x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სელფი სიკვდილთან ანუ როგორ გადაურჩნენ სიკვდილს ელვის დაცემისას ხის ძირში მდგარი ახალგაზრდები

image არა ბატონებო და ქალბატონებო და ზოგადად მკითხველო, აქ არც ფოტოაპარატის ან ტელეფონის ხარვეზთან გვაქვს საქმე და არც ეგრეთ წოდებულ "კონტრაჟორთან", საქმე გვაქვს სამ ახალგაზრდასთან რომლებიც ელვის დროს ხის ქვეშ იდგნენ და ელვის დაცემის მომენტში სელფს იღებდნენ რაც სურათზეც აისახა.
ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს წესით ელვის დროს ხის ქვეშ, რომ არ უნდა დადგეს.
ელვა ეცემა მაღალ ხეებს და ხდება რამდენიმე ათასი ვოლტის განმუხტვა ხეზე ელვის დაცემის მერე, ელვის დაცემას მოსდევს ხის გაპობა და აალებაც კი ხშირ შემთხვევაში.
ეს სურათი გადაიღეს ბრიტანელებმა, რომლებიც ველოსიპედებით წავიდნენ სასეირნოდ. რეიჩელს, იზაბელს და ენდრიუს სეირნობისას მოუსწრო, როგორც ჩვენთან იტყვიან "კოკისპირულმა" წვიმამ და სამივე იძულებული გახდა ველოსიპედებთან ერთად თავი შეეფარებინა ხისთვის, რაც მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო.
სამეულმა თავის გასართობად გადაწყვიტა გადაეღო სელფი ხის ქვეშ, პირველი კადრი გადაიღეს, მეორე კადრის გადაღებისას უკვე წვიმამ იკლო, მაგრამ ხეს რომლის ქვეშაც იმყოფებოდნენ ახალგაზრდები დაეხა ელვა.
საბედნიეროდ ძირითადი დარტყმა მიიღო ხემ, რომლის გავლისას განიმუხტა უზარმაზარი ენერგია, თუმცა ელვამ ახალგაზრდებიც არ დატოვა "უყურადღბოდ".
შემთხვევით გამვლელმა ახალგაზრდები მრავლობითი დამწვრობით უგონო მდგომარეობაში იპოვა დალეწილი ხის ქვეშ, დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადები რომლებმაც ადგილზ სათანადო დახმარების გაწევის მერე ახალგაზრდები კლინიკაში გადაიყვანა.
საბედნიეროდ ახალგაზრდები გადაარჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იმედია მძიმე განსაცდელი მათ გარგ გაკვეთილად გამოადგებათ და სხვა დროს ხეს არ შეაფარებენ თავს ელვის დროს.

სურათი რომელიც ელვის დაცემამდე გადაიღეს ახალგაზრდებმა.
image
კადრი კლინიკიდან, სადაც გადიოდნენ ახალგაზრდები მკურნალობას.
image

0
79
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79