x
image
გემი დალანდი
35 წელი საქორწილო კაბაში:სიყვარულისგან შეშლილი ქალის ისტორია
ელიზა ემილი დონიტორნს შეეძლო წყნარი და აუღელვებელი ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ მან 35 წელი განდეგილობაში გაატარა და სრულ სიმარტოვეში გარდაიცვალა.

რატომ გადაწყვიტა ადამიანებისგან განმარტოება და რამ აიძულა 35 წელი საქორწილო კაბა სცმოდა?imageელიზა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ოსტ-ინდიის კომპანიის ხელმძღვანელი პირი გახლდათ, დედა კი სახლსა და ბავშვებზე ზრუნავდა. ელიზა ლაღად იზრდებოდა. ინტერესს იჩენდა მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ და მშობლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე.

11 წლის იყო ელიზა, როცა დონიტორების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: ქოლერამ დედამისი და მისი ორი უფროსი და იმსხვერპლა. გოგონამ მძიმედ გადაიტანა ეს დანაკარგი. საკუთარ თავში ჩაიკეტა და მამასთანაც გაუცხოვდა. მათი ურთიერთობა დღითიდღე იძაბებოდა. ჯეიმს დონიტორი მალე სიდნეიში გადავიდა და ქალიშვილის აღზრდა თავის უფროს ვაჟს და მის მეუღლეს მიანდო. რამდენიმე წლის შემდეგ ელიზაც მამასთან გადავიდა საცხოვრებლად და ისინი სიდნეის გარეუბანში მდიდრულ სახლში დაბინავდნენ.

როცა ელიზას 24 წელი შეუსრულდა, მამამისმა მისი პირადი ცხოვრების მოწყობაზე დაიწყო ფიქრი და მდიდარი სასიძოებიც გამოძებნა, თუმცა ელიზამ გადაჭრით უარყო უსიყვარულოდ გათხოვება და მალე ის “ერთადერთიც" გამოჩნდა.


მისი რჩეული ჯორჯ კატბერსტონი სანაოსნო კომპანიის მოხელე და უბრალო ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. რადგან ახალგაზრდები სხვადასხვა კლასობრივ ფენას მიეკუთვნებოდნენ, ამიტომ იძულებულნი იყვნენ, რომ გრძნობები დაემალათ. მათ რომანტიკული მიმოწერა ჰქონდათ, ხოლო როცა ელიზას მამა სახლიდან მიდიოდა, შეხვედრასაც ახერხებდნენ.

მალე ჯეიმს დონიტორმა შეიტყო, რომ მის ქალიშვილს რომანი ჰქონდა, ხოლო როცა გაარკვია ვისთან, ელიზას ჯორჯთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ამან მხოლოდ უკუეფექტი გამოიღო: ელიზას ჯორჯთან ყოფნის სურვილი უფრო გაუმძაფრდა. მაშინ ჯეიმს დონიტორმა სხვა ხერხს მიმართა...

imageმან ქალიშვილს ჯორჯთან ურთიერთობის ნება დართო. იმედოვნებდა, რომ მალე ახალგაზრდებს გული გაუცივდებოდათ, მაგრამ ჯორჯმა სულ მალე ცოლობა სთხოვა ელიზას და ისიც დათანხმდა.

მთელი საზოგადოება ინტერესით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას.ვიღაცები ჩურჩულებდნენ, რომ ჯორჯს მხოლოდ ელიზას ქონება აინტერესებდა, ვიღაც ვარაუდობდა, რომ ასე მამის ჯობრზე იქცეოდნენ ახალგაზრდები...

ამოძრავებდა თუ არა ჯორჯს ანგარება, გაურკვეველი დარჩა, რადგან ის ქორწილზე არ გამოცხადდა.imageელიზა ბოლო წუთამდე ელოდა საქმროს საკურთხეველთან.ბრძანა, რომ ხელი არ ეხლოთ სუფრისთის და ალაყაფიც ღია დაეტოვებინათ, მაგრამ არც ერთი საათის, არც ერთი დღის და არც ერთი თვის მერე ჯორჯი აღარ გამოჩენილა.სად გაქრა-უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისტერ დონიტორმა მოისყიდა და ელიზაზე დაქორწინება გადააფიქრებინა, ზგიერთის მოსაზრებით ის მოკლეს, თუმცა სიმართლე არავინ იცის.

ამ ყველაფერმა ელიზას ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედა.ის თავის ოთახში ჩაიკეტა, საქორწილო კაბას არ იხდიდა და გარე სამყაროსთან კონტაქტი გაწყვიტა. ერთი წლის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა და მისი ქონება ელიზაზე გადავიდა მემკვიდრეობით.ელიზამ ყველა ფანჯარა ააჭედინა და ბრძანა მასთან არავინ შეეშვათ.სულ მალე მსახურებიც დაითხოვა და მხოლოდ ერთი მოახლე დაიტოვა საყიდლებისთვის.

ასე გაატარა თავისი ცხოვრების 35 წელი.

imageელიზა 1865 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით. როგორც ქალაქის მაცხოვრებლები ამბობდნენ: “მისტერ დონიტორის ქალიშვილი გატეხილი გულის გამო გარდაიცვალა".


იხილეთ ასევე:

იდა ვუდი-მილიონერი, რომელიც 30 წელი სასტუმროს ნომერში იმალებოდა

მერი ენ ბევანის ისტორია ანუ როგორ იქცა ლამაზმანი ურჩხულად

ვინაა მწუხარესახიანი პატარძალი?-ტილო, რომელმაც უთანასწორო ქორწინებებს ბოლო მოუღო

0
298
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0