x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის კოლაბორაციული სწავლება და რას გულისხმობს ის?

image

კოლაბორაცია არის ერთობლიობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა. ის გულისხმობს საერთო მიზნის მისაღწევად ჯგუფურ მოღვაწეობას, რომლის დროსაც მიმდინარეობს ინფორმაციების გაცვლა, ცოდნის მიღება, სწავლა. ამ მეთოდის გამოყენება ხელსაყრელია სწავლების პროცესში, რადგან კოლაბორაციული სწავლებისას შედეგები ბევრად თვალსაჩინოა, ვიდრე ინდივიდუალური სწავლებისას, რადგან თითოეული ჯგუფის წევრს თავისი წვლილი შეაქვს სწავლების პროცესში და ამასთანავე, სხვის მაგალითზეც სწავლობს. აღნიშნული ტიპის სწავლების მთავარი იდეა არის ცოდნის გაზიარება, რის შედეგადაც იქმნება რაღაც ახალი ცოდნა. ოფიციალურად, კოლაბორაციული სწავლების განათლების სისტემაში დანერგვა დაიწყო მე-16 საუკუნიდან, თუმცა მანამდე მსგავსი სწავლების ნიშნებს ვხვდებით სოკრატესთან, რომელიც ბავშვების მცირე ჯგუფეფში აღზრდის მომხრე იყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც საფუძვლიანად განიხილა და სწავლების ერთ-ერთ ფორმად დაასახელა თანამშრომლობითი სწავლება იყო ჩარლზ გიდა. გიდას შემდეგ კოლაბორაციულმა მიდგომამ ფართო მნიშვნელობა მიიღო ამერიკაში. ფილოსოფოსმა ჯონ დიუმ შემოგვთავაზა ისეთი პედაგოგიკური სისტემა, რომლის საფუძვლადაც განიხილებოდა კოლაბორაციული სწავლება. ჯონ დიუ ამბობდა, რომ ადამიანმა განათლება უნდა მიიღოს საზოგადოებრივი ჯგუფისგან, რათა შემდეგ თავად გახდეს ამავე საზოგადოების აქტიური წევრი. კოლაბორაციულ სწავლებაზე საუბრისას აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ორ რუს ფსიქოლოგზე ვიგოტსკიზე და ლურიაზე, რომლებმაც მაქსის შრომებზე დაყრდნობით შემოგვთავაზეს თავიანთი შრომები და ჩამოაყალიბეს კოლაბორაციული სწავლების თეორია, რომლის მთავარინიდეა იდეაა ადამიანის, როგორც სოციალური ცხოველის წარმოჩენა, რომელიც არსებობს მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით. ადამიანის სოციალური არსებიდან გამომდინარე, მისთვის სასწავლო პროცესი ბევრად მომგებიანია როცა ის სოციუმში მიმდინარეობს. ვიგოტსკის პროქსიმალური თეორიის მიხედვით, არსებობს გარკვეული ტიპის ცოდნა, რომლის შეთვისება მხოლოდ სხვა ადამიანების დახმარებით შეიძლება. აქვე მინდა განვიხილო კოლაბორაციული სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც " სეგმენტურს" უწოდებენ. ის არის გრაფიკული სტრუქტურის მქონე მეთოდი, რაც საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მოვამზადოთ და კლას წარვუდგინოთ საერთო პროდუქტი ანუ ახალი ცოდნა. მეთოდის აღწერა: კლასი იყოფა ჯგუფებად, თითოეულ მათგანს ურიგდებათ დიდი ზომის ფორმატები, ეს უკანასკნელი იყოფა სეგმენტებად, ერთ ცენდრალურ და დანარჩენ გარე სეგმენტად. გარე სეგმენტები ჯგუფის თითოეულ წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური სეგმენტი საერთოა. ჯგუფის წევრები საკუთარ სეგმენტებში აფიქსირებენ თავიანთ იდეებს, შემდეგ ერთმანეთისას ეცნობიან და ურთავენ წერილობით კომენტარსაც, ამ პროცესში იმართება დისკუსია, მსჯელობა, ჩნდება ახალი იდეები, ბოლოს კი ყველა იდეა ერთდება და იწერება ცენტრალურ სეგმენტში. უკანასკნელ ეტაპზე ჯგუფები წარანდგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ამგვარად, კოლაბორაციული სწავლება სასკოლო სივრცეში და არა მარტო სკოლაში, აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სწავლების მეთოდი, რომელიც აქცენტირებულია ერთობლიობაზე, კონსესუსზე, შესრულებული დავალების ხარისხზე და მის ანალიზზე .

0
362
შეფასება არ არის
ავტორი:ნანული დუნდუა
ნანული დუნდუა
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0