x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკულმა სამხედრო დრონმა "MQ–25 Stingray " ცაში პირველად გააწყო სამხედრო თვითმფრინავი საწვავით

image საბრძოლო დრონები კარგა ხანია უკვე ეფექტურად ასრულებენ დასახულ ამოცანებს საბრძოლო მოქმედებების ზონებში.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას სწორედ თურქული დამრტყმელი დრონების დახმარებით შესძლო გარდატეხა შეეტანა ომის მსვლელობაში, გაანადგურა რა სომხეთის და სეპარატისტული წარმონაქმნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემები, გაანადგურა მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა, ბაზებზე არსებული არსენალები და ცოცხალი ძალა წერტილოვანი დარტყმებით.
კომპანია "Boeing"-მა მოიგო ტენდერი-მოეფიქრებინა, შეექმნა და გამოეცადა 4 დრონი რომელთა დანიშნულება იქნებოდა ავიამზიდზე ბაზირება და საჭირო დროს ცაში მყოფი სამხედრო თვითმფრინავების საწვავით გაწყობა.
აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო 2018 წელს. ასე შეიქმნა დრონი-საწვავით გამწყობი "MQ–25 Stingray ". გასული წლის ზაფხულში დრონს გაუკეთდა კონტეინერი სისტემით "მილი-კონუსი" რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავით სამხედრო ავიაციის გაწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ადრე აღნიშნულ ფუნქციას ასრულებდა საგემბანო გამანადგურებელი "F/A–18E/F Super Hornet", დრონი-გამწყობის პირველი ფრენები მოეწყო 2020 წელს, ფრენებმა წარმატებით ჩაიარა.
აღნიშნულმა დრონი 2 საათიანი ფრენის დროს გამოიცადა საფრენოსნო მაჩვენებლების სრული კონტროლით, 19 სექტემბერს დრონი 2 საათიანი წარმატებული გამოცდის შემდეგ დაეშვა ილინოისის შტატში მასკუტში მდებარე აეროპორტ "MidAmerica".
image "MQ–25 Stingray" გახლავთ პირველი დრონი-გამწყობი, რომლის ბაზირების ადგილი იქნება ავიამზიდი, ძირითადი ფუნქციის გარდა მას შეუძლია მოახდინოს გაფრენა სადაზვერვო მონაცემების მოსაპოვებლად და მართვის ცენტრში გადადაცემა.
აღნიშნული დრონი რევოლუციური პროგრამაა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის.
აღნიშნული დრონი გამანადგურებელი თვითმფრინავის "F/A–18E/F Super Hornet"-ის ფრენის რადიუსს 830 კილომეტრიდან 1300 კილომეტრამდე.
დრონ-გამწყობის "MQ–25 Stingray"-ის პარამეტრები და ტექნიკური მახასიათებლებია:
-დრონის სიგრძეა 15, 5 მეტრი.
-დრონის სიმაღლეა 3, 4 მეტრი.
-დრონი "Rolls-Royce AE3700N"-ის ერთი ძრავითაა.
-ფრთების სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში 23 მეტრია.
-ფრთების სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში 9, 5 მეტრია.
-დრონის ფრენის რადიუსია 926 კილომეტრია 6800 კილოგრამიანი დატვირთვით.
-კონსტრუქციაში გამოყენებულია კონსტრუქცია, რომელიც ამცირებს დრონის აღმოჩენას რადიოსალოკაციო სადგურების მიერ.
image



0
240
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
240