x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამ სახის დახმარებას ჯობია ადამიანს არ დაეხმარო ან პროფესიონალ მაშველებს დაურეკო

image გასაჭირში მყოფ ადამიანს კი არა ცხოველს უნდა დაეხმარო, მაგრამ დახმარებაცაა და დახმარებაც.
დახმარება სცადო და ამ დროს დაზარალებული ათმაგად დააზიანო ან დააზარალო დახმარება ნამდვილად არაა.
ვფიქრობ ბევრი შევსწრებივართ ზამთარში ძირითადად შემთხვევას, როცა მოსურებული და გზიდან გადავარდნილი მანქანის ამოყვანას ცდილობენ გამოუცდელი, შემთხვევითი გამვლელები.
ასეთ დროს ამოსაყვანი მანქანა იმდენად ზიანდება, ხშირად მისი შეკეთება ლამის მის თვითღირებულებამდე ადის.
თავად ვარ შემსწრე თუ როგორ მოგლიჯა მძიმე ტრაილერის მიერ მსუბუქი მანქანის არხიდან ამოყვანისას მსუბუქ მანქანას, საბუქსირე გვარლმა ბამპერი, მარცხენა ფრთა და მანქანის ფასადი.
ამიტომ ასეთ დროს მთავარია უპირველესად ადამიანს დავეხმაროთ (თუ ტრავმირებულია ჯობია სამედიცინო ან სამაშველო სამსახურს დაველოდოთ) მანქანიდან გამოსვლაში, მანქანის ამოსაყვანად კი სამაშველო სამსახური გამოვიძახოთ.
გოგონამ უკუსვლით გამოიყვანა მანქანა ეზოდან, გზაზე გამოსვლისას გაუგებარი მიზეზით გადმოსვლა სცადა ჯერ კიდევ მიმავალი მანქანიდან, რა დროსაც გოგონა მოექცა მანქანის კარსა და ასფალტს შორის.
შემთხვევითმა გამვლელებმა სცადეს გოგონას დახმარება, გოგონა გამოიყვანეს, მაგრამ ერთერთმა გამვლელმა რომელიც დახმარების მიზნით მიუჯდა მანქანის საჭეს, მანქანა ვერ დაიმორჩილა და კედელს უკუსვლით შეასკდა.
ვფიქრობ მანქანის მფლობელი გოგონა ასეთი დახმარებით მადლიერი ვერ დარჩებოდა.

0
391
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
391