x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
საბოლოო შეურაცხყოფა პრეზიდენტ ბუშსა და ვიცე პრეზიდენტ ჩეინის შორის
imageპრეზიდენტი ჯორჯ ბუში (მარცხნივ) და ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი.


გუშინ ყოფილ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 75 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ "ნიუ იორკ თაიმსის" პიტერ ბეიკერის სტატიას პრეზიდენტ ბუშისა და მის ვიცე პრეზიდენტ ჩეინის ურთიერთობასთან დაკავშირებით.


საბოლოო შეურაცხყოფა ბუშისა და ჩეინის ურთიერთობაში


ჯორჯ ბუში საკუთარი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლიდა, ოვალურ კაბინეტში რუზველტის მაგიდასთან იჯდა და საღეჭ რეზინას ღეჭავდა. იგი ორ იურისტთან ერთად განიხილავდა ლუის სკუტერ ლიბის შეწყალების საქმეს.



- "თქვენი აზრით მან გააკეთა?" - იკითხა ბუშმა

- "კი, " - უპასუხა ერთ ერთმა. "ჩემი აზრით მან გააკეთა."

imageბუშის და ჩეინის პირველი შეხვედრა. 1987 წლის ივნისში ჯორჯ ბუში საკუთარი მამის, ჯორჯ ჰერბერტ ბუშის საპრეზიდენტო კამპანიაში მუშაობდა და შეეცადა დიკ ჩეინისგან, რესპუბლიკური პარტიის მაშინდელი ლიდერისგან მხარდაჭერა მიეღო. ჩეინი ეტყვის რომ არ აპირებს არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას შიდაპარტიულ ბრძოლაში.



2007 წლის მარტში, სკუტერ ლიბი, ვიცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის აპარატის უფროსი, ფედერალური საგამოძიებო უწყებისთვის მოტყუების გამო დააპატიმრეს. ორი თვის განმავლობაში ვიცე პრეზიდენტი ჩეინი პრეზიდენტ ბუშთან აქტიურად ლობირებდა სკუტერ ლიბის შეწყალების იდეას. პირველად ეს მადლიერების დღეზე ახსენა, შემდეგ კიდევ და კიდევ ახალწლამდე. ბოლოს 2009 წლის იანვარში ბუში იმდენად შეწუხდა რომ თეთრი სახლის აპარატის თანამშრომლებთან დაიჩივლა ჩეინისთან ამ თემაზე საუბარი არ მსურსო.


როდესაც ბუში მიხვდა რომ მოდიოდა გადაწყვეტილების მიღების დრო, მან ჰკითხა თეთრი სახლის იურისტებს, რომ თავიდან შეესწავლათ საქმე და გაეგოთ შესაძლო იქნებოდა თუ არა ლიბის შეწყალების გამართლება. იურისტებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე და დაასკვნეს რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.

"მე რომ ნაფიცმსაჯულებში ვყოფილიყავი" - უთხრა ერთ ერთმა პრეზიდენტს, "მათ გადაწყვეტილებას დავეთანხმებოდი კიდეც. კანონს უნდა დაემორჩილო. კანონი კი გარკვევით ამბობს, რომ თუ ფედერალურ გამოძიებას რაიმეს განზრახ მოატყუებ, ესეიგი დამნაშავე ხარ."


საქმე ფესვებს იდგამდა და მოდიოდა 2003 წლის ზაფხულიდან, როდესაც ახალ დაპყრობილ ერაყში ამერიკელებმა ვერ აღმოაჩინეს ის მასობრივი განადგურების იარაღი რომელზეც უთხრეს რომ იქ იქნებოდა. ჯოზეფ ვილსონმა, ყოფილმა ელჩმა გამოთქვა მოსაზრება რომ თეთრმა სახლმა დააიგნორა მასობრივი განადგურების იარაღის არ არსებობის ძირითადი მტკიცებულებები ერაყის დაპყრობამდე თვეებით ადრე. აღნიშნულ მოსაზრებას ვიცე პრეზიდენტი ჩეინი კატეგორიულად უარყოფდა. როდესაც მასმედიამ პირველად გადმოსცა, რომ ვილსონის ცოლი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა, ფედერალურმა გამოძიების ბიურომ გამოძიება დაიწყო რომ გაერკვია ვილსონის ცოლის საიდუმლო აგენტობა არალეგალურად ხომ არ იყო მედიაში გავრცელებული.


