x
image
თორ ნიკე
კოლხები, კოლხური საგანძური და არტეფაქტები
კოლხები,  კოლხური საგანძური და არტეფაქტები


"კოლხურმა მისტერიებმა ევროპაში შემოიტანეს სხეულის, სულის, გონის ფენომენი. კავკასიურ რასსად წოდებული მოსახლეობა წარმოადგენს ნამდვილ კულტურულ რასსას, რომელიც მოწოდებულია გამოიყენოს გონისმიერი ლოგიკური აზროვნება და ბუნების დასამუშავებლად შექმნას სამუშაო იარაღები." რუდოლფ შტაინერი (1861-1925)


რუდოლფ შტაინერი


"ეტრუსკები, ისევე, როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ (ხმელთაშუაზღვის) კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას" - ედმონდ დემოლინსი (1852-1907), ცნობილი ფრანგი სწავლული და საზოგადო მოღვაწე.



ედმონდ დემოლინსი


"ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება, ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა."

"ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას, ინდური შივას კულტიც კი, რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა." -

კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი (1766-1833; History of Medicine, Versuch einer pragmatischen geschichte der arzneikunde (1792-99)).


კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი



"სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს (წითელი ზღვა). ამათ ზემოთ, ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები. მიდიელებს ზემოთ სასპერები (იბერიულ ტომთა დიდი კავშირი), სასპერებს ზემოთ კი კოლხები (კოლხურ ტომთა დიდი კავშირი), რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე (შავი ზღვა), რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი მოდგმა მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე (წითელიდან შავ ზღვამდე)." - ჰეროდოტე, ისტორია, წიგნი მე-4, მელპომენე.


ჰეროდოტე


ზოდიაქოს პირველი ნიშანი - ვერძი, მომდინარეობს კოლხური ოქროს საწმისიდან. ვერძის თანავარსკვლავედს ბერძნებმა უწოდეს სახელი სწორედ ფრიქსესა და ელენას გადამრჩენი და კოლხეთში გამხიზვნელი ზეციური ცხვრის სახელზე, რომლის ტყავისგანაც შემდგომში შეიქმნა დიდებული ოქროს საწმისი და კოლხეთში დაიდო ბინა მეფე აიეტის საკუთრებაში. ანტიკურ დროში მიიჩნეოდა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიელები (ღირსეულები) იყვნენ. ვერძის ზოდიაქოს პლანეტა მარსი განაგებს.


ვერძის ზოდიაქოს ნიშანი - ოქროს საწმისი


კოლხური კულტურა დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლიდან დაიწყო (ან უფრო ადრეულ პერიოდში, ეს თემა ჯერ კიდევ კვლევის საგანია) და როგორც სამეფო დაახლოებით ძვ.წ. 1250 წლიდან ჩამოყალიბდა. ძვ.წ. 164 წელს ის დაექვემდებარა და შეუერთდა ლაზურ-ელინისტურ სახელმწიფოს - პონტოს სამეფოს, ხოლო ახ.წ. 131 წლიდან კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა - ლაზეთის სამეფოს სახელწოდებით. ადგილობრივები მას სავარაუდოდ ლაზონას სამეფოს უწოდებდნენ, ხოლო სომხურ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც "ლაზიკა". ლაზეთის სამეფომ 697 წლამდე იარსება და მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ ქართველები კი ერთიანად ლაზებად იწოდებოდნენ. იოანე ლიდე (V-VI სს.) წერს, რომ ლაზები იგივე კოლხები არიან. იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (VI ს.) და წერს, რომ "სახელი კოლხები ამჟამად ლაზთა სახელად შეიცვალა, ისევე, როგორც სხვა მრავალი ხალხის სახელი იცვლება დროთა განმავლობაში. ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და კოლხები სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არავის შეეპარება".

იგივეს წერს აგათია სქოლასტიკოსიც და ამბობს: "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ. ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტადაც კი ქედმაღლობენ, თუმცა არც თუ ისე უსაფუძვლოდ."

ამგვარი უამრავი ბიზანტიური, ბერძნული და სხვა ხალხთა წყაროები არსებობს, რომელიც წერილობითადაც ადასტურებენ იმას, რაც მტკიცდება ლინგვისტური, გენეტიკური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური კვლევებით, რომ დასავლეთ ქართველები კოლხთა პირდაპირი შთამომავლები არიან, ხოლო ამათ შორის მეგრელებმა და ლაზებმა დღემდე შემოინახეს კოლხური ენა მისი ორი განშტოების სახით, ესენია: მეგრული ენა და ლაზური ენა.


