შედეგად გარდაცვლილ ყველა ადამიანს...
აღსაღნიშნია ის ფაქტიც; რომ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან კი ნახევარი თითქმის გავიდა...
ფოტოზე თამთა ლიპარტელიანი- კუნძულ უტოიაზე, თავდასმხამდე ცოტა ხნით ადრე..."-წერს სოციალურ ქსელში ლაშა მესხი.
image

შეგახსენებთ, ნორვეგიელი ტერორისტმა და ფუნდამენტალისტმა პროტესტანტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ჯერ ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოაწყო აფეთქება, შემდეგ კი ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე მოაწყო თავდასხმა, რის შედეგადაც შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე, თამთა ლიპარტელიანი აღმოჩნდა.


ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიუსაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.

image

0
117
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0