x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"სააკაშვილი არის ლაჩარი და ინსტიქტიც დაჩლუნგებული აქვს" - ნახეთ, რაში ადანაშაულებს თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილ პრეზიდენტს

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე რადიკალების მიერ თბილისი "პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმურება და ამ ყოველივეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომელმაც მისივე თქმით, 2013 წელს, 17 მაისის გამართვის უფლება ეჭვქვეშ დააყენა. ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჩაგრულის გვერდით დგომის ღირსება რომ გააჩნდეს, ის ახლა მათ გვერდით იდგებოდა: "სააკაშვილი არის ლაჩარი და არასოდეს დაუდგება გვერდში უმცირესობას. ინსტიქტიც დაჩლუნგებული აქვს და ყავლგასული საზომით ზომავს პრაგმატულობას. ეს გასაგები გახდა 2013 წელს, როდესაც 17 მაისის გამართვის უფლება დააყენა ეჭვქვეშ. მას რომ ჩაგრულის გვერდით დგომის ღირსება და ღირებულებები გააჩნდეს, ერთად ვიდგებოდით" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს დიდი დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ. ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებსაც მიაყენეს. დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.










0
606
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
606