x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
იცით რა არის და რისთვისაა საჭირო ის თეთრი ,,რაღაც", უმ კვერცხს რომ გადმოჰყვება ხოლმე?

კვერცხის გატეხვისას, ალბათ შეგიმჩნევიათ თეთრი ძაფივით ნივთიერება, რომელიც აუცილებლად ახლავს მას და თითქოს კვერცხის გულზეა მიბმული. ზოგიერთი ფანტაზიორი იმასაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წიწილას ჭიპლარია და ძალიანაც ცდება.

image
ამ თეთრ “ძაფს" ქალაძა (chalazea) ჰქვია და ის კვერცხის განუყოფელი ნაწილია და მოშორებას ან განცალკევებას არ საჭიროებს. სინამდვილეში, ქალაძები ნამდვილი მიკროკანტიკებია, რომლებიც კვერცხის გულს აკავებს კვერცხის ცენტრში, იცავს მას ფიზიკური დაზიანებისგან. მათი წყალობით, გული ყოველთვის ცილის ცენტრშია და მათი წყალობით ასევე შეგვიძლია განვსაზღვოთ თუ რამდენად ახალია კვერცხი. გამჭვირვალე ფერის ქალაძა ნიშნავს რომ კვერცხი ძველია.
image


საინტერესოი ფაქტები ქათმის კვერცხის შესახებ, რომლებიც ასევე დაგაინტერესებთ:

1. კვერცხის გული მდიდარია D ვიტამინით. კვერცხის გული ერთ-ერთია იმ იშვიათ საკვებს შორის, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ამ ვიტამინს.

2. თეთრი ან ყავისფერი? კვერცხის ნაჭუჭის ფერი დამოკიდებულია ქათმის ჯიშზე და ეს არანაირად არ მოქმედებს მის სარგებლობაზე და კვებით ღირებულებაზე.

3. ყველაზე ახალ კვერცხებს ოდნავ შეფერილი ცილაა აქვს. გამჭვირვალე ცილაც ასევე კარგია, მაგრამ თუ მან ვარდისფერი შეფერილობა შეიძინა, ეს ნიშნავს, რომ უკვე მისი გადაგდების დროა.

4. ძველი კვერცხი წყალში ტივტივებს. რაც უფრო ძველია კვერცხი, მით მეტი ჰაერი შედის გარსის საშუალებით.

ასევე, ალბათ შეგიმჩნევიათ ქარხნის კვერცხების შეფუთვაზე კატეგორიები (C-O, C-1 და ა.შ.), ამ კატეგორიებად ისინი წონის მიხედვით იყოფა:

მესამე კატეგორია- 35 დან 44.9 გრამამდე

მეორე კატეგორია- 45 დან 54.9 გრამამდე

პირველი კატეგორია-55 დან 64.9 გრამამდე

ნარჩევი- 65 დან 74.9 გრამამდე.




0
333
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0