x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი როგორ მოაგვარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლოს-ანჯელესში უსახლკაროების პრობლემა

image უსახლკაროების პრობლემა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია, მათ შორის მაღალი განვითარების ქვეყნებშიც.
ზედა სურათზე მყოფი ადამიანებიც ასე კოხტად განლაგებული სახლის წინ კოხტად ჩაცმულები რომ დგანან ამერიკელი უსახლკაროები იყვნენ სულ რამდენიმე თვის წინ, ახლა კი ხედავთ თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია მათთვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მწვავედ დგას უსახლკაროების საკითხი, ლოს-ანჯელესიც არაა ამ მხრივ გამონაკლისი, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო ბიუჯეტიდან თანხები და უსახლკაროებისათვის ლოკალურ სივრცეში 13 თვის განმავლობაში ააგეს საცხოვრებელი კოტეჯები თავისი კომუნალური მომსახურების ბლოკებით და საღამოს დასასვენებელი ადგილით.
აი ესაა სახელმწიფოებრივი მიდგომა ადამიანების მიმართ. სულაც არ იყო საჭირო საერთო საცხოვრებლების აშენება საჭირო ამ ადამიანებისათვის, 6 კვადრატული მეტრის ფართის მქონე კოტეჯებიც საკმარისი გახდა ამ ხალხს ბედნიერად, რომ ეგრძნო თავი და წვიმაში და ავდარში ხიდის ქვეშ არ შეეფარებინა თავი.
2020 წლის აღწერით ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა (ცხოვრება თუ ჰქვია უსახლკაროდ ყოფნას) 66 ათასი ადამიანი, ლოს-ანჯელესში საცხოვრებელი ფართის დაქირავება კი საკმაოდ ძვირი ღირს და ამ ადამიანებს არ ხელეწიფებოდათ დაექირავებინათ თუნდაც მიზერული ზომის ფართი საცხოვრებლად.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ალექსანდიის ბაღში ააშენა 103 საცხოვრებელი კოტეჟი, რომლებშიც 200 ადამიანი ცხოვრობს.
გრძელდება მშენებლობები ქალაქის გარეუბნებში. საერთო ჯამში იგეგმება უსახლკაროებისათვის კოტეჯების მასიურად აშენება რათა ქალაქში ჩასულ სტუმარს თვალში არ ხვდებოდეს ქუჩაში მყოფი უსახლკაროები სავალალო იერით და ათასგვარი ხარახურით.
აბაზანების და სველი წერტილების ბლოკები ცალკეა განთავსებული, ასევე ცალკეა ტანსაცმლის და თეთრეული სარეცხი მანქანების ბლოკები.
ერთი სიტყვით ეს ადამიანები სახელწიფომ დააბრუნა საზოგადოებაში.
დააკვირდით რა კოხტა კოტეჯებია ან რა ლამაზი სანახავია საღამოს ჩამოსაჯდომი და დროის გასაყვანად განკუთვნილი ადგილები ყოფილი უსახლკაროების ბავშვებისათვის და ზოგადად ამ ადამიანებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯის ზომა სულ 6 კვადრატული მეტრია, კოტეჯები 2 საწოლიანია და კონდიცირებულიცაა.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
146
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146