x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უეფამ ინგლისის ნაკრები დასაჯა დანიასთან ნახევარფინალური მატჩის შემდეგ
image

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფამ) დასაჯა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) დანიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის გაანალიზების შემდეგ. ამის შესახებ უეფა საკუთარ ვებგვერდზე იტყობინება.



ორგანიზაციამ ინგლისელებს დააკისრა ჯარიმის გადახდა 30 ათასი ევროს ოდენობით.


ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დაისაჯა გულშემატკივრების მიერ ლაზერული მაჩვენებლებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის დანიის ნაციონალური ჰიმნის შესრულების დროს.



შეხვედრა 7 ივლისს ლონდონის უემბლის სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 2: 1 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. გადამწყვეტი გოლი ინგლისელებმა დამატებით დროში პენალტის საშუალებით გაიტანეს.


დანიის მეკარემ კასპერ შმეიხელმა ჰარი კეინის 11-მეტრიანი დარტყმა თავიდან მოიგერია, თუმცა თავდამსხმელმა მაინც შეძლო მოგერიებული ბურთის კარში შეგდება.


როგორც გაირკვა თერთმეტმეტრიანის დარტმამადე ტრიბუნებიდან მეკარე კასპერ შმეიხელს თვალებზე ლაზერული მაჩვენებლი მიუშვირეს.

image

თუმცა თავად მეკარემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ლაზერი მას ხელს არ უშლიდა.



სპეციალისტების და ფეხბურთელების ნაწილი მიიჩნევს, რომ დანიის ნაკრების წინააღმდეგ დანიშნული თერთმეტრიანი დიდ ეჭვს იწვევს, ბევრი იმსაც აღნიშნავს, რომ მაგ დროს მოედანზე მოულოდნელად ორი ბურთი გაჩნდა, თუმცა მსაჯმა რატომღაც არ გააჩერა თამაში.



შეგახსნებთ, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ეს 1966 წლის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე დიდი წარმატებაა, გუნდი პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.


ხვალ 11 ივლისს ლონდონის უემბლის სტადიონზე ინგლისი, პირველად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონობისთვის იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

0
293
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0