17 გავრცელებული კლიშე ცნობილი ფილმებიდან, რომელიც იმდენად ხშირად მეორდება, რომ უკვე მოსაბეზრებელია
ხომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალ ფილმს ვუყურებთ, მასში კი ისეთი სცენებია, რომლებიც თითქოს უკვე გვინახავს და მეორდება:
1. ყოველთვის, როდესაც განაწყენებულები არიან ნაყინს ჭამენ- რატომაც არა? სტრესისთვის მშვენიერი საშუალებაა, ისევე როგორც სხვა რაიმე ტკბილეულის ჭამა.
2. გენიოსები, მაგრამ აუტანლები- ხშირ შემთხვევაში, ფილმებში ან სერიალებში ნაჩვენები გმირები უბრალოდ აუტანელი ხასიათის არიან, ასოციალურები, რომლებიც მუდმივად სარკაზმით შემოიფარგლებიან.
3. ურთიერთობას არკვევენ მაშინ, როდესაც მსოფლიოა გადასარჩენი- გასაოცარია, რამდენი დრო აქვთ გმირებს კრიზისის დროს სასიყვარულო ურთიერთობის გასარკვევად, ზოგმა დაქორწინებაც კი მოასწრო!
4. ციხიდან გარბიან ჩვეულებრივი სამაგრის საშუალებით- სერიოზულად, სად გინახავთ პატიმრები, რომლებიც ბორკილებს ქაღალდების ჩვეულებრივი სამაგრით იხსნიან, შემდეგ კი მარტივად გარბიან ციხიდან?
5. აფეთქებების შემდეგაც კი, გმირები ნაკაწრის გარეშე რჩებიან- ალბათ, მთავარი გმირი 30-ე სართულიდანაც რომ გადმოვარდეს, არაფერი დაემართება. კიდურების მოტეხვას ხომ საერთოდ ვერ გრძნობენ, თავისით ისწორებენ ხოლმე.
6. ქურდობა არასდეს არ არის შეცდომის გარეშე- ხან თოკი უნდა გაწყდეს, ხან დაუპატიჟებელი სტუმრები უნდა შევიდნენ ოთახში, მაგრამ უცხო პირის ყოფნას ვერასოდეს ახერხებენ, ისინი ხომ ყოველთვის ან ჭერზე არიან აკრულნი, ან მაგიდის ქვეს იმალებიან.
7. გაქცევის დროს რატომღაც ჰარამხანაში ვარდებიან- თუკი სიუჟეტი სადმე აღმოსავლეთში ვითარდება, მთავარი გმირი აუცილებლად სახლების სახურავებზე ირბენს, შემდეგ კი შემთხვევით ჰარამხანაში ჩავარდება და ქალების გარემოცვაში ამოჰყოფს თავს.
8. ბოევიკებში მთავარ გმირებს აუცილებლად ყველანაირი ტრანსპორტის მართვა უნდა შეეძლოს- წყალქვეშა ნავი უამრავი სენსორითა და ღილაკებით? რა პრობლემაა, 5 წუთში მაგასაც ისწავლის.
9. ჩხუბობენ ყველაფრით, რაც კი ხელში მოხვდებათ- უნდა ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესო სანახავია პერსონაჟი, რომელიც ჩვეულებრივი ფანქრით ჩხუბობს.
10. ძველი საწარმო ბოროტმოქმედების საყვარელი ადგილია- რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ საწარმოებს დაცვის სისტემა აქვს, ასევე მორიგე დაცვის წევრებიც...
11. პოლიციის გამომძიებლები ყოველტვის იდეალურად გამოიყურებიან- იდეალური ვარცხნილობა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, მაშინაც კი, თუკი საქმეზე დილის 4 საათზე იბარებენ.
12. გარეგნობა უცვლელი რჩება მაშინაც კი, როდესაც წლობით კომაში არიან- ყოველთვის, როდესაც კომასი მყოფ გოგონას აჩვენებენ, მას სუფთა თმა, ერთგვაროვანი კანის ფერი და მოვლილი ფრჩხილები აქვს.
13. გამომძიებლები დანაშაულის ადგილას ყოველთვის მაღალქუსლიანებით, ხელთათმანების გარეშე დადიან- ლაბორატორიაში ალბათ აცალკევებენ საკუთარ თმას და ნაკვალევს დამნაშავის ნაკვალევისგან.
14. მამა შვილების საუკეთესო მეგობარი ხდება აპოკალიფსის დროს- ხშირად, ამგვარი სიუჟეტის ფილმში მთავარი გმირი ცოლს გაშორებული მამაკაცია, რომელსაც შვილებისთვის თითმის არასოდეს სცალია, თუმცა ფილმის ბოლოს რატომღაც ოჯახს ძალიან უმეგობრდება.
15. ტიპიური ბოროტმოქმედი ქალი ფენტეზის ჟანრში- თუკი მთავარ გმირს ბოროტ ალქაჯთან ან დედოფალთან უწევს შებრძოლება, ის აუცილებლად მიმზიდველი ქალი უბნდა იყოს, იდეალური მაკიაჟით, ძლიერი, რომელსაც ხმლით ბრძოლა კარგად შეუძლია.
16. კოსმოსში ბრძოლა ყოველთვის ეფექტურია- აფეთქებები, მასშტაბური სპეცეფექტები ამ ჟანრის განუყოფელი ნაწილია.
17. მდიდარ მამაკაცს აუცილებლად კეთილი, ღარიბი გოგონა უყვარდება- მდიდარი, სიმპათიური მამაკაცი ხვდება სასტუმროს დამლაგებელს ან კაფეში მომუშავე ღარიბ გოგონას და მაშინვე თავს კარგავს.