x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115065
  • ვიდეო:354143
  • სურათი:488923
"დაშორებიდან რამდენიმე თვე ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრებიც კი დავიყავით" - გურამ შეროზია ოჯახზე, ურთიერთობებსა და ახალ კლიპზე (ვიდეო)
image


ერთი პატარა ბიჭი იყო, თბილისში ჩამოვიდა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. დღეს გურამ შეროზია მარკეტოლოგი, ასოცირებული პროფესორი, ბლოგერი, მოგზაური და ინფლუენსერია. რამდენიმე დღის წინ გურამმა მესამე სიმღერა ჩაწერა, კლიპის პრემიერაც უკვე შედგა და როგორც თვითონ ამბობს, მომავალში კიდევ აპირებს თავისი დრო სიმღერას დაუთმოს. ყველასთვის საყვარელ ბლოგერსა და მოგზაურს სიმღერაზე, პირად ურთიერთობასა და ხალხისგან წამოსულ კრიტიკაზეც ვესაუბრეთ.


- გურამ, ახალი კლიპის პრემიერაც ვიხილეთ, გილოცავ კიდევ ერთ წარმატებას. როგორი კმაყოფილი დარჩი საკუთარი შესრულებითა და კლიპით?



- კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩანაფიქრი რაც მქონდა, შესრულდა. მინდოდა მეჩვენებინა ცივილური ურთიერთობა, ასევე ის, რომ სიტყვა "მიყვარდა" ასოცირებული უნდა იყოს დადებითთან. ჩემი მთავარი მესიჯი ის არის, რომ ყველაფერი ძვირფასია, რაც ოდესღაც გვიყვარდა. ეს კონკრეტული სიმღერა ჩემს ძველ სიყვარულებს მივუძღვენი და კლიპში ერთ-ერთი მათგანი, ჩემი ყოფილი მეუღლე და სიყვარულის გაგრძელება, ჩემი შვილი გადავიღე.




- ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა, რატომ შეარჩია გურამ შეროზიამ ყოფილი მეუღლე კლიპისთვის?


- სხვები კოჭებს უხვრეტენ ყოფილ ცოლებს და დარჩენილ ცხოვრებას უკონტროლებენ, არ უნდათ, რომ მათ შემდეგ ყოფილი მეუღლის ურთიერთობაში რაიმე ნორმალური მოხდეს. მე ამის წინააღმდეგაც გავილაშქრე. მე იმდენად მეგობრულად ვარ, რომ კლიპშიც გადავიღე.


- უკვე 3 კლიპის პრემიერა შედგა, თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოპულარობა მალიბუსთან შესრულებულმა სიმღერამ მოიპოვა. თავად რომელიმეს თუ გამოარჩევ?


- ვერ შევადარებ სიმღერებს პოპულარობით. ახალი კლიპი ახლახან დაიდო და უკვე საკმაოდ პოპულარულია, ერთ ღამეში ათასობით ადამიანმა ნახა. ამიტომ ესეც საკმაოდ მოთხოვნადი ჩანს. მალიბუსთან შესრულებული სიმღერა პირველი იყო და პირველი ყოველთვის ხმაურიანია ხოლმე. თან ეხებოდა მადლიერების გრძნობას და საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ჩემ მიერ შესრულებული ყველა სიმღერა რაღაც დადებითთან ასოცირდება, ყველაფერს ოპტიმიზმის კუთხით ვუყურებ.


სამივე ძვირფასი, ახლო და ემოციურ თემებზე დაფუძნებულია. ჩემი და ბარბარა სამხარაძის "მომენატრები" არის მარადიულ მონატრებაზე. ადამიანები მუდმივი მონატრების რეჟიმში ვართ. ვმოგზაურობ ხოლმე და ის წარსული დრო მენატრება, მენატრებიან ადამიანები, რომლებიც აღარ არიან; ემიგრანტები, რომლებიც 10 წელია წასულები არიან, მათაც ვიღაც ენატრებათ. როდესაც ელენა გაიზრდება, ვიცი, მისი ბავშვობა მომენატრება. ასე რომ, პოზიტიური თუ სხვა კუთხით მონატრება ყოველთვის თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას. განსაკუთრებით იმ ხალხის, რომლებიც აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობთ... განაგრძეთ კითხვა <<<



0
829
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0