x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორ გაუსწორდა სტალინი ესესელს, რომელმაც მისი შვილი მოკლა
image






დიდი სამამულო ომის შემდეგ, 2 მილიონმა გერმანელმა სამხედრო ტყვემ მიიღო მონაწილეობა სსრკ განადგურებული ეროვნული ეკონომიკის აღდგენაში. მათი შრომა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა 1950 წლამდე, შემდეგ გერმანელებს ნელნელაა მიეცათ სახლში წასვლის უფლება. ბოლო 14 ათასი ადამიანი 1956 წელს გერმანიაში გაემგზავრა, მაგრამ რამდენიმე სამხედრო ტყვე სხვადასხვა მიზეზების გამო კვლავ საბჭოთა კავშირში დარჩა.







2014 წელს მსოფლიო მედია აღშფოთდა ყოფილი ესესელის ამბით, რომელიც, სავარაუდოდ, სულ 69 წელი იჯდა საბჭოთა და რუსეთის ციხეებში. სტალინის პატიმარის გერმანელი რეინჰარდ კუნცის ამბავის კანონიკური ვერსია გამოჩნდა ExtremeNews.com–ზე, შემდეგ ის აიტაცეს გამოცემებმა, როგორიცაა Postimees (ესტონეთი), Tiroler Tageszeitung (ავსტრია) და სხვებბა.







ამ ცნობების თანახმად, 1945 წელს კუნცი მონაწილეობდა ბერლინის ბრძოლაში "ჰიტლერის ახალგაზრდების" მე –12 სატანკო დივიზიის ესესელებთან ერთად. მაშინ ის მხოლოდ 14 წლის იყო. წითელ არმიაში რეინჰარდ კუნცს არ ექცეოდნენ როგორც ჩვეულებრივ მებრძოლს, არამედ, როგორც კრიმინალს.








საბჭოთა გამოძიებამ, სავარაუდოდ, გაარკვია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა იოსებ სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის მკვლელობაში ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ამის შესახებ შეიტყო რა სახალხო ბელადმა, ბრძანა, რომ რეინჰარდ კუნცი მუდმივ პატიმრობაში ყოლოდათ. მას შემდეგ, იგი არაერთხელ გადაიყვანეს ერთი გამოსასწორებელი დაწესებულებიდან მეორეში. ვერც სსსკ XX ყრილობამ და ვერც საბჭოთა კავშირის დაშლამ გავლენა ვერ მოახდინა ყოფილი ესესელის ბედზე.







84 წლის კუნცი გაათავისუფლეს მხოლოდ 2014 წლის ივლისში. ევროპული მედია ციტირებს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც გერმანელის გათავისუფლებას "კეთილი ნების ჟესტი უწოდა. ზემოხსენებული ამბავი ბევრ კითხვას წარმოშობს. რისთვის შეიძლება ნასამართლევი ყოფილიყო კუნცი, თუ თავად იაკობ ჯუღაშვილი ჩავარდა მაღალი ძაბვის მავთულხლართბში,? ესესელმა როტენფიუერერმა კონრად ჰაფრიხმა ესროლა სტალინის ვაჟს, მაგრამ იაკობი გარდაიცვალა არა დაზიანებებისგან, არამედ ელექტრული დენის მოქმედებისგან. გარდა ამისა, ისინი მსახურობდნენ ესესის ჰიტლერის ახალგაზრდულ განყოფილებაში 17 წლიდან, მაგრამ არა 12 წლიდან.








მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ შეცდომა მოხდა კუნცის ასაკთან დაკავშირებით, საეჭვოა, იგი საერთოდ ყოფილიყო საქსენჰაუზენში. ესესის "ჰიტლერის ახალგაზრდობა" ტანკებით იბრძოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტებზე და საკონცენტრაციო ბანაკს არ იცავდნენ.







დაბოლოს, რუსულ პრესაში არ არსებობს ცნობები რაინჰარდ კუნცის შესახებ. თუ პატიმრის გადაყვანა ნამდვილად მოხდა, მაშინ ეს მოხდა სრული საიდუმლოების ატმოსფეროში. შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთმა დასავლურმა მედიამ ამ ამბავს და ინფორმაციის წყაროს სრულად არასანდო უწოდა.. მართლაც, ფაქტები მიუთითებს, რომ იგი თავდაპირველად გამოქვეყნდა World News Daily Report- ში (ამჟამად არ არის გამოქვეყნებული ვებგვერდზე).






ეს მედია სპეციალიზირებულია სატირული ყალბი ამბებით მთელს მსოფლიოში. თუმცა, იმავდროულად, ცნობილია სიბერემდე პატიმრების რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამხედრო ტყვეები ომიდან მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. მაგალითად, უნგრელი თომა (თომას) ანდრაში, რომელიც ტყვედ ჩავარდა, გაგიჟდა. ალბათ ახალგაზრდა ჯარისკაცმა ვერ გაუძლო, რომ მის გარშემო ბევრი იღუპებოდა. 1947 წელს, როდესაც 22 წლის ანდრაშის საქციელი სრულიად არაადეკვატური გახდა, იგი სამხედრო საავადმყოფოდან გადაიყვანეს კიროვის რაიონის ქალაქ კოტელნიჩის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.






აქ მას მწვავე შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. როდესაც უნგრელი ტყვეები სამშობლოში დაბრუნდნენ, ყველამ დაივიწყა ანდრაში. ჯარისკაცმა 55 წელზე მეტი გაატარა სსრკ-ში. ის ძლივს ლაპარაკობდა რუსულად, ისწავლა მხოლოდ სიტყვა "ნუ ყვირი": ასე ეუბნებოდა თომასი იმ სანიტრებს, რომლებიც მას უყვიროდნენ. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა უნგრეთის წითელი ჯვრის საშუალებით სცადა ცნობები მოეგროვებინა თავისი პაციენტის შესახებ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ კოტელნიჩში მცხოვრები სლოვაკის წყალობით, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და უნგრული ენა იცოდა, ანდრაშის ბედით დაინტერესდა ჯერ რუსული, შემდეგ კი უნგრული პრესა.





ამის შემდეგ, 2000 წელს, უნგრელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ძმის მეუღლემ მიიღო იგი. მაგრამ ავსტრიელი ფრანც შტეგი ტყვეობიდან არ დაბრუნებულა სხვა მიზეზის გამო. მან ბედი ბელორუს გოგონას დაუკავშირა და შტეგის თანხმობის გარეშე დაარეგისტრირეს, როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქე. ვერმახტის ყოფილი ჯარისკაცი ავსტრიაში მხოლოდ 2002 წელს დაბრუნდა.

0
572
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0