x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანტივაქსერების მასობრივი პროტესტის მიუხედავად.საფრანგეთში ამოქმედდა მკაცრი კანონი აცრებზე
image

დღეიდან, 2021 წლის 21 ივლისიდან საფრანგეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ ვაქცინაციის მოწმობა, უარყოფითი ტესტი ან დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ადამიანმა ბოლო დროს კორონავირუსი გადაიტანა, ამის საფუძველზე მოქალაქეს ეძლევა სპეციალური დოკუმენტი - ე.წ.კოვიდსაშვი.


ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მკაცრი ზომები მიიღო მორიგი ტალღის(ვიღაცეები ითვლიან კიდეც, მეოთხე? ) გამო. საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ოლივიე ვერანმა გუშინ განაცხადა, რომ ერთ დღეში ინფიცირების 18 ათასი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.



შედარებისთვის, წინა კვირაში 7 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა,


" ეს ძალიან საშიში მაჩვენებელია, მსგავსი რამ არასდროს გვინახავს, - აღიარა ვერანმა. -კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით დელტა ვარიანტი იძლევა ინფექციების ბევრად მეტ შემთხვევას".



საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკაცრად აღუდგეს წინ ახალი ტიპის ინფექციის გავრცელებას.


პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ყველა თანამშრომელი სექტემბრისთვის აცრილი უნდა იყოს. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ დათხოვნილი უნდა იყვნენ სამსახურიდან.



თავისუფლების მოყვარულმა ფრანგებმა covid საშვების შემოღებას პროტესტით უპასუხეს. ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, თუმც ამათ მიმართ მთავრობას დიდი ცერემონია არ გაუმართავს: რამდენიმე მიტინგი წყლის ჭავლების გამოყენებით დაშალეს.

image


მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.თუ ამანაც ვერ მოიტანა შედეგი, აუცრელი ადამიანი ვერ შეძლებს კინოთეატრში ან თეატრში წასვლას, ასევე მუზეუმების მონახულებას. შემდეგ კი, უფრო გამკაცრებული ეტაპია: აუცრელი ვერ შეძლებს ვერც რესტორან-კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში შესვლას და ვერც თვითმფრინავით და მატარებლებლითაც კი მგზავრობას.

1
178
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
2021, 21 ივლისი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1