x
image
melody_inside
სპორტულ  ფეხსაცმელს, ოთახის ჩუსტებს, პირსახოცს, მზის სათვალეს  - ვარგისიანობის  ვადა  აქვს.  იცოდით?
თითქმის ყველა ნივთს აქვს ვარგისიანობის ვადა. თუნცა ამის შესახებ არ ვიცით და ვაგრძელებთ მათ გამოყენებას. რა თქმა უნდა ხშირად ეს უსაფრთხო არაა!



გაგაცნობთ 15 ნივთს, რომლებსაც აქვთ ვარგისიანობის ვადა და ჩვენ ეს არ ვიცოდით!



სპორტული ფეხსაცმელი - 6 თვე


image

მორბენალის სპორტული ფეხსაცმელი ამორტიზაციულ თვისებას 500 კმ-ის გავლის შემდეგ კარგავს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია - შეამციროს დატვირთვა სახსრებზე. სხვა სპორტულ ფეხსაცმელს სწრაფად უცვდება ძირი და ჩასაფენი, ცუდად ახდენენ ტენის ადსორბირებას და უბრალოდ არაჰიგიენური ხდებიან. ისინი ვინც პროფესიონალი სპორტსმენები არიან და ყოველ დღე ვარჯიშობენ, წელიწადში 10 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი მაინც სჭირდებათ.



მცველები, სტაბილიზატორები და გამაგრძელებელი კაბელები - 2 წელი



image


ისინი გათვლილი არიან იმ ჯოულების გარკველ რაოდენობაზე, რომლის გატარებაც შეუძლიათ. ამის შემდეგ კი გამაგრძელებელი და მცველი უბრალოდ მწყობრიდან გამოდის. ამავე დროს, იაფფასიანი გამაგრძელებლების ძალიან დატვირთვა არც არის რეკომენდირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება გადახურება, დაწვა და გალღობა.



წყალბადის ზეჟანგი - 2 თვე


image


თავდახურული სახით შენახვა შეიძლება არა უმეტეს ერთი წლისა, ხოლო ღია თავით- ორ თვემდე მხოლოდ. მისი მოლეკულა Н2О2 ძალიან არასტაბილურია, ამიტომ წყალბადის ზეჟანგი უნდა ინახებოდეს მხოლოდ თავდახურული და სიბნელეში. სინათლის ზემოქმედებით ის იყოფა წყლად და ჟანგბადად და სრულიად უსარგებლო ხდება.



ჩაის ერთჯერადი პაკეტები - 6 თვე




image



ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაშიც კი ჩაის პაკეტები უვარგისი ხდება 6 თვის შემდეგ ჩაის ფოთლების ამჟავების ( ფერმენტაციის ) უნარის გამო. შავი ჩაი ინახება 9 თვემდე, მაგრამ იმდენად რამდენადაც პაკეტებისთვის ჩაის ნედლეულიდან ჩაის იაფფანიანი მასალა გამოიყენება, რომელშიც ჩაის მტვერიც გვხვდება, ვარგისიანობის დრო ნახევარ წლამდე მცირდება.




სამზარეულოს დასაჭრელი დაფა - 3 წელი


image



ის ცვდება ტენიანობის დ მეტალის ( დანის ) მუდმივი ზემოქმედების გამო. დროთა განმავლობაში იფარება ბზარებით და ნაკაწრებით, რაც ბაქტერიების გამრავლების ადგილი ხდება.



მზისგან დამცავი სათვალეები - 2 წელი

image


როგორც ცნობილია, კარგ მზისგან დამცავ სათვალეებზე ულტრაიისფერი სხივების დამბლოკ საფარს ადებენ. მაგრამ ამავე სხივების ზემოქმედების გამო ეს ზედაპირი თანდათან იწვება და აღარ იცავს თვალებს მზისგან. ვარგისიანობის ზუსტი ვადა განისაზღვრება მწარმოებლის მიერ, მაგრამ არსებობს საერთო წესიც: მზის სათვალის შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.



კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი - 1 წელი, 3 თვე


image


კბილის ჯაგრისი უნდა შეიცვალოს ყოველ სამ თვეში იმისთვის, რომ ის არ გახდეს ბაქტერიების გამრავლების ბუდე, ხოლო კბილის პასტა უნდა შეინახოთ არა უმეტეს ერთი წლისა. თუ პატარა სამგზავრო კრებული გაქვთ კბილის პასტასთან ერთად, გადაამოწმეთ, ხომ არ გასვლია ვადა.


პირსახოცები -3 წელი


image


ბაქტერიების გამრავლება რომ აღმოვფხვრათ, პირსახოცები ხშირად უნდა ვრეცხოთ - ყოველი 3-4 გამოყენების შემდეგ. ხშირი რეცხვის გამო კი ქსოვილი უბრალოდ ცვდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალ ტემპერატურაზე ხდება რეცხვა.



