x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის გამო, შეურაცხყოფილმა ქალმა საშინელება ჩაიდინა

image დიდი ვერაფერი ვაჟკაცობა და ადამიანობაა სოციალურ ქსელში ვინმეს აგინო ან შეურაცხყოფა მიაყენო იმის იმედით-ვერ მომაგნებს და "ხახვივით შემრჩებაო".
არც ქალები ჩამორჩებიან ამ მხრივ მამაკაცებს. ფეისბუქის მომხმარებელმა ქალმა რომელსაც კორექტულად მივუთითე მისი კომენტარები, როგორც ქალს, დედას თუ მეუღლეს რომ არ ეკადრებოდა, ისე დამწყევლა ცრუმორწმუნე, რომ ვყოფილიყავი შავ დღეში ჩავვარდებოდი.
"წყევლა მაწყევარსო" ნათქვამია და მეც გავუტარე შემდეგი კომენტარით: "ყოჩაღ თქვენ"!
რუსი ქალი რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელშნიში ბევრად შორს წავიდა მას შემდეგ რაც ახალგაზრდა თანაქალაქელთან სოციალურ ქსელში კომფლიქტი მოუვიდა.
ალბათ "სოპრანოს კლანის" შემქმნელებს არ მოუვიდოდათ თავში ის საშინელება რაც ამ რუსმა ქალმა გააკეთა (არ შემიძლია ასეთ ქალს ქალბატონი ვუწოდო).
გაბრაზებულმა ქალმა სოციალური ქსელიდან ამობეჭდა ახალგაზრდა ქალის სურათი, სადაც ის საკუთარ ბიჭთან ერთადაა. არა, ჯადო არ გაუკეთებია ბევრად საშინელი რამ ჩაიდინა-იყიდა მორთული სასახლე მიცვალებულისათვის, მიაკრა ამობეჭდილი სურათი, შვილს თვალი გაუხვრიტა და მიცვალებულის სასახლე მიატანინა იმ კორპუსის შესასვლელთან, სადაც ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
თან დაუტოვა შეტყობინება, სადაც ენით აუწერელი სიტყვებით უწყევლის შვილს.
ასეთი საქციელი დასჯადი უნდა იყოს, მეორეს რომ არ მოუვიდეს აზრად მსგავსი საშინელების ჩადენა.
image

0
396
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
396