x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები თავისუფლების ქანდაკების შესახებ

ფაქტი № 1. თავისუფლების ქანდაკება სპილენძის არის (უფრო სწორედ, სპილენძის ფირფიტებით არის დაფარული). მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლი შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდების აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.


image


ფაქტი № 2. ერთი შეხედვით, 1884 წელს გადაღებულ, ამ ფოტოზე, განსაკუთრებული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავისუფლების ქანდაკების კონსტრუქტირება ნიუ-იორკში კი არა, პარიზში ხდება. «ქალბატონი თავისუფლება», ვიდრე ნიუ-იორკში ჩავიდოდა, ჯერ პარიზში და ფილადელფიაში ნახეს.


image


ფაქტი № 3. ლეგენდის თანახმად, თავისუფლების ქანდაკება ფრანგ მოქამდაკეს ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდის 1870 წელს ხილვასავით გამოეცხადა, როდესაც ის ნიუ-იორკის ყურეში ცურავდა. ამერიკაში მისი გეგმა მეტისმეტად ამბიციურად და საოცნებოდ მიიჩნიეს, მაგრამ საფრანგეთში გადაწყვიტეს, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა ამერიკის რევოლუციის (1775–1783 წწ.) იუბილესთვის.

1876 წელს, ფილადელფიაში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 100 წლისთავისთვის, ქანდაკებაზე მუშაობა ისევ გრძელდებოდა და ბარტოლდმა ამერიკაში, ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე, ქანდაკების მხოლოდ ნაწილი – ჩირაღდანი და ხელი გაგზავნა. ხოლო, მონუმენტის დანარჩენ ნაწილებზე მუშაობა გუსტავ ეიფელთან ერთად გააგრძელა.


image


ფილადელფიაში ქანდაკების ნაწილის პრეზენტაციიდან – ნიუ-იორკში, მის საზეიმო გახსნამდე, 10 წელი გავიდა. 1884 წელს ქანდაკებაზე მუშაობა დასრულდა და ის პარიზელებს აჩვენეს. ხოლო შემდეგ, 350 ნაწილად დაშალეს და 214 ყუთში მოათავსეს. 1886 წლის ოქტომბერში, აშშ-ს ყველაზე ცნობილმა სიმბოლომ, ლიბერტი-აილენდზე დაიკავა საკუთარი ადგილი.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კვალი, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში
2. ურბანული ჯოჯოხეთი – ჩვენი სამყაროს ბნელი მხარე (22 ფოტო)
3. გადაამაოწმეთ, შეცდომას ხომ არ უშვებთ? — შხაპის მიღების დროს, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
4. მეცნიერებმა დინოზავრების დაღუპვის ახალი ვერსია გააჟღერეს
5. ხრიკები, რომელიც სახლის დალაგებას ამარტივებს და უფრო ხარისხიანს ხდის
6. სრული სიმართლე ტყუპი–კოშკების აფეთქების შესახებ


0
388
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0