ლიბიმ გამომძიებლებს უთხრა რომ აღნიშნული ფაქტი გაიგო "ენ ბი სის" ჟურნალისტისგან ხოლო თავად ამასთან კავშირი არ ჰქონდა. ეს რომ მართალი ყოფილიყო ის სუფთად გამოვიდოდა, თუმცა მას მერე რაც გამოძიება გაგრძელდა და დაკითხეს თეთრი სახლის აპარატში მომუშავე სხვა პირები, ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან და მაშინ აშკარა გახდა რომ ლიბი იტყუებოდა.


"კარგი" თქვა პრეზიდენტმა ბუშმა როდესაც იურისტებმა საქმე ბოლომდე გააცნეს. "ესეიგი ფიქრობთ რომ მან ეს გააკეთა. თქვენი აზრით ვიცე პრეზიდენტს იცავდა?"


"არ მგონია ვიცე პრეზიდენტის დაცვა მისი მოტივი ყოფილიყო." - უპასუხა ერთ ერთმა.


იურისტების აზრით ლიბის არ ეგონა რომ კანონს არღვევდა რადგან კონფიდენციალური წყაროს დასახელება მისი უფლება იყო.


ბუშს იურისტების ვერსიის მაინც არ სჯეროდა. "ჩემი აზრით ის ვიცე პრეზიდენტს იცავდა." და სწორედ ამიტომ ფიქრობდა რომ ჩეინი ახლა სთხოვდა იმ კაცის შეწყალებას, რომელმაც თავად გადაარჩინა.


"ახლა წავალ, ვიცე პრეზიდენტ ჩეინის დაველაპარაკები." - თქვა პრეზიდენტმა ბუშმა. ეს ადვილი საქმე არ იყო. რვა წლის განმავლობაში ადმინისტრაციის ამა თუ იმ წევრებისთვის ცუდი ამბავი ე.ი სამსახურიდან მოხსნის ამბავი ჩეინის მიჰქონდა ბუშის მაგივრად. დღეს კი ამის გაკეთება თავად ბუშს უწევდა, ოღონდ სამსახურიდან მოხსნის თაობაზე არა.


ჯოშუა ბოლტენმა, თეFრი სახლის აპარატის უფროსმა გამოთქვა სურვილი რომ პრეზიდენტ ბუშის მაგივრად თავად გაეკეთებინა ეს.


"არა. მე თვითონ ვეტყვი" - თქვა ბუშმა. თუმცა შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების თქმით ბუში ჩეინისთვის თქმას აჯანჯლებდა.


არავის ახსოვს ჰენრი კისინჯერისა და რიჩარდ ნიქსონის შემდეგ ასეთი ტიპის თანამშრომლობა როგორიც პრეზიდენტ ბუშს და ვიცე პრეზიდენტ ჩეინის ჰქონდა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ.

image11 სექტემბრის თავდასხმის დროს ვიცე პრეზიდენტი ჩეინი თეთრი სახლის ბუნკერიდან მუდმივ კონტაქტზე იყო ფლორიდაში მყოფ პრეზიდენტ ბუშთან.


მათი კოოპერაციით მივიღეთ ორი ჩამოგდებული რეჟიმი - ავღანეთსა და ერაყში, მივიღეთ გუანტანამო ბეი, მასობრივი სატელეფონო მოსმენები, მუდამ ომში ჩაფლული ახლო აღმოსავლეთი და ა.შ.

