x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134404
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
Spawn - ს პ ა უ ნ ი
საინტერესო ფაქტები
image???? სცენა სადაც ჯონ ლეგუიზამო მატლებიან პიცას ჭამს, გადაღების დროს მან მართლაც მიირთვა მატლებიანი პიცა რაც სცენის გადაღების დასრულების შემდეგ მაშინვე გადმოაფურთხა ისინი.

???? რეჟისორად თავდაპირველად ტიმ ბარტონი განიხილებოდა.

???? მაიკლ ჯაი უაიტს, თავისი პერსონაჟი ალ სიმონსი მიმზიდველად მიაჩნდა და ის აღწერდა სპაუნს როგორც „ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი რაც კი კინოინდუსტრიაში შემხვედრია“.

???? თავისი სუპერგმირის კოსტიუმში გამოსაწყობად და გრიმის გასაკეთებლად მას სჭირდებოდა ორიდან ოთხ საათამდე. ყვითელი ლინზები მას თვალებს უღიზიანებდნენ, ნიღაბი კი თავისუფლად სუნთქვაში ძალიან უშლიდა ხელს და მისთვის ძალიან გამომწვევი იყო ასეთ პირობებში როლის თამაში. ამაში კი ძალიან ეხმარებოდა ის გამძლეობა და მოთმინების უნარი რაც საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშის დროს გამოიმუშავა.

???? მარტინ შინმა ამ ფილმში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მას ყოველთვის უნდოდა რომელიმე კომიქსების ფილმში ეთამაშა.

???? ერთ-ერთ სცენაში ჯამბაზი ამბობს „მე არ ვარ ვინდიკატორი, არც ვიქტიმაიზერი და არც ვაპორაიზერი! მე ვარ ვაიოლატორი!“ სპაუნის კომიქსებში არსებობს ჯოჯოხეთში მცხოვრები 5 ძმა: ვაიოლატორი, ვანდალაიზერი, ვაპორაიზერი, ვინდიკატორი და ვაქილატორი.

???? კალიოსტრო ამ ფილმში წარმოდგენილია როგორც სპაუნის მენტორი. რეალურ ცხოვრებაში ის იყო ოკულტისტი 1700-ან წლებში, რომელმაც იმოგზაურა ევროპასა და ეგვიპტეში და საბოლოოდ აღმოაჩინა ოკულტური მასონობა. ის ასევე ითვლებოდა შარლატანად, რომელიც შემდგომში დაპატიმრებული იყო და შემდეგ საერთოდ გაძევებული საფრანგეთიდან, რის შემდეგაც მან ფეხის მოკიდება სცადა იტალიაში და ხელი მიჰყო ერესობას, მაგიას, ეგზორცისტობას და მასონობას. იგი გარდაიცვალა იზოლირებულ საკანში, სან ლეოს ციხესიმაგრეში 1795 წელს.

???? ეშმაკი ამ ფილმში თავის თავს უწოდებს მელბოლჯიას. ეს სახელი გამოყენებულია "დანტეს ღვთაებრივ კომედიაში". თუმცა, ამ სახელში ადგილი უფრო იგულისხმება ვიდრე სუბიექტი. დანტეს ნამუშევარში, მელბოლჯია არის ჯოჯოხეთური ორმოები, რომლებიც ჯოჯოხეთის მეშვიდე კარიბჭეში მდებარეობენ და სადაც დაწყევლილები თავდაყირა არიან მიწაში ჩამარხულები სადაც მწერები მათით იკვებებიან.

???? როდესაც ფილმი 1997 წელს გამოვიდა, იგეგმებოდა ასევე მეორე და მესამე ნაწილის გადაღებებიც, რომლებიც 1998 და 1999 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გეგმები ვერ განხორციელდა. მას შემდეგ ფილმი დღემდე პრე-პროდუქციის ეტაპზეა.

???? „სპაუნი“ იყო ნიკოლ უილიამსონის უკანასკნელი ფილმი, რის შემდეგაც ის დაავადდა კიბოთი და 2011 წელს გარდაიცვალა..

???? კომიქსებში კალიოსტრო არის წვერებიანი პერსონაჟი. ნიკოლ უილიამსონმა კი უარი განაცხადა წვერის ტარებაზე.

???? უესლი სნაიფსი, სნუპ დოგი, ტონი თოდი, დენზელ ვაშინგტონი, კუბა გუდინგ უმცროსი, სემუელ ელ. ჯექსონი, ვინგ რეიმსი, თუფაქ შაკური, ელ ელ ქულ ჯეი და უილ სმიტი განიხილებოდნენ სპაუნის როლზე.

???? ალ სიმონსი ერქვა იმ ადამიანს, რომელიც ტოდ მაქფარლენთან (სცენარის ავტორი) ერთად ოთახში ცხოვრობდა.

???? ალექს პროიასი უნდა ყოფილიყო ფილმის თავდაპირველი რეჟისორი, თუმცა მან მუშაობა ფილმ Dark City-ზე არჩია.

???? ჯამბაზის როლის შესასრულებლად, მსახიობ ჯონ ლეგუიზამოს უწევდა მთელი ფილმის გადაღებების დროს წელში მოხრილს ევლო.

???? რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაიკლ ჯაი უაიტი საერთოდ არ არის ამ ფილმის თაყვანისმცემელი. ის ამბობს: „არ არსებობს არანაირი ჩანაწერი სადაც ვამბობ, რომ სპაუნი მომწონს. მე არასოდეს მითქვამს ის, რომ ეს კარგი ფილმია“.

???? მაიკლ ჯაი უაიტის სიტყვებზე დაყრდნობით, ფილმის პირველი მონტაჟი გაცილებით უფრო სერიოზული ხასიათის იყო, ნაკლები ეფექტებით და ორიენტირებული იყო უფრო მეტად პერსონაჟის ხასიათზე. თუმცა New Line Cinema-მ რეჟისორს უფლება მისცა რაც შეიძლება მეტი ექშენი, ეფექტები და ასევე იუმორიც დაემატებინა და მეტად შემოქმედებითად მიდგომოდა რათა ფილმს უფრო სწრაფი ტემპი შესძენოდა. ხელახალი მრავალი სცენის გადაღებების დროს მაიკლ ჯაი უაიტს ვერ გაეგო საერთოდ რა ხდებოდა.

???? მაიკლ ჯაი უაიტი ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს მართლაც ცეცხლში გაახვიეს.

???? უილ სმიტმა უარი განაცხადა სპაუნზე რათა მონაწილეობა მიეღო ფილმ Men in Black-ში.

???? თავდაპირველად ფილმში ჯოჯოხეთი არ უნდა ეჩვენებინათ. ჯოჯოხეთის ნაცვლად უნდა ყოფილიყო შავი ოთახი. თუმცა შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს იდეა არ გაამართლებდა.

???? ფილმის რიმეიქი უკვე მუშაობის დაწყების სტადიაზეა და სპაუნის როლში ჯეიმი ფოქსი მოგვევლინება.

???? ფილმის ბიუჯეტი: ????45 მილიონი - ????88 მილიონი.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ
0
2
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0