ზანური,  იგივე კოლხური ენა

ქართველური ენობრივი ოჯახიმეგრული,  ლაზური,  სვანური ენები და მათი დიალექტები


"მოსინიკების ხორუმი" - მოსინიკები ერთ-ერთი ძლიერი კოლხური ტომი იყო ანატოლიიდან ჩრდილოეთ კავკასიამდე განსახლებულ 25-ზე მეტ კოლხურ ტომს შორის. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) თავის ნაშრომში "ანაბასისი" საუბრობს მოსინიკების საბრძოლო რიტუალზე: "მას შემდეგ, რაც ისინი გამწკრივდნენ, ერთმა მათგანმა დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენი სიმღერის თანხლებით რიტმულად მიაბიჯებდა."


კოლხთა ხორუმი


ბერძნული წყაროების მიხედვით (სკილაქს კარიანდელი, Groovius 1697:79; GGm 1882, I, 63-64); ჰეროდოტე II 104, III 94, VII 78; Godley 1920, I 393; Godley 1938, III 387); ქსენოფონტი (Anabasis IV, 8-1, V 5, 18. VII, 8, 25); აპოლონიოს როდოსელი (II, 392) და სხვ., ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე და სხვები წერენ, რომ მაკრონი პელასგური მოდგმის დასავლურ-ქართველური წარმოშობის მეგრელ-ჭანთა / ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავს. აკაკი ურუშაძე ასევე ასკვნის, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი, სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყო განსახლებული. ისტორიულ ხანაში კი, ეს სივრცე თანდათანობით შემცირდა. ზემოთ წარმოდგენილი წყაროების მიხედვით, აკაკი ურუშაძე აღნიშნავს, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად (მაგ. დოლიონები, ჰენიოხები) დიდ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი, ისტორიულ ხანაში კი განსახლების სივრცე თანდათანობით შემცირდა.

როგორც ჩანს, ქართველთა მონათესავე ტომები ცხოვრობდნენ უძველეს ხანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზეც (სიმონ ყაუხჩიშვილი, 1964, 29).


კოლხა


აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე (1921-2020) წერს: "ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს, დასავლეთითაც, ეგეოსის ზღვის რეგიონშიც ცხორობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდათ აქ მოსახლე ავტოქტონ პელასგებთან (ურუშაძე 1964, 133). შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროვებულან და ნაწილი აღმოსავლეთში გადმოსახლებულან".

აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი (1961, N273, 2, XII) აღნიშნავს, რომ ქართული მოსახლეობის ძირითადი ფუძე ყოველთვის ცხოვრობდა იმ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს ქართველ ხალხს უჭირავს. მისი გავრცელების არეალი გაცილებით დიდი იყო ძველად, ვიდრე ამჟამად."


კოლხი მამაკაცი


"მეტალურგიის ისტორიის სპეციალისტების უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებენ კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზე. ამ მხრივ, მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვით პონტოს რაიონში, განსაკუთრებით მდინარე ჰალისის აუზში მცხოვრებ ტომებს: ხალდებს, მოსინიკებსა და თუბალებს, რომელთა მიერ შექმნილი ლითონდამუშავების ნაწარმი და შემუშავებული მეტალურგიული ტექნოლოგიები დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. (აკად. გივი ინანიშვილი, 2014).


კოლხები და კოლხეთი


მეცნიერული კვლევებით (Nesbitt, Samuel 1996:60-67; Perrino, Laghetti et al. 1996, 104-105; ბრეგაძე 2004, 14-15, 36-38, 43-44, 84, 110, 325-326; Gamkrelidze, Ivanov 1995, I:566-567; Gamkrelidze, Ivanov 1984, II 656-658; Nasidze et al. 2003:263; კვაშილავა 2011, XIII:190-191) ირკვევა, რომ სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის მოსახლეობამ აგროკულტურა მაგალითად ვაზისა და ხორბლის კულტურები გაავრცელეს სამხრეთ ევროპაში, ეგეოსისზღვისპირეთში, კერძოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კრეტაზე, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებსა და სხვაგან.


