x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მომღერალი მარიკა თხელიძე მეორედ გათხოვდა,ვინაა მისი რჩეული?
image

მომღერალი მარიკა თხელიძე მეორედ გათხოვდა, მისი რჩეული "ქართული ოცნების" დეპუტატი, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს.


წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა, სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სახეები:თიკა ჯამბურია, დათუნა სირბილაძე და ანსამბლი "შვიდკაცა" და რა თქმა უნდა ნინი ქარსელაძე მეუღლესთან ერთად, სწორედ ნინი ქარსელაძემ გააცნო ერთმანეთი მარიკა და გიორგი ბათუმში დასვენების დროს.მოგვიანებით სიმპატია სიყვარულში გადაიზარდა, რასაც ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია მოჰყვა ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე .






image

image

„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.



ფოტოებით და ვიდეოკადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც მარიკას მეგობრებმა გაავრცელეს, ქორწილში მარიკამაც და მისმა მეგობრებმაც იმღერეს.

image


მა­რი­კა რამდენიმე წელია კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სამინისტროში, ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს.


ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა, მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის ვაჟი-ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ხოლო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეს -13 წლის რეზო და 8 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.
image


მარიკა თხელიძემ ბავშვობაში ახალი საუკუნის მიჯნაზე მოიპოვა პოპულარობა სიმღერებით "ქვეყანა აირია"(სოსო თოლორაიასთან ერთად) და "უბრალოდ სცადე"


image

0
252
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0