მაგრამ მიუხედავად ასეთი კოოპერაციისა მათი საბოლოო საათები თეთრი სახლში სკუტერ ლიბის თემაზე კამათს დაეთმო. მიუხედავად იმისა რომ ჩეინი და ბუში ერთად უამრავ დროს ატარებდნენ, ერთად მოგზაურობდნენ, ეცნობოდნენ კონფიდენციალურ დოკუმენტებს და ა.შ. ჩვენ ვხედავთ სრულიად სხვა ტიპის ურთიერთობას ამ ორ ადამიანს შორის. ეს ურთიერთობა განსხვავებულია ნარატივისგან თითქოს ყველაფერზე ბოლო სიტყვა ვიცე პრეზიდენტ ჩეინის ეკუთვნოდა და სინამდვილეში ის იყო პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი ბუში თავის პრეზიდენტობის პირველ წლებში ვიცე პრეზიდენტ ჩეინის აყენებდა "ნომერ ორად" და მის რჩევებს უფრო ითვალისწინებდა ვიდრე სხვებისას, ბოლო წლებში მოხდა 180° გრადუსით შემობრუნება და დაიწყო ჩეინის მარგინალიზაციის პროცესი. პრეზიდენტი ბუში კი აგრძელებდა თავისი უბედო პრეზიდენტობის გზას.


აღსანიშნავია რომ ბუში და ჩეინი არასდროს ყოფილან მეგობრები. მათ არასდროს უნახავთ ერთმანეთი სამუშაო გარემოს გარეთ. ჩეინის არ გაუტარებია არც ერთი დასვენების დღე "კემპ დევიდში".

image

2004 წლის არჩევნებამდე ბუში აქტიურად განიხილავდა ჩეინის შენაცვლების იდეას, თუმცა საბოლოოდ ვიცე პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.


2000 და 2004 წლის არჩევნების ღამეს საინფორმაციოსაც ცალ-ცალკე უყურეს და ერთმანეთს მოგვიანებით სცენაზე გამარჯვების აღსანიშნავად შეხვდნენ. "ისინი პერსონალურად ახლოს არ ყოფილან." - თქვა არი ფლეიშერმა, პრეზიდენტ ბუშის პირველმა პრესსპიკერმა. "ჩეინი ბუშთან ერთად არ ერთობოდა. ის იყო ყველაფერი ის რასაც პრეზიდენტი ბუში ეძებდა ვიცე პრეზიდენტში." - რაც ნიშნავს ვეტერან პოლიტიკოსს ვაშინგტონიდან, რომელიც პირდაპირ მისცემდა რჩევებს.

"ეს უფრო პროფესიული იყო ვიდრე მეგობრული." - მითხრა ჩეინიმ. "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მეგობრები."


ბუშის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა თავი შეიკავა და მათ ურთიერთობას პარტნიორობაც კი არ უწოდა. ჩეინიმ თქვა რომ არასდროს დავიწყებია რომ ვიცე პრეზიდენტია და ყოველთვის ამას უჩვენებდა პრეზიდენტს. ბუში ჩეინის ყოველთვის "დიკს" ეძახდა, ხოლო თავად ჩეინი ბუშს "ბატონ პრეზიდენტს."

ჩეინი სულ რაღაც ხუთი წლით უფროსია ბუშზე, მაგრამ პოლიტიკურად უფრო გამოცდილია და მეტსაც იწონის. ახლო წრეში ბუში ჩეინიზე უფრო პატივს არავის სცემდა. სამთავრობო შეხვედრებზე ადვილი დასანახი იყო თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს - ბუშს მიჰყავდა დისკუსია, სვამდა შეკითხვებს და ა.შ ვიცე პრეზიდენტი ჩეინი კი ჩუმად იჯდა. თუმცა ოთახში ყველა მჯდომი იაზრებდა, რომ როდესაც ისინი ოთახს დატოვებდნენ ჩეინი ბუშს საბოლოო რჩევას, ნებისმიერი ჩარევის გარეშე მისცემდა.

imageჩეინი 2001 წელს ხელს აწერინებს ბუშს "წამების მემორანდუმზე", კონდოლიზა რაისის და კოლინ პაუელის ინფორმირების გარეშე.



"ის ჩვენთვის შავი ყუთი იყო" - მითხრა პიტერ ვეინერმა, თეთრი სახლის ყოფილმა ბიუროკრატმა.

