x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პრეზერვატივების მწარმოებელმა "აიისამ" სტასბურგის სასამართლოში მოუგო საქართველოს
image

პრეზერვატივების მწარმოებელი "აიისა"-ს სტარტაპის დამფუძნებელმა ანი გაჩეჩილაძემ, რომლის უფლებებსაც GDI(საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) იცავდა, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს "აიისა"-ს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეამ", რომელიც მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივის გარეკანზე გამოსახული რამდენიმე გამოსახულება, მათ შორის თამარ მეფის, გვირგვინი წარწერით "ძლევაი საკვირველი" საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევდა და რელიგიურ სიმბოლოებს ხელყოფდა, ასევე, [პრეზერვატივის] რეკლამები თავისი წარწერებითა და გამოსახულებებით ხელყოფდა ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს.

image



თბილისის მერია მიიჩნევდა რომ პრეზერვატივ "აიისაზე" გამოსახული რეკლამა არაეთიკურია და რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესს არღვევს. მერიამ ინდივიდუალური მეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

image

2018 წელს საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება "აიისამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ლევან მურუსიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა, “ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა.


2018 წლის დეკემბერში მოსამართლე ლევან მურუსიძე ამ საქმეზე კითხვის პასუხად ამბობდა, რომ, თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოხატვა გამოხატვის თავისუფლება არ არის. მოგვიანებით, "აიისას" პროდუქციაზე ლევან მურუსიძეც გამოჩნდა.

image

კომპანია „აიისამ“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო.ამის შესახებ ინფორმაციას GDI ავრცელებს(საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა)

ორგანიზაციის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.

„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, "დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით".

ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

8
1132
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1132
  
2021, 23 ივლისი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივლისი, 22:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 23 ივლისი, 22:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დავით green-ის კომენტარზე
2021, 23 ივლისი, 17:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 23 ივლისი, 9:38
სასამართლოში რო მოიგებდნენ ეგ არაა გასაკვირი. თავისუფლება სამწუხაროდ ცუდად ესმის ჩვენი თანამემამულეების ალბათ უმეტეს ნაწილს და განსაკუთრებით ამ იდეეის ავტორს/ავტორებს. მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა სიმახინჯეს დავაღწიეთ თავი აღმოჩნდა რომ ჩვენ არ ვიყავით მზად თავისუფლებისთვის რადგან ცუდად შემოგვიბრუნდა ყველაფერი,აღრევა მოხდა რელიგიური,ზნეობრივი,მორალური და საკანონმდებლო თემების. საბოლოო ჯამში მივიღეთ თაობები რომელსაც რამოდენიმე უკიდურესობა ეპოტინება,გაუნათლებელი მღვდლების ვითომ თავისუფალი გახრწნილი პედერასტების და ეგრეთწოდებული პრადვინუტი კასტის სახით შედეგად აი ესეთი აზროვნების ადამიენებს ვიღებთ, ვისტვისაც მორალი და ზნეობა არაფერია მთავარია რაღაც ისეთი შექმნას რასაც მოწინააღმდეგე ეყოლება რადგან წინააღმდეგობა ზრდის ცნობადობას ამ შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროა რო ესე გადაწყვიტა სტრასბურგმა.
პ.ს. ისე თავისი მშობლები რო დაახატონ ვისაც მოწონთ არ იქნება ურიგო
2021, 23 ივლისი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2021, 23 ივლისი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 22 ივლისი, 20:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8