x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს ტოპ - 7 ყველაზე უჩვეულო რესტორანი, რომელიც თავისი კონცეფციით შოკში ჩაგაგდებთ

image


მოგწონთ უჩველო გარემოში კერძების მირთმევა? მაშინ ეს პოსტი პერსონალურად თქვენთვისაა. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 7 ყველაზე უცნაურ რესტორანს, რომლის მონახულებაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირს.




რესტორანი მდუმარე ადამიანებისთვის, ამერიკა


image


ალბათ, გახსოვთ ცნობილი ანდაზა: "როცა ვჭამ, ყრუ და მუნჯი ვარ". ამ რესტორნის მეპატრონეებმა სწორედ ეს გამონათქვამი გამოიყენეს თავიანთი დაწესებულების მთავარ კონცეფციად. აქ ყველაზე მოურჯულებელი ლაქლაქაც კი საუბარს ვერ შეძლებს. ასეთი დაწესებულების შექმნის იდეა რესტორნის ერთ - ერთ მფლობელს ტიბეტში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა. ის ბუდისტური ტაძრების საოცარი სიმშვიდით იმდენად მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა სწორედ ისეთი ადგილი შეექმნა, სადაც ადამიანებს აბსოლიტურ სიჩუმეში უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეეძლებოდათ.





ნადიმი მიწისძვრის დროს, ესპანეთი


image


გაგიკვირდებათ, თუმცა ადამიანები, ვინც ამ ადგილს სტუმრობს, ფულს მხოლოდ იმისთვის იხდის, რომ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს გემრიელი კერძებით ისიამოვნოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამტვრეული ჭურჭელი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა!




ვახშამი კლდეებს შორის, ჩინეთი


image


კიდევ ერთი საოცარი ადგილი, რომელიც არამარტო ცხარე საკვების, არამედ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებსაც ერთნაირად ხიბლავს. ამ დაწესებულების თავისებურება სწორედ მის ადგილმდებარეობაშია: ის ზედ კლდეებს შორის, ძალიან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს. წარმოიდგინეთ, რა სიამოვნებაა საკვების ამ ულამაზესი პეიზაჟების ფონზე მიღება.




რობოტების რესტორანი, ჩინეთი


image


როგორც უკვე თავადაც მიხვდით, ამ დაწესებულებაში სტუმრებს არა ადამიანები, არამედ რობოტები ემსახურებიან. აი, მათ კი, თქვენი შეკვეთა ნამდვილად არ აერევათ. სამუშაო დღის ბოლოს კი, ამ ჭკვიან მუშაკებს შეუძლიათ ცეკვითაც გაგართონ.





ყინულის რესტორანი, ფინეთი


image


ძალიან თამამი უნდა იყო ადამიანი ყინულის რესტორნის მონახულება რომ გაბედო. დაწესებულება არა სადმე, არამედ ზედ ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს. პერსონალი სტუმრებს მხოლოდ ცივი კერძებითა და ძალიან ცხელი სასმელებით უმასპინძლდება. "ყინულის" რესტორნის ერთ-ერთი საფირმო კერძი არყის ჟელეში ფრინველის ხორცისგან მომზადებული გუფთაა.





რესტორანი - ტუალეტი, ჩინეთი


image


საინტერესოა, რაზე ფიქრობდნენ ამ რესტორნის მეპატრონეები, როდესაც რბილად რომ ვთქვათ, თავში ასეთი უცნაური იდეა მოუვიდათ. წარმოიდგინეთ, რომ იქ სავარძლების ნაცვლად, რბილი უნიტაზებია ფეკალიების ფორმის ბალიშებით. ასეთ გარემოში ენაც კი არ მოგიბრუნდება ვინმეს დროის სასიამოვნოდ გატარება უსურვო.




სადილი სრულ სიბნელეში, ინგლისი


image


ცნობილი ფაქტია, რომ სიბნელეში ჩვენი სხვა გრძნობები კიდევ უფრო მძაფრდება. ალბათ, სწორედ ამან უბიძგა ლონდონის დაწესებულების მეპატრონეს სწორედ ასეთი უჩვეულო რესტორნის გახსნისკენ, სადაც ადამიანები თქვენ წარმიდგინეთ და, სრულ სიბნელეში სადილობენ. ვიზიტორების თქმით, ამგვარ გარემოში თითოეული კერძისა და სასმელის როგორც გემო, ასევე სურნელება სულ სხვანაირად იგრძნობა.













0
200
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
200