სხვა პირველ სიყვარულს ჟანგი არ ეკიდება. 2012, 9 სექტემბერი, 13:54 ბავშვობაში ენდი მაკდაუელს ძალიან უყვარდა ზღაპრები მშვენიერ პრინცებზე, კეთილ ფერიებზე... ზღაპრებს მამა უყვებოდა, დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. ნაოცნებარი უფლისწული პოდიუმზე იპოვა - პოლ ქუელი. ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და მალევე დაქორწინდნენ. იგი უკვე ენდი მაკდაუელის სახელით იყო ცნობილი -აგენტმა მშვენიერი გოგონა '' მაკდონალდსში'' ნახა, სადაც ოფიციანთად მუშაობდა და ურჩია, სახელი და პროფესია გამოეცვალა. ქორწილი ორიგინალურად გადაიხადეს - სტუმრები გორაკზე დაყრილ ქვებზე ისხდნენ და ჯიმ ჰენდრიქსის სიმღერებს მღეროდნენ. გაცვალეს ბეჭდები და ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ იცხოვრებდნენ სოფელში, გააჩენდნენ ბევრ შვილს... მალე მონტანაში დასახლდნენ. პოლმა თავი დაანება სამოდელო ბიძნესს. ხელი მოჰკიდა მშენებლობასა და საოჯახო საქმეებს. ენდიმ გააჩინა ბიჭუნა, მერე გოგონა. მინი - სერიალებში თამაშსაც ასწრებდა. მალე ენდი რომანტიკულ გმირად აღიარეს. ვარსკვლავს გარს ეხვივნენ სცენარისტები. ყველას თვალში ბედნიერები იყვნენ. ენდი ოჯახში ფუსფუსებდა, ზრდიდა შვილებს, აპურებდა ქათმებს, წველიდა ძროხებს, ცხენით დაჯირითობდა. ამასთან, თითქოს დრო გაჩერდა: უფრო ყმაწვილდებოდა, მაგრამ თურმე ეშმაკს არ ეძინა... პოლს ეჭვიანობა არ ასვენებდა. ენდი დიდი სიყვარულითა და მოთმინებით არწმუნებდა ქმარს, - განა იმიტომ ვითამაშე კარგად, რომ ბრუს უილისი ან ჰიუ გრანტი შემიყვარდაო... ერთგულებას ეფიცებიდა და ჰპირდებოდა, კინოს თავს დავანებებო. პოლი მშვიდდებოდა და ყველაფერი ძველებურად მიდიოდა, მაგრამ 40 წლის ენდი მიხვდა, რომ ქმრის ეჭვიანობა მობეზრდა - უჩხუბრად გაიყარნენ. ენდი შვილებთან ერთად რანჩოში დასახლდა. გაყრის შემდეგ თითქოს დაკარგულს ინაზღაურებსო, უფრო მოუხშირა კინოში თამაშს. ჰოლივუდის თავყრილობებზეც დაიწყო სიარული. გამხიარულდა. ამასობაში დენის ქუეიდთან ერთად მიიწვიეს ფილმში ''ვახშამი მეგობრებთან ერთად''. დენისი მეგ რაიანის მუხთლობის შემდეგ ჯერაც ვერ მოსულიყო გონს, ენდი მალამოსავით მოეცხო მის ნატკენ გულს. სულ ერთად იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად ენდიმ სხვა ირჩია... ენდი ბედნიერებისგან ბრწყინავდა. დიდი ამბით წარუდგინა საზოგადოებას ბიზნესმენი რეტ ჰარტცოგი. მანამდე ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა, სანამ მამამისმა არ გაამხილა რა ხდებოდა. - ჩემი ქალიშვილი და ჰარტცოგი ერტმანეთს საბავშვო ბაღიდან იცნობენ, ერთ კოლეჯში სწავლობდნენ და ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენო. ენდის რეტმა ძვიფასი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა. მალე იქორწინეს კიდეც. იქნებ პოლ ქუელი მართალი იყო, როდესაც ცოლზე ეჭვიანობდა, მაგრამ თვალი კინოპარტნიორებზე კიარა, ძველ მეგობრებძე უნდა სჭეროდა. 171 25-ს მოსწონს
|