x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მოხალისე ლანა ბახტურიძე.

მიგესალმებით

მოგესალმებით!

თქვენი სახელი და გვარი.

ლანა ბახტურიძე.

რამდენი წლის ბრძანდებით ქალბატონო ლანა?

17 წლის.

რას ფიქრობთ მოხალისეობაზე და მოხალისეობრივ საქმიანობაზე?

მოხალისეობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის და წარმატებისთვის. ზოგი ადამიანი ამას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ზედმეტად საპასუხისმგებლო და გმირული საქმიანობაა. სწორედ მოხალისეებისგან მოდის სსიკეთე, ერთმანეთის დაფასების და დახმარების მაგალითი, ამ დროს იბადება უანგარო სიხარული.

თქვენ თუ ხართ მოხალისე?

დიახ, რამდენიმე წელია თავადაც მოხალისე ვარ საგანმანათლებლო სფეროში.

თუ ხართ გაწევრიანებული რომელიმე ორგანიზაციაში და ეხმარებით ხალხს?

რა თქმა უნდა, არა მარტო გაწევრიანებული ვარ, არამედ მეც მაქვს ჩემი პატარა ორგანიზაცია რომელიც დიდ საქმეებს აკეთებს.

მე გავიგე სანდო წყაროებიდან რომ თქვენ ხართ Bridge for the education_ის დამფუძნებელი და მუშაობთ მოხალისეობრივად თქვენს გუნდთან ერთად. რა გრძნობა გეუფლებათ როცა ხალხი ჩართულია თქვენს პროექტებში? როცა იგებთ რომ ძალიან უყვართ თქვენი ორგანიზაცია და პატივს გცემენ?

ყველაზე დიდიი ბედნიერებაა როცა შეგიძლია ადამიანს რაღაც ახლის აღმოჩენაში დაეხმარო და ასწავლო, ბედნიერებაა როცა გასცემ რაღაცას და სანაცვლოდ არაფერს იღებ. ეს ყოველივე კი შენ სიამოვნებას განიჭებს. სწორედ ამას ვაკეთებთ მე და ჩემი გუნდი - გავცემთ მაშინ როცა ვიცით რომ უკან ვერაფერს მივიღებთ. ვერაფერს სხვების თვალში, მაგრამ ჩვენთვის იმ ადამიანების გულწრფელი ღიმილის დანახვა და ერთი მადლობა საუკუნო ბედნიერებას უდრის. ესაა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის სიცოცხლის ელექსირი და ბედნიერების ფორმულა.

მადლობა ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი❤️ ბევრ წარმატებას და წინსვლას გისურვებთ!

მადლობა თქვენც ასევე!

სტატიის ავტორი: მირანდა ყველაშვილი.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:miranda yvelashvili
miranda yvelashvili
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0