x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნასა: მთვარის ორბიტის შეცვლა დედამიწაზე მასშტაბურ წყალდიდობებს გამოიწვევს
image



ნასას და ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის ორბიტაზე დაფიქსირებულმა ცვლილებებმა შეიძლება დედამიწაზე მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული წყალდიდობები გამოიწვიოს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Climate Change-ში.






ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2030-იან წლებში შეერთებულ შტატების სანაპიროზე წყალდიდობა შეიძლება რამდენჯერმე გამანადგურებელი გახდეს. ოკეანის მახლობლად მდებარე ქალაქებში დიდი წყლის ჩამოდინების მიზეზი მთვარის ლიბრაცია ანუ რხევები გახდება. ავტორებმა აღნიშნეს, რომ მთვარის რხევის ფენომენი, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის სანაპირო ინფრასტრუქტურას, ბუნებრივი მოვლენაა.






პირველად, მთვარის რხევის ფენომენი აღწერეს ჯერ კიდევ 1728 წელს. დედამიწის თანამგზავრის ორბიტა პასუხისმგებელია როგორც ძალიან მაღალი, ისე დაბალი ტალღების პერიოდებზე, დაახლოებით ყოველ 18, 6 წელიწადში და ისინი თავისთავად საშიში არ არიან, აღნიშნეს მეცნიერებმა.


თუმცა, ამავდროულად, მკვლევარების აზრით, კიდევ უფრო მეტი მიზეზი არსებობს, რადგან, კლიმატის ცვლილების გამო ზღვის დონის აწევის გამო მოსალოდნელია, რომ მორიგი ტალღები უფრო ინტენსიური და ხშირი იყოს კაცობრიობის ისტორიაში.






მანამდე ნასას მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ მომდევნო ათწლეულში შეერთებული შტატების ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა მოხდება ყოველ ორ დღეში.





შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში ძლიერმა წვიმამ უკვე გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა ევროპაში. გერმანია ყველაზე მეტად დაზარალდა უამინდობის გამო, ქვეყანაში სტიქიას 156 ადამიანი ემსხვერპლა. მუმბაი ასევე, დაზარალდა ძლიერი წვიმის შედეგებისგან, სადაც უხვი ნალექის გამო გამოწვეული მეწყერის გამო რამდენიმე შენობა ჩამოინგრა და 15 ადამიანი გარდაიცვალა.

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0