x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ნოდარ დუმბაძის ფრთიანი გამონათქვამები

image”ს ა მ შ ო ბ ლ ო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული.”

“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი”

* * *
”ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ,
ს ა მ შ ო ბ ლ ო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან...”
* * *
”რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა...
ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს...”

* * *
“სულ ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ფრანგული სიტყვა ლაზარეთი, რომელიც ლექსიკონში საველე ჰოსპიტალად არის განმარტებული, ლ ა ზ ა რ ე დ ა ნ მოდის.
ამას რომ მიხვდე, აუცილებელი არ არის, იყო ენათმეცნიერი ან ლინგვისტი. მერე ერთ ლინგვისტს გავუმხილე ვარაუდი, ალბათ ლაზარედან არის, ქრისტემ რომ გააცოცხლა ლაზარე-მეთქი. ძალიან გაუკვირდა.
შემდეგ ლექსიკონში ჩავიხედე, ბერძნულად ლაზარე ღვთის წყალობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ღვთის წყალობაა, კაცს რომ გააცოცხლებ. ეს შეიძლება ლინგვისტმაც არ იცოდეს,

ლაზარე რომ იცოდე, სახარება უნდა გქონდეს წაკითხული, თანაც უნდა გქონდეს წაკითხული ოთხთავი მთლიანად, იმიტომ, რომ ლაზარეს სასწაული მარტო იოანეს სახარებაშია.
ეს თუ არ გაქვს წაკითხული, ვერ მიხვდები. ასე რომ, ეს აღმოჩენა ჩემი უმეცრების ბრალი კი არ არის, არამედ იმის დამსახურებაა, რომ ოთხივე სახარება წაკითხული მაქვს და მივხვდი, ის ლაზარეა,
ამიტომ ვფიქრობ, რომ ოთხთავი ენათმეცნიერსა და ლინგვისტს უნდა ჰქონდეს წაკითხული, როგორც სავალდებულო წიგნი. ძველ აღთქმაზე არაფერს ვამბობ.”
------
“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ იმ 40-მა დღემ განსაზღვრა და განაპირობა ნოეს აქეთ არსებული კაცობრიობის მორალური და ზნეობრივი საქციელი.
შემთხვევით როდია ლექსიკონში კიდობანი ასე განმარტებული – “ფიცრის კოლოფი, რომელსა შინაცა იუდეანთა აქუან დამარხულ ფიცარნი სულისანი.”
სწორედ ის 40 დღე გახლდათ დრო იმ სულიერი კათარზისისა, რომელიც განიცადა კაცობრიობამ, რამეთუ იმ 40 დღეში არ შეიძლება ნოეს ანალიზი არ გაეკეთებინა იმ შემზარავი სასჯელისათვის, რომლითაც დასაჯა გამჩენმა მის მიერვე შექმნილი და სულჩადგმული ადამიანი.
მხოლოდ ასე და ამ ასპექტში უნდა იყოს წაკითხული ყოველგვარი მითოლოგიური და ბიბლიური, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და ვფიქრობ, არც შეიძლება.”

* * *
“იქნებ ვ ა ზ ი ა სამშობლო. აბა დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლაში – ცაში ხელაპყრობილმა,
ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც ს ა მ შ ო ბ ლ ო ს.”
* * *
”არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო“ იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით...”
* * *
”ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს...
უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით,
დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა,
დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა.

გააცოცხლეთ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...”

0
373
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0