"მიწათმოქმედება და განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობა უნდა ყოფილიყო ის ბაზისი, რომელზედაც შემდგომში, ზედნაშენის სახით უძველესი ქართული ცივილიზაცია აღმოცენდა. ამ პროცესში განმსაზღვრელი როლი ვაზის კულტურამ ითამაშა." (თეიმურაზ ღლონტი, 2015, N2 (10):26).


1870 წელს გერმანელი მეცნიერი ვიქტორ ჰენი (1870:26, ღლონტი 2015) წერდა: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. იქ და მის მახლობლად, კახეთში, სამეგრელოში, სომხეთში, დღემდე შემორჩა მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი წეს-ჩვეულებები, რომლებიც გადმოცემულია ბერძნულ და რომაულ თხზულებებში. ამ ადგილიდან (ვაზის კულტურა) გავრცელდა ევფრატის მიმართულებით, მცირე აზიაში, ირანში, საბერძნეთის ნახევარკუნძულზე, ხოლო აქედან - დანარჩენ ევროპაში."


კოლხები,  კოლხური საგანძური და არტეფაქტები


ალფონს დე კანდოლის (Alphonse de Candolle 1884:91) მიხედვით, ჯეიმს ფრეიზერი (Frazer 1921:325) აპოლოდორე ათენელის "ბიბლიოთეკის" (III. IV. 4-V, I) სქოლიოში წერდა რომ ვაზის კულტურის წარმოშობის ადგილია შავი ზღვის კავკასიისა და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე რეგიონები, სადაც მცენარე ჯერ კიდევ ველურ ფორმაშია, მაღალ ხეებს ჰკიდია და უხვ ნაყოფს იძლევა კულტივირების გარეშე.

თანამედროვე არქეოლოგიურმა და არქეობოტანიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ველური ვაზის მოშენებისა და გაკულტურების მსოფლიოში უძველესი კერაა (McGovern et al. 2017). ეს მასალა დაბეჭდილი ამერიკის ეროვნულ აკადემიაში. ამით აღიარება მოიპოვა საქართველომ, როგორც ვაზის სამშობლომ.


კოლხური ცული


სამხრეთ კავკასიის ეგეოსურ სამყაროსთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა ე. გოგაძის, ო. ლორთქიფანიძის, გ. ქავთარაძის, მ. ფუთურიძის, მ. აბრამიშვილის, ა. ბესელიას, გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, ლ. ჭაბაშვილის, პ. იაკაშვილისა და სხვათა მოსაზრებები.


კუნძულ კრეტაზე, კნოსოსის სასახლეში ქალღვთაების საკურთხეველში აღმოჩენილი ოქროს ორმაგი ცულების (ძვ.წ. 1600-1450 წწ.) მსგავსი მაგრამ უფრო მომცრო ზომის ცულები აღმოჩენილია ცაიშში (ძვ.წ. მე-8 ს).


ცაიშის კოლხური ცულები


აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში (მაგ. ცაიში, მუხურჩა) აღმოჩენილი მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენზე მჯდომარე დედა-ღვთაებისა, რომელთაც ხელთ ბავშვი უპყრიათ. ეს არქეოლოგიური მასალები ძალიან უახლოვდება ეგეოსისზღვისპირეთში, კუნძულ სამოსზე ჰერაიონში აღმოჩენილ ბავშვიანი ქალი მხედრის ქანდაკებას (ძვ.წ. მე-8 საუკუნის), რომელიც მის აღმომჩენს, ულფ იანცენს (Jantzen 1972:80-84) კავკასიურად მიაჩნდა (ლორთქიფანიძე 2002:189). დღეს ეს ქანდაკება ინახება გერმანიის არქეოლოგიურ მუზეუმში.


კოლხური დედაღვთაება საბერძნეთში,  კუნძულ სამოსზე. ძვ.წ. მე-8 ს.



კოლხური დედაღვთაება (ცაიში,  ძვ.წ. მე-8 ს.)


კოლხური დედაღვთაების ფიგურა, რომელიც აღმოაჩინეს სამეგრელოში, კერძოდ ერგეტაში და დამზადებულია ძვ.წ. მე-9 საუკუნეში.


კოლხური დედაღვთაება (სამეგრელო,  ერგეტა,  ძვ.წ. მე-9 ს.)


კოლხური დედაღვთაების ფიგურა. ცხენზე მჯდომარე ქალი, რომელსაც ხელში ყრმა უჭირავს (ამ შემთხვევაში ფიგურა დაზიანებულია და ყრმის გამოსახულება მოტეხილია). აღმოჩენილია აჭარაში, ხელვაჩაურში, კერძოდ მახვილაურში. დამზადებულია ძვ.წ. მე-9 ან ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.


