x
მტაცებელი და პატარა გოგო - ფოტო, რომელმაც ავტორს სუიციდისკენ უბიძგა
image

ფრინველი პატარა გოგონას ელოდება, რათა ტრიალ მინდორში მისი ტანჯული ცხოვრება დასრულდეს, მტაცებელმა კი ის შეჭამოს. ეს კადრი სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა, კევინ კარტერმა სუდანში მუშაობის პერიოდში გადაიღო, ამ დღიდან მალე კი დეპრესიის გამო თავი მოიკლა.

1993 წელს კევინ კარტერი სამუშაოდ სუდანში წავიდა, ეს ის ადგილია, სადაც ხალხი მასიურად შიმშილობს... აიოდის სოფელთან ახლოს, კარტერმა პატარა გოგონა იპოვა, რომელიც დასასვენებლად ტრიალ მინდორში გაჩერდა, მასთან ახლო-მახლოს კი მტაცებელი ფრინველი იჯდა და მოთმინებით ელოდა...

თურმე გოგონას მშობლები საჭმელს თვითმფრინავიდან ტვირთავდნენ, ამიტომ თავიანთი შვილებისთვის ყურადღება სულ მცირედი დროით ვეღარ დაუთმიათ...


ჩიტი ფრთხილობდა, ის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ელოდა მას, ამ დროს კი ფოტოგრაფმა გადაიღო ცნობილი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და მძიმე კადრად დარჩა.

როგორც აღვნიშნე, იმ პერიოდში სუდანში შიმშილობა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი The New York Times-ს დაუკავშირდა, ამერიკულმა გაზეთმა 1993 წლის 26 მარტს ეს ფოტო გამოაქვეყნა, რის შემდეგაც წამოვიდა კითხვების კორიანტელი, თუ როგორ არის ბავშვი? რატომ არ გადაარჩინა ფოტოგრაფმა ის? და საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა?!

ამ უმძიმესმა კადრმა კარტერის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია, მეტიც, მას არაერთი ჟურნალ-გაზეთი მტაცებლად მოიხსენიებდა.

"ადამიანი, როდესაც ობიექტივს მაშინ ასწორებს, როდესაც ვინმე მის წინ იტანჯება, ისიც ჩვეულებრივი მტაცებელია" - წერდა უცხოური პრესა.

რა თქმა უნდა, მონეტას მეორე მხარე აქვს და ფოტოგრაფი ამბობდა, რომ პატარა გოგონამ დაისვენა თუ არა წამოდგა ფეხზე და სახლისკენ გზა განაგრძო.

1994 წელს პულიცერის პრემია გადასცეს, თუმცა ამ აღიარების თანმდევი მისი ერთის მხრივ მტაცებლური საქციელი გახდა, ამას კი დიდი დეპრესია და საბოლოოდ სუიციდი მოჰყვა.

კევინი იმ ტრაგედიის მაგალითია, რომლის მიღებაც ადამიანს ფოტოს გადაღების მომენტში შეუძლია... ეს ფიქრები მას არ ასვენებდა, არ ასვენებდა ის ტკივილი, რასაც პატარა ბავშვი განიცდიდა... არ ასვენებდა ის ფიქრები თუ როგორ უჭირს ზოგიერთ ადამიანს...

და საბოლოოდ, 1994 წლის 27 ივლისს კევინ კარტერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ფოტოგრაფმა სიკვდილის წინ გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, სადაც ის წერს:

"ძალიან, ძალიან ვწუხვარ. ტკივილი ისე საგრძნობლად აღემატება სიხარულს, რომ სიხარული აღარც არსებობს. დეპრესიაში... უტელეფონოდ... ფული ქირისათვის... ფული ბავშვთა დასახმარებლად... ფული სესხებისათვის... ფული!!!.. შეპყრობილი ვარ მკვლელობების, გვამების, სიბრაზისა და ტკივილის მკვეთრი მოგონებებით... მოშიმშილე ან დასახიჩრებული ბავშვებით, იარაღზე შეყვარებული მანიაკებით, პოლიციით, მკვლელი ჯალათებით... მივდივარ, რომ შევუერთდე კენს, თუ ასეთი იღბლიანი ვარ..."

ტექსტის დაწერის შემდეგ კი კარტერმა თავის პიკაპში გამონაბოლქვის მილს შლანგის ერთი ნაწილი წამოაცვა, მეორე კი ფანჯრის სარკიდან შეაცურა და თავი გაიგუდა...

ასე დასრულდა ერთ დროს დიდებული და ამავდროულად ტანჯული ფოტოგრაფის ცხოვრება...

0
479
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0