x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ნაჯიბა ნური, ერთადერთი ქალი ავღანეთში რომელიც მაზრის პოლიციის უფროსი და გამოცდილი მებრძოლია

image აშშ-ს, ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების და მათი მოკავშირეების სამხედრო კონტიგენტის შემდეგ როგორც ადრე ვწერდი და მოსალოდნელი იყო "თალიბანი" გააქტიურდა, მისმა მებრძოლებმა ფართობასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს ავღანეთში.
საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მცირე ხანში კი ავღანეთის ტერიტორიის 40%-ზე დაამყარეს კონტროლი.
ავღანეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს თალიბებს, ნაწილი კი უომრად ტექნიკასთან ერთად ბარდება მათ სიცოცხლის შენარჩუნების იმედად.
მართალია ხელისუფლებამ მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოხალისეების მომზადებას და შეიარაღებასაც მიჰყო ხელი, მაგრამ კრახი გარდაუვალია თუ მესამე ძალა არ გამოჩნდა, ვინც ავღანეთის ხელისუფლებას ძალაუფლებას შეუბარჩუნებს სამხედრო ძალის დახმარებით.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი ძალა ახლა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს.
მართალია რუსეთში "თალიბანი", როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ისეა აღიარებული, მაგრამ არა მგონია ახლა რუსეთს იმის სურვილი და რესურსი ჰქონდეს ავღანეთის ხელისუფლების თხოვნის შემთხვევაშიც კი ავღანეთში ჯარები შეიყვანოს და "თალიბანს" ომი გამოუცხადოს.
თალიბები დასახლებულ პუნქტებს მიყოლებით იღებენ, საბჭოთა წარმოების შეიარაღებით მათ შესძლეს (მათთან შედარებით) კარგად შეიარაღებული სამთავრობო ძალების საბრძოლო სულის გატეხვა.
ავღანეთში სამთავრობო ძალების მხრიდან ბოლომდე იბრძოლებს ის კონტიგენტი ვისაც უკან დასახევი გზა არა აქვს, ჩაბარება კი იციან ტანჯვით სიკვდილით, რომ დამთავრდება.
ერთერთ ასეთ მებრძოლ დანაყოფს ხელმძღვანელობს ნაჯიბა ნური, მთელ ავღანეთში ერთადერთი გასამხედროებული პოლიციის უფროსი ქალი გახლავთ, ნაჯიბა მაზრის პოლიციის უფროსია და ამჟამად თავის ხელქვეითებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევს წინა ხაზზე თალიბებს ჯავზანის პროვინციაში.
იმედია დამარცხების შემთხვევაში ეს მამაცი ახალგაზრდა ქალი შესძლებს დროულად დატოვოს ავღანეთი და ხელში არ ჩაუვარდება თალიბებს.
image ამათ ხელში ჩავარდნას, ქალს კი არა კაცს არ ვუსურვებ.

0
483
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
483