ჩეინი საკუთარი თავისი კრიკიტოსების მიერ საკუთარი თავის წარმოჩენას როგორც "ყველაფრის მაკონტროლებელ ბნელ არსებას" და "რეალურ პრეზიდენტს" უბრალოდ დასცინოდა. გენერალი რიჩარდ მეიერსი აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება - "ის რომ ვიცე პრეზიდენტი ჩეინი პრეზიდენტი ბუშის მაკონტროლებელი რაიმე იყო უბრალოდ სასაცილოა. ის აქტიური ვიცე პრეზიდენტი იყო, თუმცა ალფა მამაკაცი თეთრ სახლში პრეზიდენტი იყო."

მაგრამ ჩეინის თანდათან მოეწონა რეპუტაცია რომელიც შეიძინა. ერთხელ მისი მეგობარი, დევიდ ჰუმი ხუმრობით მიესალმა: "ჰეი დიკ! დღეს რომელი პატარა ქვეყანა დაბომბე?" ჩეინიმ სწრაფად უპასუხა - "იცი ეგ რაღაც მართლა მიყვარს ჩემს საქმეში." ერთხელ მისი აპარატის თანამშრომლება "გალაქტიკის ომებიდან" შავ ლორდს შეადარეს და ნიღაბიც კი მოუტანეს, რომელშიც სურათიც კი გადაიღო. ჩეინის აღნიშნული სურათის მემუარებში ჩადება სურდა, მაგრამ ცოლმა ლინმა ამოაღებინა.

"მე ვარ ბოროტი გენიოსი რომელიც საკუთარი კუთხის სოროდან გამოსული არავის უნახავს? კაცმა რომ თქვას კარგი გზაა სამუშაოდ" - იხუმრა ერთხელ ჩეინიმ.


ჩეინი ბუშის ყველაზე ახლო მრჩეველი იყო და მათ შორის ფაქტობრივად არ ყოფილა შემთხვევა რომ შეუთანხმებლად ემოქმედათ.

image2003 წელს პრეზიდენტ ბუშს გადასცეს ინფორმაცია სადამ ჰუსეინის ადგილმდებარეობაზე. ბუშმა ბრძანა რომ ყველას დაეტოვებინა ოთახი ჩეინის გარდა. ვიცე პრეზიდენტმა პრეზიდენტს ურჩია აუტორიზაცია მიეცა სამხედროებისთვის და დაეწყო ომი ერაყში.


ჩეინი უდავოდ ყველაზე გავლენიანი და აქტიური ვიცე პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. თავად როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ერთ დროს პრეზიდენტობის ამბიციის მქონე ვეტერანი პოლიტიკოსი ახლა მთლიანად იმაზე იყო ფოკუსირებული რომ ბუშის პრეზიდენტობა წარმატებული გაეხადა. სანაცვლოდ კი მან ბუშისგან მიიღო წვდომა ყველა შეხვედრაზე, დოკუმენტზე, გადაწყვეტილებაზე და ა.შ რაც საკმაოდ განასხვავებდა ჩეინის წინა ვიცე პრეზიდენტებისაგან. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საკუთარ ვიცე პრეზიდენტს ორჯერ შეხვდა ინაუგურაციის შემდეგ. 2002 წელს როდესაც ვიცე პრეზიდენტ ჩეინის შეეკითხნენ თუ რამდენჯერ შეხვდა პრეზიდენტ ბუშს, მან კალენდარს დახედა და უპასუხა - "სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი. შვიდჯერ შევხვდი." თქვა მან. "დღეს" დაამატა მეტი კონტრასტისთვის.

image2000 წლის ზაფხულში ჩეინის ბუშმა ვიცე პრეზიდენტობა შესთავაზა. "კაცი რომელსაც მე ვეძებდი ახლა ამ მაგიდასთან ზის" - უთხრა ბუშმა ჩეინის ტეხასის რანჩოზე.


