x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბოლო 24 საათის განმავლობაში თალიბებთან ბრძოლაში დამარცხებული და ბრძოლის ველიდან გაქცეული ავღანეთის არმიის 1000-ზე მეტმა მებრძოლმა ტაჯიკეთს შეაფარა თავი

image აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთის ეტაპობრივი დატოვების შემდეგ თალიბებმა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები განახორციელეს ავღანეთის რესპუბლიკის სამთავრობო ჯარების მიმართულებით, "თალიბანის" მებრძოლები უკვე დაახლოებით ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებენ რაც მოკლე ვადაში არცთუ პატარა წარმატებაა "თალიბანისათვის".
როგორც მოსალოდნელი იყო სამთავრობო არმიის დანაყოფები ან გარბიან ბრძოლის ველიდან ან ტყვედ ბარდებიან ტექნიკასთან ერთად და ამით სიცოცხლეს ინარჩუნებენ.
თუმცა არიან ისეთი დანაყოფები, რომლებსაც უბრალოდ უკან დასახევი არა აქვთ "თალიბანთან" ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების გამო, როგორც წესი ასეთებს თალიბები სიკვდილით სჯიან.
11 სექტმბერს იწურება ბოლო ვადა ავღანეთიდან აშშ და ალიანსის ჯარების გაყვანისათვის, ავღანეთს კი ისევ სასტიკი და დაუნდობელი სამოქალაქო ომი ემუქრება.
ავღანეთში მცხოვრები ტომებიდან ყველა არ მიესალმება "თალიბანის" დაბრუნებას, შესაბამისად ბრძოლა ამ ტომებსა და თალიბანის დანაყოფებს შორის გარდაუვალია.
რაც შეეხება ავღანელი სამთავრობო ძალების სამხედროების გადასვლას ტაჯიკეთში!
თალიბების მიერ შევიწროებულ სამთავრობო ჯარების მებრძოლებს ტაჯიკმა მესაზღვრეებმა გაუღს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ტაჯიკეთში შეუშვეს.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ მებრძოლებში აუცილებლად იქნებიან ეთნიკურად ტაჯიკებიც.
ასევე უზბეკეთშიც გადავიდა ავღანელი სამხედროების შედარებით მცირე ჯგუფი.
ტაჯიკეთში გადასული ავღანელი სამხედროების ყველაზე დიდი ჯგუფიქალაქ ხოროგთან გადავიდა, ჯგუფი 312 მებრძოლისაგან შესდგებოდა.
ასევე დარვოზის რაიონში ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარი 213 მებრძოლისაგან შემდგარმა ჯგუფმა გადაკვეთა.
ტაჯიკეთის სასაზღვრო ჯარების პრეს-სამსახურის განცხადებით, "მათ ტაჯიკეთში გადასვლის ნებართვა მისცეს 1037 ავღანელ მებრძოლს რათა მათ თავი გადაერჩინათ თალიბებისაგან".
"თალიბანის" გააქტიურების პარალელურად ავღანეთის ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და მოხალისეებისათვის იარაღის დარიგება დაიწყო.

0
293
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
293