x
შემზარავი ადგილი სახელად "ჯოჯოხეთის კარიბჭე", სადაც ცეცხლი ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ქრება
image

თურქმენეთში, კერძოდ ყარაყუმის უდაბნოში 70 მეტრის რადიუსის მქონე ორმოს შეხვდებით. ამ ორმოს დერვაზას გაზის კრატერი ეწოდება, თუმცა ადგილობრივები მას "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებს.

საინტერესოა თუ საიდან გაჩნდა ეს ცეცხლი?

1971 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გეოლოგებს დაავალა, რომ გათხრები ეწარმოებინათ, მიზეზი კი ნავთობის მარაგის შესაძლო ზრდა გახლდათ.


ერთ-ერთი ასეთი გათხრის დროს მიწა ჩამოიშალა და ორმოდან ამოსვლა დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო.

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, გეოლოგებმა გენიალური იდეა მოიფიქრეს, კრატერს ცეცხლი წაუკიდეს, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა მათგან მოულოდნელად კრატერში იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობით გაზი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი მათგანი წარმოიდგენდა.

ნახევარ კვირიანი მოლოდინი ნახევარ საუკუნედ გადაიქცა - ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქვრება, სწორედ ეს აქცევს ამ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭედ", მის სანახავად კი ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.




0
290
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0