კოლხური დედაღვთაება (აჭარა,  ხელვაჩაური,  ძვ.წ. მე-9 ს.)


კოლხური დედაღვთაება. აღმოჩენილია სამეგრელოში, კერძოდ მუხურჩაში. დამზადებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში.

კოლხური დედაღვთაება (სამეგრელო,  მუხურჩა,  ძვ.წ. მე-8 ს.)


კოლხური დედაღვთაება. აღმოჩენილია ლეჩხუმში. დამზადებულია ძვ.წ. მე-8 ან ძვ.წ. მე-7 საუკუნეში.

კოლხური დედაღვთაება (ლეჩხუმი,  ძვ.წ. მე-8 ს.)


მხედარი ქალღმერთის სკულპტურა - "კოლხიშ ნინა" ანუ კოლხეთის დედა. ეს ქანდაკება განთავსებულია ქალაქ ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში. ის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს კოლხური ნაკეთობის ასლია.

კოლხური დედაღვთაება (სამეგრელო,  ცაიში,  ძვ.წ. მე-8 ს.)


მერი ვოიაცისმა (Voyatzis 1992, N87:271-272), ცნობილმა ბერძენმა არქეოლოგმა, რომელიც მოღვაწეობს არიზონას უნივერსიტეტში, საგანგებოდ შეისწავლა საბერძნეთში აღმოჩენილი ცხენზე მჯდომარე ქალღვთაების ქანდაკება და გამოთქვა მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, ის შესაძლოა უძველესი კოლხური კულტურის გავლენით იყოს შექმნილი.

ამ და სხვა უამრავი არქეოლოგიური მასალის შედარება ნათლად აჩვენებს სამხრეთ კავკასიასა და ეგეოსურ სამყაროს შორის მჭიდრო კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ, გენეტიკურ და ანთროპოლოგიურ ერთნაირობას და ურთიერთობებს, რაც ამ ტერიტორიებზე ისტორიული პროცესების უფრო სრულად და ზუსტად წარმოდგენის საშუალებას იძლევა (შდრ. გოგაძე 1972:3).


კოლხები


არის პულიანოსი, ცნობილი ბერძენი ანთროპოლოგი (Aris Pulianos 1967:101-108) წერს, რომ კრეტელები, კერძოდ ლასითის მცხოვრებლები წარმოშობით მცირე აზიიდან იყვნენ და განსახლებულნი იყვნენ მთელი ეგეოსის ზღვის აუზში. ის აქვე აცხადებს, რომ ლასითის რეგიონში აღმოჩენილი მინოსური ხანის თავის ქალების უმრავლესობა მიეკუთვნება ეგეოსურ-კავკასიურ ტიპს. ამ ადამიანების სიმაღლე დაახლოებით 168 სანტიმეტრი იყო. უფრო მეტიც, ნეოლითური ხანის თავის ქალაც, რომელიც იერაპეტრაში აღმოაჩინეს და XIV-IV ათასწლეულებით დაათარიღეს, ეგეოსურ-კავკასიური ანთროპოლოგიური ტიპისაა (Pulianos 1971:237-239).

1976-1983 და 2002-2003 წლებში კუნძულ კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში ლასითის რეგიონში, ჰაგიოს ხარალაბოსის გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მინოსელი ადამიანების ნაშთები (Betancourt 2014:21-22).

37 მინოსელი ადამიანის გენეტიკური მასალა შედარეს 135 ძველ და თანამედროვე ადამიანის დნმ-ს. მიტოქონდრიული ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ მინოსელების გენეტიკური სიახლოვე ვლინდება ევროპის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების, ბალკანეთის, მცირე აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობასთან. აგრეთვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით ძვ.წ. 7000 წლისთვის ნეოლითის ადამიანებმა ანატოლიიდან მიაღწიეს კრეტას (Hughey et al. 2013:3).


კოლხები


2017 წელს, გენეტიკოს იოსიფ ლაზარიდისის და მისი გუნდის მიერ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ასკვნის, რომ მიკენური კულტურა ბერძნულია და ის გენეტიკურად განსხვავდება მინოსელებისგან. მინოსელები არ არიან არც ინდო-ევროპელები და არც მიკენელი ბერძნები. მინოსელები იყვნენ სხვა ხალხი.

მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ივანე ნასიძე (1964-2012) აღნიშნავდა (Nasidze et al. 2003, N112:255-261; 2004 N68:205-221), რომ კავკასიაში დომინანტურად გავრცელებულია G2* და J2* ჰაპლოჯგუფები. ევროპელების ნაწილი G2* ჰაპლოჯგუფს ეკუთვნის.

ქართული პოპულაციებისთვის დამახასიათებელია G2a და J2 ჰაპლოჯგუფები (რამაზ შენგელია. Shengelia et al. 2017:119:126).


კოლხები,  კოლხური საგანძური და არტეფაქტები


თამაზ გამყრელიძე და ვიაჩესლავ ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov, 1995, I:799, 801-802) აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა ბერძნულსა და ქართველურ ენებს შორის რომელიც თავს იჩენს სწორედ არაინდოევროპული წარმოშობის წინაბერძნულ (პელასგურ) სიტყვებში უნდა აიხსნას იმით, რომ ბერძნულმა ენამ ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას წინარესამშობლოდან (რუსეთის სამხრეთით მდებარე იამნაიას კულტურიდან) დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიული საბერძნეთის ტერიტორიებზე.


კოლხი ქალი


"ამ დროს მიგრანტი ტომების დიალექტები, რომლებიც ახალ საცხოვრისში გადმოინაცვლებდნენ, ან გაითქვიფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენებში, ან გამოდევნიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ავტოქტონურ ენებს და ამ ქვეყნის ძირითად ენებად გადაიქცეოდნენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოქტონური მოსახლეობის ძველი, ადგილობრივი დიალექტები გამოვლინდება სუბსტრატის სახით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ახალი დიალექტების მთელ სტრუქტურასა და ლექსიკაში, რომელიც შემოტანილია ახალ საცხოვრისში დასახლებული ტომების მიერ" - წერენ თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov 1995, I:782, 886-887).


წარმოგიდგენთ იმ კოლხურ არტეფაქტებს, რომელიც მე-20 საუკუნიდან დღემდე ჩატარებული მწირი დაფინანსების არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ან მიკვლეულია ჩვეულებრივი ადამიანების მიერ სხვადასხვა საქმიანობისას. აქ წარმოდგენილი მასალის უდიდესი უმრავლესობა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ვანის მუზეუმში და საქართველოს სხვა მუზეუმებში.


1) "თამადა"-ს ბრინჯაოს ქანდაკება. აღმოჩენილია ვანში. დამზადებულია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეში.

კოლხური ქანდაკება


2) ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება. აღმოჩენილია ვანში. დამზადებულია ძვ.წ. III საუკუნეში. ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება



3) ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი. აღმოჩენილია ვანში. დამზადებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეში. მისი სიმაღლე 105 სანტიმეტრია. ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება



4) ბრინჯაოსგან დამზადებული დათვის ფიგურა, რომელიც საკიდად გამოიყენებოდა. დამზადებულია ძვ.წ. 23-ე საუკუნეში, ძვ.წ. 2300 - 2200 წლებში. დღეს ინახება ეროვნულ მუზეუმში.

კოლხური ფიგურა


5) ჭაბუკი და არწივი. დამზადებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. აღმოჩენილია ვანში. ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება


6) კოლხური მარმრილოს სტელა (საფლავის ქვა). აღმოჩენილია სოხუმში 1953 წელს, ზღვაში, ნაპირიდან 7 მეტრში. დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნეში.

კოლხური მარმარილოს სტელა



7) კოლხური აბაზანა. დამზადებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. აღმოჩენილია ვანში და ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური აბაზანა



8) კოლხური ქანდაკება. აღმოჩენილია ვანში. დამზადებულია ძვ.წ. I საუკუნეში. ამჟამად ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება



9) არწივის ბრინჯაოს ქანდაკება. დამზადებულია ძვ.წ. II საუკუნეში, ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება კოლხური არწივები. ვანის მუზეუმი



10) გამარჯვების ქალღმერთის - ნიკეს ბრინჯაოს ქანდაკება. დამზადებულია ძვ.წ. II საუკუნეში. აღმოჩენილია ვანში და ინახება ვანის მუზეუმში.

ნიკეს კოლხური ქანდაკება



11) პანის ბრინჯაოს თავი. დამზადებულია ძვ.წ. II საუკუნეში, აღმოჩენილია ვანში. ინახება ვანის მუზეუმში.