ბუშმა ჩეინი ვიცე პრეზიდენტად 2000 წელს საკუთარი გამოუცდილებლობის დასაბალანსებლად აირჩია. 11 სექტემბერის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ბუში კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ჩეინი ოპერირებდა თავდაცვის მინისტრ და ძველ მეგობარ დონალდ რამსფელდთან ერთად. ისინი ჯერ კიდევ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დამეგობრდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მოგვიანებით რამსფელდი იტყვის - "ჩეინი არასდროს მოსულა ჩემთან და არ უთქვამს აი ახლა ამას გავაკეთებთ ახლა იმას." ეს იმიტომ რომ რამსფელდის და ჩეინის აზრები ფაქტობრივად ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდა და მათ ნავებიც მუდამ ერთ ნავსაყუდელში ეყენა.

პრეზიდენტობის მეორე ვადისას როდესაც თეთრი სახლი მუდამ კრიტიკის ქვეშ იყო ერაყში არ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის გამო, (რამაც განაპირობა მისი დაპყრობა 2003 წელს) ბუში ჩეინის სულ უფრო და უფრო დაშორდა და უფრო მეტად სახელმწიფო მინისტრს, კონდოლიზა რაისს ენდობოდა. არავის არ ჰქონია ისეთი ურთიერთობა პრეზიდენტ ბუშთან როგორც სახელმწიფო მინისტრს. რაისი მასთან არა მარტო მუშაობდა არამედ საუბრობდა სპორტზე, სადილობდა მასთან და მის ცოლთან, შაბათ კვირას კემპ დევიდში ატარებდა და ა.შ. ერთხელ ეპას ადმინისტრატორ ქრისტინე თოდს რაისმა უთხრა -"შემიძლია ხელებზე დავითვალო ის დღეები როდესაც პრეზიდენტს არ შევხვედრივარ ბოლო სამი წლის განმავლობაში." თოდმა დაამატა -"კონდოლიზას ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება არ ჰქონდა. ეს იყო მისი სამუშაოც და პირადი ცხოვრებაც."


ბუში ცდილობდა საკუთარი პრეზიდენტობის აღდგენას რომელის იმიჯი ადმინისტრაციის მიერ 11 სექტემბერის თავდასხმაზე აგრესიული რეაგირებით დაზიანდა. "ჩვენ ბევრი ჭურჭელი დავამტვრიეთ" (გამოთქმა) - თქვა კონდოლიზა რაისმა. "ასე არ შეიძლება ზოგგან საჭიროა დიალოგი. დიალოგია საჭირო ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან. საჭიროა შეთანხმების და კონსენსუსის მიღწევა. არ მგონია ვიცე პრეზიდენტი ჩემს მოსაზრებას იზიარებდეს. ჩემი აზრით ის გააგრძელებდა ჭურჭლის დამტვრევას."

image2006 წელს პრეზიდენტმა ბუშმა ვიცე პრეზიდენტ ჩეინისთან ყოველგვარი განხილვის გარეშე გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. "ეს ჩემი დისკუსიისთვის ღია არ ყოფილა" - თქვა მოგვიანებით ჩეინიმ.


საბოლოოდ, 2006 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა რომ თავდაცვის მინისტრი და ჩეინის ძველი მეგობარი რამსფელდი უნდა გაეთავისუფლებინა ადმინისტრაციიდან, ამან გამოხატა პირველი ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის. ბუშს ვიცე პრეზიდენტ ჩეინისთვის არც უკითხავს რჩევა და პირდაპირ გააცნო საკუთარი გადაწყვეტილება. "ეს ჩემი დისკუსიისთვის ღია არ ყოფილა" - თქვა მოგვიანებით ჩეინიმ. ჩეინიმ მოახერხა და შეინარჩუნა ნაციონალური უსაფრთხოების ის ძირითადი სტრუქტურა რომელიც თავად ააგო და რომლის არქიტექტორი თავად იყო. როდესაც მათ მთავრობა დატოვეს, პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს შორის უკვე არსებობდა გრძელი სია საკითხებისა რომელზეც ვერ თანხმდებოდბენ. ბუში თანახმა იყო წასულიყო კომპრომისზე კონგრესთან, დაეწყო საერთაშორისო დიალოგი, გაეთავისუფლებინა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ციხეები, მოეწერა ხელი ერაყის დატოვებაზე და ა.შ და ა.შ. ვიცე პრეზიდენტი ჩეინი ამ ყველაფერს აღიქვამდა როგორც ღალატს იმ პრინციპებისა რომელსაც ერთ დროს პრეზიდენტ ბუშთან იზიარებდა.

