x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115499
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
გგონიათ ფოტოა? ცდებით, აბა კარგად დააკვირდით
image


ალბათ იკითხავთ, რა საჭიროა ფოტოგრაფიული სიზუსტით სურათების ხატვა, თუკი ფოტოს გადაღება კარგი კამერითაც შესაძლებელია, თუმცა მექსიკელ ჰიპერრეალისტ მხატვარს ომარ ორტიზს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნია. ის თვლის, რომ მხატვარი თავის თითოეულ ნამუშევარს ისეთი ენერგიით მუხტავს, რომელიც საუკუნეებს უძლებს და ადამიანთა გულებამდე გზას პირველი დანახვისთანავე იკვლევს.


image


ცნობილი მექსიკელი მხატვარ ნატურალისტი ომარ ორტიზი 1977 წელს ქალაქ გვადალახარში დაიბადა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. პატარა ომარს ხატვა ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა მხატვრობისთვის ხელის სერიოზულად მოკიდებას არც ფიქრობდა. ის უფრო გრაფიკით იყო გატაცებული და მომავალში საკუთარ თავს მხოლოდ მხატვარ - ილუსტრატორად ხედავდა.


image


სწორედ ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ორტიზმა სწავლა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით განაგრძო, სადაც ის ერთ - ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, თუმცა მხატვრის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის რეალიზმის ცნობილ ოსტატს, ოლიო კარმენ ალაკორნს შეხვდა.


image


მიუხედავად იმისა, რომ ომარ ორტიზმა გრაფიკაზე საბოლოოდ, უარი თქვა, მის ჰიპერრეალისტურ ნახატებში მისი გავლენა მაინც იგრძნობა. ხელოვანის ნამუშევრები საოცარი სტატიკურობით, თავშეკავებული ფერთა გამითა და მხოლოდ კომპიუტერული ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელი სტრუქტურული ფონით გამოირჩევა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მექსიკელის ყველა ნამუშევარი ზეთის საღებავებით არის შექმნილი.


image


ორტიზის ნახატების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც ყველაზე ხშირად, სტატიკურ პოზებში არიან გამოსახული. მის ნახატებში ზედმეტი არაფერია - მშვიდი ფონი, ქალის სხეული და, ზოგჯერ, საფარდე ქსოვილით გაწყობილი ავეჯი. "მე მომწონს კანის ტონებისა და მისი ნიუანსების რეპროდუცირება ბუნებრივი განათების შუქზე, განსაკუთრებით კი, მკვეთრი სინათლის პირობებში. მე მომწონს ჩემს ნამუშევრებში არსებული სიმარტივე, რადგან მჯერა, რომ ყველაფერი ზედმეტი გვაღარიბებს და არ - გვამდიდრებს".


image


ომარის ნამუშევრებში ქსოვილებს განსაკუთრებული ადგილი უკავია - მან თავისი გზა ფერწერაში ნატურმორტიდან დაიწყო და ტალღებად განფენილი ფერადი ნაჭრები ხელოვანს საკუთარ შემოქმედებაში დღემდე ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage


"მას შემდეგ, რაც ხატვა დავიწყე, ყოველთვის ვცდილობდი საგნები რაც შეიძლება ისე რეალისტურად გადმომეცა როგორც შემეძლო. ეს ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ კი არა, მაგრამ ფაქტია, რომ სხვაგვარად მუშაობა უკვე აღარ შემიძლია, " - ამბობს ხელოვანი, თუმცა ერთი რამ ცხადია შეუძლებელია, ჰიპერრეალიზმის ნამდვილი გენიის ომარ ორტიზის შემოქმედება არ გაგახსენდეს როდესაც საქმე ქალის სრულყოფილ სხეულს ეხება.



















0
813
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
813