პანის კოლხური ნიღაბი



12) დიონისეს ბრინჯაოს ქანდაკება. დამზადებულია ძვ.წ. II საუკუნეში. ინახება ვანის მუზეუმში.

დიონისეს კოლხური ქანდაკება



13) ღვთაების ბრინჯაოს ბიუსტი, დამზადებულია ძვ.წ. II საუკუნეში, აღმოჩენილია ვანში და ინახება ვანის მუზეუმში.
ღვთაების კოლხური ბიუსტი



14) ვანში აღმოჩენილი კოლხური ქანდაკებების ნაშთები, რომლებიც დამზადებული იყო ძვ.წ. IV–III საუკუნეებში. ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ქანდაკება კოლხური ქანდაკება კოლხური ქანდაკება კოლხური ქანდაკება



15) კოლხური შენობების ნარჩენები. ეს შენობები აიგო ძვ.წ. V საუკუნეში ვანის ტერიტორიაზე. ფოტოების ავტორი გახლავთ დავით ვართუმაშვილი.

კოლხური არქიტექტურა კოლხური არქიტექტურა კოლხური არქიტექტურა კოლხური არქიტექტურა



16) ძვ.წ. V-IV საუკუნეებში კოლხების მიერ აგებული შენობების ნაშთები - ბარელიეფები. აღმოჩენილია ვანის ტერიტორიაზე.

კოლხური ბარელიეფი კოლხური ბარელიეფი


17) ნოქალაქევი, იგივე არქეოპოლისი. აგებული კოლხეთის სამეფოს მიერ ძვ.წ. I ათასწლეულში.

კოლხური ქალაქი - არქეოპოლისი


18) ბრინჯაოს და რკინის კოლხური ფიგურები. დამზადებულია ძვ.წ. III საუკუნეში. აღმოჩენილია ვანში და ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური ფიგურები კოლხური რკინის ფიგურა

ვანი. კოლხური ფიგურა. ძვ.წ. III ს.


19) კოლხი ქალის სკულპტურა. დამზადებულია ძვ.წ. VII საუკუნეში. აღმოჩენილია სამეგრელოში.

კოლხი ქალის ფიგურა



20) ზარაკი ცხვრის სკულპტურული გამოსახულებით. დამზადებულია კოლხეთის სამეფოში ძვ.წ. VII საუკუნეში. აღმოჩენილია სამეგრელოში, ცაიშში.

მცირე ზომის კოლხური ზარი



21) კოლხური ჭრაქები. აღმოჩენილია ვანში. დამზადებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. ინახება ვანის მუზეუმში.

კოლხური სამპატრუქიანი ჭრაქი ეროტების გამოსახულებით

კოლხური სასაკმევლე სპილოს თავებით

კოლხური ჭრაქი


ექვსპატრუქიანი კოლხური ჭრაქი სპილოს თავებით, დიონისეს, არიადნესა და ჰერაკლეს გამოსახულებებით:

ექვსპატრუქიანი კოლხური ჭრაქი სპილოს თავებით,  დიონისეს,  არიადნესა და ჰერაკლეს გამოსახულებებით


ვაზის ფოთლებით და მტევნებით შემკული კოლხური ჭრაქი

ვაზის ფოთლებით და მტევნებით შემკული კოლხური ჭრაქი



22) ძვ.წ. IV–III საუკუნეებში დამზადებული კოლხური არტეფაქტები, რომელიც ვანის მუზეუმშია გამოფენილი:

კოლხური არტეფაქტები კოლხური არტეფაქტები კოლხური არტეფაქტები კოლხური არტეფაქტები კოლხური არტეფაქტები კოლხური არტეფაქტები

კოლხური ფიგურა


23) კოლხური მუზარადი. აღმოჩენილია ქუთაისში. დამზადებულია ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში. ინახება მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში.

კოლხური მუზარადი



24) კოლხური ჭურჭელი, არიბალოსი. აღმოჩენილია გონიო-აფსაროსში. სამარხი 137. დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში.

კოლხური ჭურჭელი



25) მინის კუბიკოსი. აღმოჩენილია სამეგრელოში, ყულევში. დამზადებულია ძვ.წ. III საუკუნეში.

