x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115308
  • ვიდეო:352795
  • სურათი:489277
10 შემთხვევით გაპარული შეცდომა ცნობილ ფილმებში, რომლებიც პირველ ჯერზე ვერავინ შეამჩნია

ფილბესა და სერიალებს სცენების თანმიმდევრობით იშვიათად იღებენ, ძირითადად ეს დამოკიდებულია ამინდზე, დაფინანსებასა და მსახიობების გრაფიკზე, ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ რეჟისორებსაც კი ხანდახან რაღაცები ერევათ და შეცდომებს უშვებენ:

1. საქორწილო ბეჭედი დასაჭურისებულ მეომარზე- სამეფო კარის თამაშები

აქ უფრო მსახიობის ან გადამღები ჯგუფის დამსახურებაა, რომ თავად მსახიობს ბეჭდის მოხსნა დაავიწყდა. დეინერისის ჯარისკაცები ხომ საჭურისები იყვნენ, ემოციების გარეშე.image

2. მწვანე მილი

სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გადაღებულმა ამ შესანიშნავმა ფილმმა არავინ დატოვა ემოციების გარეშე, განსაკუთრებით კი სიკვდილით დასჯის სცენამ. საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ ამ ხერხით დასჯა ვერანაირად ვერ მოხდებოდა 1935 წელს, რადგან ელექტრო სკამის გამოყენება ლუიზიანაში მხოლოდ 1941 წლიდან დაიწყეს.image

3. მამაცი გული

შოტლანდიელი მეომარი უილიამ უოლესის მთავარი სამოსი ფილმში "მამაცი გული" ძალიან წააგავს ამ ხალხის ტრადიციულ ეროვნულ კოსტიუმს - კილტს. ის მხოლოდ მე -18 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ხოლო ფილმი მე -13 საუკუნის ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.image

4. ჰარი პოტერი

წიგნებში ძალიან ხშირად გვხვდება ფრაზა, რომ ჰარის დედის თვალები აქვს, მწვანე ფერის. დენიელ რედკლიფს ცისფერი თვალები აქვს, ლინზებსაც ვერ შეეგუა, ამიტომ რეჟისორმა ვერაფერი შეცვალა. აი სნეიპის მოგონებებში კი ლილის არც მწვანე და არც ცისფერი თვალები არ აქვს, ისინი თაფლისფერია...image

5. ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება

ზოგადად, ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში მრავალ შეცდომას შეხვდებით, თუმცა ყველაზე შესამჩნევი ალბათ ესაა. ობობის ქსელში გახვეულ ფროდოს სახეც დაფარული აქვს, მაგრამ შემდეგ სცენაში ეს ქსელი სახიდან უცებ ქრება.image

6. ფორესტ გამპი

ერთ დღეს, ფორესტის თანაშემწემ და ამხანაგმა ლეიტენანტმა დანმა გადაწყვიტა ინვესტიცია ჩაედო "ხილის რომელიღაც კომპანიაში". აღმოჩნდა, რომ ეს ხილი იყო ვაშლი, კომპანია კი დღეს ლეგენდარული Apple-ს იმპერიაა. მოგვიანებით, ერთ-ერთ ეპიზოდში, გამპმა მიიღო წერილი Apple Computer Inc.- სგან, 1975 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული. თუმცა, ორგანიზაციის ოფიციალური დაარსების თარიღია 1976 წლის 1 აპრილი.image

7. კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც რეჟისორებმა დროს წინ გაუსწრეს. კარიბის ზღვის მეკობრეების მესამე ნაწილში კაპიტანი ბარბოსა და ელიზაბერტ სწონი სინგაპურში მიემგზავრებიან ადგილობრივი კაპიტნის, სიაო ფენის მოსაძებნად. ფილმში მოქმედება ვითარდება მე -18 საუკუნის დასაწყისში. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე სინგაპურის ისტორია 1819 წელს დაიწყო.image

8. ტროა

რამდენად რთული შესამჩნევი უნდა ყოფილიყო თვითმფრინავი ტროას ომის დროს? ალბათ, რეჟისორებმა იფიქრეს, რომ ბრედ პიტის შემყურე ვერავინ შეამჩნევდა ცაში იმ დროისთვის “ამოუცნობ ობიექტს".image

9. ჯანგო გათავისფულებული

ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჯეიმი ფოქსი, რომელიც ჯანგოს როლს თამაშობს, ატარებს სათვალეებს, რომლებიც დღესაც ძალიან მოდური და თანამედროვეა. ფაქტია, რომ ეკრანზე მხოლოდ 1858 წელია და პირველი ასეთი დამცავი საშუალებები კაშკაშა მზისგან შეერთებულ შტატებში 1929 გამოჩნდა.image

10. პირველი შურისმაძიებელი

მარველის მორიგ ფილმშიც, ისეე როგორც სხვა დანარჩენში შეცდომებია გაპარული. აი მაგალითად, ადამიანი ობობა კაპიტან ამერიკას თავის ფარს აცლის ქსელით. როგორც ხედავთ, პიტერ პარკერის ხელში ფარს არანაირი ქსელი არ აქვს გადაკრული.image






0
1375
4-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
1375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0