და შემდეგ მოხდა სკუტერ ლიბის შეწყალების დრამა.


ბარაკ ობამას ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა თეთრი სახლში დაპატიჟა ყველა ყოფილი პრეზიდენტის აპარატის უფროსები რომ რჩევა მიეცათ ახლად არჩეული პრეზიდენტ ობამას აპარატის უფროსისთვის - რამ ემანუელისთვის. საბოლოოდ სულ 16 აპარატის უფროსი იყო ცოცხალი, მათ შორის ვიცე პრეზიდენტი ჩეინი, რომელიც თეთრი სახლის აპარატს ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას, 70-იან წლებში ხელმძღვანელობდა. "რაც არ უნდა გააკეთო" - დაიწყო ჩეინიმ, "დარწმუნდი რომ ვიცე პრეზიდენტი საკუთარ ადგილზეა მოსმული".

მაგრამ თავად ვიცე პრეზიდენტი ჩეინი არ იჯდა საკუთარ ადგილზე. როდესაც ბუში ჩეინის თხოვნებით შეწუხდა, მაშინ უთხრა რომ კონტროვერსიულ შეწყალებებს ბოლო დღეებისთვის შემოინახავდა. ჩეინი ლიბის შეწყალებას უყურებდა როგორც სამართლიანობის აღსრულებას რადგან ორიგინალურად მედიაში ვილსონის ცოლის აგენტობის ამბავი ადმინისტრაციის სხვა წევრის, კოლინ პაუელის მოადგილის წყალობით გავრცელდა, ხოლო ლიბი კი იმიტომ ისჯებოდა რომ აღნიშნულ ფაქტზე მოიტყუა და ორიგინალურ წყაროდ "ენ ბი სის" ჟურნალისტი დაასახელა.

პრეზიდენტი ბუში ამ დროს ყველა მხრიდან ზეწოლას გრძნობდა. მეგობრები, ნათესავები, ყველა აწუხებდა თხოვნით რომ შეეწყალებინა ესა თუ ის პიროვნება. როდესაც პრეზიდენტმა ერთ-ერთი ბრალდებული შეიწყალა, მედიაში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია რომ შეწყალებამდე ბრალდებულის მამამ ბუშის რესპუბლიკურ პარტიას ათასობით დოლარი შესწირა.


დადგა დრო რომ პრეზიდენტ ბუშს ვიცე პრეზიდენტ ჩეინისთვის ცუდი ამბავი ეთქვა და 2009 წლის 15 იანვარს ჩეინი ოვალურ კაბინეტში დაიბარა.

ბუშმა ჩეინის პირდაპირ უთხრა რომ არ აპირებდა ლიბის შეწყალებას. "დაჭრილ კარგ კაცს ტოვებ ბრძოლის ველზე." - უპასუხა ჩეინიმ. ეს იყო პიკი იმ დაძაბულობისა და კულმინაცია რაც ამ ორ კაცს შორის წლების განმავლობაში გროვდებოდა.

image"დაჭრილ კარგ კაცს ტოვებ ბრძოლის ველზე"


ბუში და ჩეინი დღეს ერთმანეთს სხვადასხვა პანაშვიდებზე ან ვაშინგტონის წვეულებებზე ნახულობენ. როდესაც ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნაზე ისაუბრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კონდოლიზა რაისმა, ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ჩეინისთვის როლი გახსნაზე არ ყოფილა. საპრეზიდენტო ცენტრში ჩანდა პირველი ლედის ფოტოები, თეთრი სახლის აპარატის უფროსის ვიდეოები, კონდოლიზა რაისის და სხვა ადმინისტრაციის წევრების გამოსვლების ვიდეოები. ვიცე პრეზიდენტ ჩეინის კვალი კი ფაქტობრივად არ ჩანდა.


სტატია ნათარგმნია "ნიუ იორკ თაიმსიდან".

0
141
შეფასება არ არის
ავტორი:ჯემალი ქერჩაძე
ჯემალი ქერჩაძე
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0