სავარცხელი - 1 წელი



image


იმ პირობებშიც კი, თუ სავარცხელს რეგულარულად წმენდთ და რეცხავთ, მასზე თავს იყრის მიკრობები და ბაქტერიები. დროთა განმავლობაში სავარცხელი შეიძლება გახდეს თმების პრობლემის და ქერტლის გაჩენის მიზეზი.





მაკიაჟის ჩხირები და ღრუბლები - 5 წელი, 6 თვე



image



საჭიროა ისინი არა მხოლოდ რეცხოთ რეგულარულად, არამედ ცვალოთ ახლებით ყოველ ხუთ წელიწადში. ფუნჯები უნდა გამოცვალოთ იმ შემთხვევაშიც, თუ კანზე გამონაყარი გაჩნდა. ცნობილია, რომ კანზე სხვადასხვა ანთებითი პროცესების წარმოქმნის შემთხვევების მიზეზების ოცდაათი პროცენტი მოდის ბინძურ ფუნჯებზე და ღრუბლებზე.





ბიუსჰალტერი -2 წელი



image


1, 5 – 2 წლის შემდეგ ბიუსჰალტერი კარგავს ფორმას, იწელება და აღარ იჭერს მკერდს. თუ დიდი მკერდი გაქვთ, ეს პროცესი შედარებით ადრე ხდება. ბიუსჰალტერი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს, როგორც კი სარტყელი გაიწელება და ბოლო შესაკრავზე იწყებთ შეკვრას, თუმცა ფორმის შენარჩუნებას მაინც ვერ ახდენს.

ოთახის ჩუსტები - 6 თვე

image

ოთახის ჩუსტები მხოლოდ ექვსი თვე ძლებს, შემდეგ კი ბაქტერიების და სოკოების გამრავლების ხელსაყრელ გარემოს ქმნის.




ბალიშები - 2 - 3 წელი



image


შიგთავსის ტიპის მიუხედავად ბალიში ფორმას კარგავს 2-3 წლის შემდეგ. გარდა ამისა, მასში ჩნდება მტვრის ტკიპები და მრავლდება ბაქტერიები. მთავარი ხომ ჯანმრთელი ძილია.




გადასაფარებელი - 7 წელი



image

გადასაფარებლის შემთხვევაც მსგავსია, მაგრამ შედარებით დიდი ხნით გვემსახურება - შვიდიდან ათ წლამდე, რაც დამოკიდებულია მის სწორად მოვლაზე.



ლეიბი - 8-10 წელი


image


გადასაფარებელთან ერთდ შეგიძლიათ ახალი ლეიბიც იყიდოთ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადაც დაახლოებით ისეთივეა. ლეიბის უფრო ხანგრძლივი გამოყენებისთვის რეკომენდირებულია ლეიბი გადაბრუნოთ ექვს თვეში ერთხელ და რეგულარულად გაწმინდოთ მტვერსასრუტით.


იხილეთ ასევე:


image


მიუხედავად იმისა, რომ მაცივარში კვერცხების შენახვის ყველაზე პოპულარული ადგილი მისი კარია, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ეს არაა საუკეთესო ვარიანტი. მაცივრის კარზე არასოდეს არ არის ის სტაბილური დაბალი ტემპერატურა, რაც აუცილებელია საკვები პროდუქტის ხანგრძლივად შენახისთვის. მაცივრის კარები ხშირად იღება, რის გამოც



image

არსებობს ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავენ, მაგრამ იმდენად მოულოდნელია და დაუჯერებელი, რომ შეხედულებები შეგეცვლებათ სამყაროზე. აქ მოცემულია კურიოზული ინფორმაციის ის მცირე არჩევანი, რომელიც BuzzFeed მა შეაგროვა. 1. ადამიანი მხოლოდ ერთი ნესტოთი სუნთქავს. თქვ...


image


ხსნი ასეთ სასურველ, არომატულ, საკუთარი ხელით მოხარშულ ჟოლოს მურაბის ქილას. იქ კი გხვდება რუხი ფერის, ბეწვიანი ლაქები. ხშირია ასეთი შემთხვევები, ხომ ასეა? ასეთ არასასიამოვნო მომენტში ერთადერთი კითხვა ჩნდება თავში: გადააგდო თუ შეჭამო, თვალი დახუჭო ნანახზე? ეს დილემა მრავალს აყენებს ჩიხში. ამიტომ, ჩვენ გეტყვით, სინამდვილეში რა



image

ფიჭური კავშირი საკმაოდ მჭიდროდ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მობილური ტელეფონის კვების წყაროს წარმოადგენს დასატენი ელემენტი. ჩვეულებრივ, მისი მუხტი მაქსიმუმ ორი-სამი დღე ჰყოფნის ტელეფონს ნორმალური მუშაობისთვის, რის შემდეგაც ბატარეის დატენვა დამტენი მოწყობილობიდან ხდება. დატენვის დასრულების შემდეგ

0
381
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0