x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საფრანგეთმა პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა არ აღიარონ ჩინური და რუსული ვაქცინა

image



ევროკავშირის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ რუსეთში და ჩინეთში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ამის შესახებ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა განაცხადა.







"აუცილებელია, რომ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლითაც ვაქცინირებული იქნება ხალხი, საფრანგეთის ტერიტორიაზე დაშვების უფლება მიეცეს, მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომელთა ეფექტურობაშიც დარწმუნებული ვართ. ამჟამად საფრანგეთში და ევროპაში მხოლოდ ოთხი მათგანია აღიარებული. რიგ სხვა ვაქცინებთან, კერძოდ, რუსულ და ჩინურთან დაკავშირებით, საფრანგეთი პარტნიორ ქვეყნებს ეუბნება: "ფრთხილად იყავით, უარი თქვით ამ ვაქცინებზე." - გავრცელდა France 2-ის არხზე.

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0