x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტები, რომელთა ფასიც შოკში ჩაგაგდებთ

წაარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტებს, რომელთა ფასიც არარეალური შეიძლება მოგეჩვენოთ:

1. ყველაზე ძვირადღირებული სოკო მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებულ სოკოდ ტრუფელი ითვლება, განსაკუთრებით კი იტალიური, 1 კილოგრამი 2000 დოლარამდე ღირს.image

2. ყველაზე ძვირადღირებული ჩაი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ჩაის დაჰუნპაო ჰქვია, რაც ნიშნავს "დიდ მოწითალო მოსასხამს". ამ ჩაის ტიანქსინის მონასტრის მახლობლად მხოლოდ 6 ბუჩქის ფოთლებიდან იღებენ, ეს უნიკალური ბუჩქები კი 350 წლისაა. ყოველწლიურად 500 გრამზე ნაკლებ ჩაის კრეფენ, მზა პროდუქტის ფასი კი 685 000 აშშ დოლარს აღწევს.

image

3. ყველაზე ძვირადღირებული ხორცი

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ძვირადღიტრებული ხორცი იაპონური ვაგიუა. მას მარმარილოს ხორცსაც უწოდებენ. ასეულობით წლბის განმავლობაში იაპონიაში ამ სახეობის საქონელს კვებავენ საუკეთესო ბალახები და დანამატებით, უკეთებენ მასაჟს და ლუდსაც კი ასმევენ. 1 ნაჭრის ფასი 750 $ დან 1000 $ მდე ღირს.image

4. ყველაზე ძვირადღირებული თხილეული

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თხილეული მაკადამიაა. ავსტრალიელი აბორიგენების ძირითადი საკვები, ახლა უკვე გურმანთა საყვარელ სახეობად იქცა. ერთი კილოგრამი მაკადამიის ღირებულება, თუნდაც მის ისტორიულ სამშობლოში, აღემატება 30 დოლარს.image

5. ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა სულაც არ არის შავი და არც იშვიათი ნაცრისფერი. ყველაზე ძვირია Almas, albino beluga ხიზილალა, რომელიც ირანიდან გადის ექსპორტით. 100 გრამი ხიზილალა, შეფუთული, რა თქმა უნდა, სუფთა ოქროს ქილაში, მყიდველს დაახლოებით 2000 დოლარი დაუჯდება.image

6. ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელი არის ზაფრანა. ნამდვილ ზაფრანას ყვავილის მტვრიანადან იღებენ, ნახევარი კილოგრამი სანელებლის მისაღებად, 225, 000 მტვრიანაა საჭირო. ერთი კილოგრამი ზაფრანა დაახლოებით 6000 დოლარი ღირს.image

7. ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი მოჰყავთ ატლანტის ოკეანეში, ნურმუატის კუნძულზე. მინდვრები, სადაც კარტოფილი მოჰყავთ, განაყოფიერებულია მხოლოდ ზღვის მცენარეებით. გამწვანების და მოსავლის აღების ყველა სამუშაო კი მხოლოდ ხელით ხორციელდება. გლეხები წელიწადში 100 ტონა მოსავალს იღებენ, კარტოფილი გასაყიდად იმავე დღეს იგზავნება. 1 კილოგრამი კარტოფილი კი 500 ევრო ღირს.image

8. ყველაზე ძვირადღირებული ზეთი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ზეთი არის არგანის ზეთი. არგანია იზრდება მაროკოში. მისი ამოცნობა ადვილია. ამ ხის ფოთლები ადგილობრივი თხების საყვარელი დელიკატესია. მათ გამო ისინი ხეებზე ასასვლელადაც მზად არიან. ასე რო, თუკი თხას დაინახავთ ხეზე მაროკოში, ის აუცილებლად არგანიას ხე იქნება. ნაყოფს ზეთისხილის ფორმა აქვს. ერთი ლიტრი ზეთი კი 30 კილოგრამისგან მზადდება. 100 მლ ასეთი ზეთის ფასი 250 ევროა.image

9. ყველაზე ძვირადღირებული რძე

თაგვის რძე ყველაზე ძვირადღირებული რძეა მსოფლიოში. მისი ღირებულება ლიტრზე 22, 000 დოლარს აჭარბებს. ერთი ლიტრი ასეთი რძის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 4000 თაგვის რძე. თაგვის რძე გამოიყენება მედიცინაში. მდედრი თაგვები სინთეზირებენ რძეში ადამიანის ცილას - ლაქტოფერონს, რომელიც გამოიყენება უნიკალური ფარმაკოლოგიური პრეპარატების წარმოებაში. თაგვის რძის შემცველი მედიკამენტები აუმჯობესებს ჰემატოპოეზის პროცესს სისხლის გადასხმის შემდეგ.image

10. ყველაზე ძვირადღირებული ყველი

ერთი კილოგრამი ყველი პულე, რომელიც ვირის რძისგან მზადდება, 1, 280 აშშ დოლარი ღირს, რამაც ფერმენტირებულ რძის პროდუქტს საპატიო პირველი ადგილი მიანიჭა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყველის რეიტინგში.image

11. ყველაზე ძვირადღირებული წყალი

პირველ ადგილს კანონიერად იკავებს სუფთა წყაროს წყალი Acqua di Cristallo Tributo a Modigliani. მას სახელი მიენიჭა ცნობილი იტალიელი მხატვრის მოდილიანის საპატივცემულოდ. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კონტეინერის გლუვი ფორმები მონღოლოიდური სახის ფორმის დაფარულია 25 კარატიანი სუფთა ოქროთი. Acqua di Cristallo Tributo a Modigliani არის საფრანგეთის ყველაზე სუფთა წყაროს ნარევი ფიჯის კუნძულებიდან და ისლანდიის მყინვარებიდან წყლის დამატებით. ეს წყალი, უჩვეულოა შემადგენლობითა და დიზაინით, 1.25 ლიტრიანი ბოთლის ფასი 60 000 დოლარი ღირს.image

12. ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადი მსოფლიოში

«Chocopologie by Knipschildt» აშშ-ში იწარმოება, 453 გრამი ეს შავი შოკოლადი 2600 დოლარი ღირს.image

13. ყველაზე ძვირადღირებული წვენი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წვენი - ნონი მზადდება ამავე სახელწოდების ეგზოტიკური ხილისგან, მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. შინდისფერი სქელი წვენი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ხსნის ჰიპერტენზიასა და სტრესს. ნონის ხილი ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში. წვენის კოლოფის ფასი (მასში 4 ერთლიტრიანი ბოთლი შედის ) 200 დოლარიდან იწყება.image













1
819
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
819
  
2021, 14 ივლისი, 23:21
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1