x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დუბაი აწარმოებს ხელოვნურ წვიმას დრონების გამოყენებით 122 გრადუსი სითბოს წინააღმდეგ საბრძოლველად

არაბთა გაერთიანებული საემიროების მეცნიერები ამინდის მანიპულირების ახალი მეთოდებით ცდილობენ უდაბნოში უფრო მეტი ნალექის მობილიზებას და ეს ძალისხმევა წარმატებით მიმდინარეობს უდაბნოში მდებარე ქვეყანაში.

დაანონსებული მეთოდი იყენებს ელექტრონულ მუხტებს წვიმის წარმოსაქმნელად; ეს მეთოდი ეხმიანება გლობალური მასშტაბით მზარდ ინტერესს წვიმის წარმოების ტექნოლოგიების მიმართ, როგორც გვალვის პოტენციურად შემსუბუქების ერთ ერთ გადაწყვეტას.

დუბაიში გამოყენებული ხელოვნური წვიმის მეთოდი ემყარება დრონებზე დამონტაჟებულ ტექნოლოგიას. დრონები გამოყოფენ ელექტრონულ მუხტებს ღრუბლებში, რის გამოც ღრუბლები ერთიანდებიან და წვიმას წარმოქმნიან. გავრცელებული ინფორმაციით, დუბაი იყენებს ხელოვნური წვიმის წარმოქმნის უსაფრთხო გზას წვიმის წარმოების სხვა ფორმებთან შედარებით. იგულისხმება წვიმის მობილიზება ელექტრონული მუხტების, როგორც ღრუბლების გამაერთიანებლის მეშვეობით ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საწინააღმდეგოდ .

ამ შუა აღმოსავლეთის ქვეყანას წელიწადში საშუალოდ ოთხი დიუმი წვიმის ნალექი აქვს და ზაფხულის ტემპერატურა ჩვეულებრივ აჭარბებს 120 გრადუსს. გარდა ამისა სერიოზული პრობლემა აქვს გრუნტის მტკნარი წყლების რესურსების შემცირების მიმართულებით. ამ მიზნით 2017 წელს არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა ცხრა პროექტის ფარგლებში, ნალექების გაზრდის იმედით.


როგორც იუწყებიან ინვესტიციამ შედეგი გამოიღო: ქვეყნის მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის (NCM) ცნობით, ღრუბლების ხელოვნურად შერწყმამ ხელი შეუწყო ამ თვის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით მოსული ნალექების ზრდას. Gulf Today– ის ცნობით, როგორც NCM– მა, ისე აბუ – დაბის პოლიციამ მოახდინა საზოგადოების ინფორმირება მოსალოდნელი დაგეგმილი წვიმის შდეგად შესაძლო ცუდი ხილვადობის პირობების წარმოქმნის საფრთხის შესახებ.

არაბთა გაერთიანებული საემიროების მეცნიერები ამინდის მანიპულირების ახალი მეთოდებით ცდილობენ უდაბნოში უფრო მეტი ნალექის მობილიზებას; როგორც ჩანს ძალისხმევა წარმატებით მიმდინარეობს.

ხელოვნური წვიმის წარმოქმნის მეთოდის მიმართ გლობალური ინტერესი დიდია. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა განიცდის ნალექების სიმცირეს. Gulf Today– მა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის დასაწყისიდან NCM– მა აწარმოა ხელოვნური წვიმის 126 შემთხვევა.

ამინდის მანიპულირების ამგვარი მცდელობები არ შემოიფარგლება მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებით: მარტის ანგარიშის თანახმად, რომელიც Guardian– მა გამოაქვეყნა, აშშ – ს რამდენიმე შტატში ხელოვნური წვიმის წარმოქმნა მიიჩნევა, როგორც გვალვის მძიმე პირობებთან ბრძოლის საშუალება. ამასთან, აშშ-ში გამოყენებული მეთოდი ეყრდნობა ოდნავ განსხვავებულ ტექნოლოგიას, რომელშიც დრონები ღრუბლებს მცირე რაოდენობით ვერცხლის იოდს უმატებენ. ნაწილაკები იწვევენ წყლის წვეთების წარმოქმნას, რაც პოტენციურად ზრდის ნალექეის მოსვლის შესაძლებლობას.

ხელოვნური წვიმის წარმოების შესახებ კვლევა ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ტექნოლოგიამ მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წარმატებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელოვნური წვიმის წარმოება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს გლობალური მასშტაბებით. ის მართალია ვერ აღმოფხვრის გვალვის ძირეულ მიზეზებს, თუმცა გვეძლევა შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ კლიმატზე გარკვეული მიმართულებით.

როგორც კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ქეით ფრიდრიხმა განუმარტა Guardian- ს: "ეს უნდა იყოს წყლის რესურსის გამოყენების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს წყლის ეფექტურად დაზოგვას, ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასევე, არის საკითხი, შეძლებთ თუ არა ამის გაკეთებას ცვალებადი კლიმატის პირობებში - თქვენ გჭირდებათ დაბალი ტემპერატურა და მას შემდეგ რაც ძალიან აიწევს ტემპერატურა, თქვენ ვეღარ შეძლებთ ღრუბლების მობილიზებას. "

„The Scientific American“ იუწყება, რომ დასავლეთ აშშ – ს მასშტაბით „მინიმუმ რვა სახელმწიფო“ მონაწილეობს ხელოვნური წვიმის წარმოქმნის ოპერაციებში, სამუშაოების უმეტესობა კოლორადოში, იუტასა და ვაიომინგში მიმდინარეობს. მასში ასევე მონაწილეობენ ნევადა, კალიფორნია, ახალი მექსიკა და არიზონა.Rustam Azmi / Getty Images დუბაის ჰორიზონტი 2015 წლის 19 იანვრის ღამით.

0
285
1-ს მოსწონს
ავტორი:ხათუნა საყვარელიძე
ხათუნა საყვარელიძე
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0