ასტროლოგია სოციალურ ქსელში გაიხსენეს ჯუნა დავითაშვილის 2021 წლის წინასწარმეტყველება 2021, 18 ივლისი, 13:46 ![]() ქსელში გამოჩნდა ჯუნა დავითაშვილის პროგნოზი 2021 წლისთვის. ნათელმხილველმა ეს წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ 2015 წელს გააცხადა და ამ წელს საბედისწერო უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ოფიციალურად არ აღიარეს ჯუნს ექსტრასენსორული შესაძლებლობები, მისი წინასწარმეტყველებები მაინც საინტერესოა რუსებისთვის. Newinform-ის ინფორმაციით, ჯუნა ამბობდა, რომ 2021 წელი რთული და საბედისწერო იქნებაო. ”ფატალური პერიოდის წინ იქნება საშიში დაავადება, რომელიც ფილტვებში დაიბუდებს.” - ციტირებს გამოცემა ჯუნა დავითაშვილის სიტყვებს. . მისი თქმით, ამ პერიოდში ქვეყანაში მრავალი ადამიანი გაღარიბდება, მაგრამ განვითარდება სოფლის მეურნეობა. მკურნალმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგად იქნება მართული და კრიზისის დასრულების შემდეგ, განვითარების პერიოდი დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ნათლმხილველი, ჯუნა დავითაშვილი 2015 წელს გარდაიცვალა 65 წლის ასაკში.შვილის, ვახტანგის გარდაცვალების (2001 წელს)შემდეგ ჯუნა ბოლო 14 წელი განდეგილად ცხოვრობდა თავის საყვარელ არბატზე, მაგარამ ამასთან ერთად იგი ხატავდა და წერდა ლექსებს. ![]() 1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა. ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი იყო. საპარლამენტო არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად 1995 წელს შექმნა პარტია „ჯუნას ბლოკი“. ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. სცენაზე გამოდიოდა იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად. 1036 4-ს მოსწონს
|