კოლხური ჭურჭელი



26) მინის ჭურჭელი. აღმოჩენილია სამეგრელოში, ყულევში. დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში.
მინის კოლხური ჭურჭელი




27) კოლხური კერამიკული ნაწარმი. აღმოჩენილია ფიჭვნარის ნეკროპოლისში, აჭარაში, ქობულეთში. დამზადებულია ძვ.წ. V-IV საუკუნეებში.
კოლხური ჭურჭელი


28) კოლხური ამფორა, დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნეში. აღმოჩენილია სამეგრელოში, ფოთში.

კოლხური ჭურჭელი


29) კოლხი ცხენოსნის და ვერძის ფიგურები. აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში.

კოლხი ცხენოსნის ფიგურაკოლხური ვერძის ფიგურა



30) კოლხური ბრინჯაოს ხარის ფიგურა. აღმოჩენილია ლეჩხუმში, დეხვირი. დამზადებულია ძვ.წ. IX საუკუნეში.

კოლხური ხარის ფიგურა


31) ცხენის კოლხური ფიგურა. აღმოჩენილია აფხაზეთში, გუდაუთა. დამზადებულია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეში.

ცხენის კოლხური ფიგურა


32) კოლხური არტეფაქტები, დამზადებული ძვ.წ. IV საუკუნეში. აღმოჩენილია რაჭაში.

კოლხური არტეფაქტები



33) აღმოჩენილია აფხაზეთში, გუდაუთა, ბამბორსკაია პალიანა. დამზადებულია ძვ.წ. IX საუკუნეში.

კოლხური ფიგურა


34) კოლხური ჯიხვის ფიგურა. დამზადებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში. იყო კერძო საკუთრებაში, ახლა კი საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება.

ჯიხვის კოლხური ფიგურა


35) კოლხური ხარების ფიგურები. აღმოჩენილია სამეგრელოში, სოფელი ცაიში. დამზადებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში.

კოლხური ხარის ფიგურა კოლხური ხარების ფიგურებიკოლხური ხარის ფიგურა



36) ფანტასტიკური არსების თიხის კოლხური ფიგურა. დამზადებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში. ნაპოვნია სამეგრელოში, ნოქალაქევი. ინახება ეროვნულ მუზეუმში.

ფანტასტიკური არსების კოლხური ფიგურა



37) ხარის ფორმის ბრინჯაოს საკიდი. აღმოჩენის ადგილია რაჭა, სოფელი ღარი. დამზადებულია ძვ.წ. VII საუკუნეში. ინახება ეროვნულ მუზეუმში.

კოლხური ხარის ფიგურა


38) ირმის ფორმის ბრინჯაოს საკიდი. აღმოჩენის ადგილია რაჭა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარი. დამზადებულია ძვ.წ. VII საუკუნეში. ინახება ეროვნულ მუზეუმში.

ირმის კოლხური ფიგურა



39) თიხის სასმისი. აღმოჩენის ადგილია სამეგრელო, სოფელი ცაიში. დამზადებულია ძვ.წ. VII საუკუნეში.

კოლხური ჭურჭელი


40) კოლხური სამარილეები. დამზადებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში. აღმოაჩინეს სამეგრელოში, სოფელი ცაიში.

კოლხური სამარილეები კოლხური სამარილეები



41) ვანში აღმოჩენილი ოქროს ბალთა, სადაც გამოსახულია ჰერაკლეს შერკინება ლომთან. დამზადებულია ძვ.წ. III საუკუნეში.

კოლხური ოქროს ნაკეთობა


42) ვანის 24-ე სამარხში აღმოჩენილი ოქროს თავსამკაულის ნაწილი, რომელიც დამზადდა ძვ.წ. IV საუკუნეში. ზომებით 6.6X6.5 სმ.

კოლხური ოქროს თავსამკაულის ნაწილიკოლხური ოქროს თავსამკაულის ნაწილი ირმებით


43) ვანის მე-6 სამარხში აღმოჩენილი ოქროს, 13.2 სმ-ის დიამეტრის ფიალა, რომელიც დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში.

კოლხური ოქროს ფიალა


44) ვანის მე-6 სამარხში აღმოჩენილი ოქროს კოლხური დიადემა სასაფეთქლეებით. 23.5 სმ. დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში.

კოლხური ოქროს დიადემა კოლხური ოქროს დიადემის ფრაგმენტი



45) ვანის მე-11 სამარხში აღმოჩენილი, ოქროს სასაფეთქლეები. 8.9 სმ. სიგრძის. დამზადებული ძვ.წ. V საუკუნეში.

კოლხური ოქროს სასაფეთქლე



46) ვანის მე-11 სამარხში აღმოჩენილი კოლხური ოქროს სამაჯურები ტახების გამოსახულებით. დიამეტრით 5.3 და 5.27 სმ. დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნეში.

კოლხური ოქროს სამაჯურები



47) ვანის მე-11 სამარხში აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი კუს ფორმის მძივებით. დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნეში.

ოქროს კოლხური ყელსაბამი



48) სამეგრელოში, სიმაგრის ნამოსახლარზე აღმოჩენილი ოქროს კოლხური საკიდი, რომელიც დამზადებულია ძვ.წ. VIII საუკუნეში. 6X5.7 სმ. დაცულია ეროვნულ მუზეუმში.

ოქროს კოლხური საკიდი



49) რაჭაში, ბრილის სამაროვანში აღმოჩენილი, ძვ.წ. XV საუკუნეში დამზადებული ბრინჯაოს კოლხური საკიდი ვერძის თავის გამოსახულებით.
კოლხური საკიდი ვერძის თავის გამოსახულებით


50) ვანში აღმოჩენილი ოქროს საყურეები, რომელიც ძვ.წ. 330 წლისთვისაა დამზადებული.

კოლხური საყურეები



51) საჩხერეში, სოფელ საირხეში აღმოჩენილი ძვ.წ. საუკუნეში დამზადებული კოლხური ოქროს საყურე.

კოლხური საყურე



52) საჩხერეში, სოფელ საირხეში აღმოჩენილი კოლხური ოქროს საყურე, რომელიც დამზადებულია ძვ.წ. V საუკუნეში.

კოლხური საყურე



53) იმერეთში აღმოჩენილი კოლხური ოქროს სასაფეთქლე საკიდები. დამზადებული ძვ.წ. IV საუკუნეში.

ოქროს კოლხური საკიდები



54) საჩხერეში, საირხეში აღმოჩენილი ოქროს კოლხური ყელსაბამი, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეშია დამზადებული. ინახება ეროვნულ მუზეუმში.
ოქროს კოლხური ყელსაბამი



55) ძვ.წ. 2000 - ძვ.წ. 1500 წლებში დამზადებული ბრინჯაოს კოლხური საკინძი. 18 სმ-ის სიგრძის. ინახება სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ბრინჯაოს კოლხური საკინძი - ძვ.წ. 2000-1500 წწ.



56) საჩხერეში, სოფელ საირხეში აღმოჩენილი ვერცხლის კოლხური ჭურჭელი კილიკი, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეშია დამზადებული.

ვერცხლის კოლხური ჭურჭელი


57) ვანში აღმოჩენილი ოქროს სასაფეთქლეები. დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში.

ოქროს კოლხური სასაფეთქლეები


58) ვანის მე-6 სამარხში აღმოჩენილი ოქროს სასაფეთქლეები, რომლებიც დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში. თითოეული სიგრძით 8.1 სანტიმეტრი.

ოქროს კოლხური სასაფეთქლეები



59) ვანში აღმოჩენილი, ძვ.წ. V საუკუნეში დამზადებული ოქროს თავსამკაული. დაცულია ეროვნულ მუზეუმში.

ოქროს კოლხური თავსამკაული


60) ვანში აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი. დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში.

ოქროს კოლხური ყელსაბამი

61) დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ოქროს კოლხური არტეფაქტები, რომლებიც დამზადებულია ძვ.წ. IV საუკუნეში და ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში:

ოქროს კოლხური სასაფეთქლე ოქროს კოლხური დისკოსებრი ფირფიტაოქროს კოლხური დისკოსებრი ფირფიტა







სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის

61) აფრაზიული ენობრივი ოჯახი

62) ადამიანის ორგანოები

63) გურულები (ნაწილი პირველი)

64) გურულები (ნაწილი მეორე)

65) გურულები (ნაწილი მესამე)

66) გურული მოჯირითეები ამერიკაში

67) გურული ცხენოსნები ამერიკაში

68) გურული მხედრები ამერიკაში

69) პროტოქართველები საბერძნეთში


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
571
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
571
  
2021, 20 ივლისი, 9:52
მასალების უმეტესობა აღებულია აკადემიკოს გია კვაშილავას მოხსენებიდან "პროტოქართველური ენა და წარწერები, I ნაწილი", ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=J_hmwCN97wY
0 1 1