x
გასული თვის ულამაზესი ფოტოები - ემოცია, სილამაზე და რაც მთავარია წითური კატა
ივნისის თვეში ევრო 2020-ის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ტურნირში მონაწილეობას არა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები, არამედ გამორჩეული ფოტოგრაფებიც იღებდნენ. გთავაზობთ, გამორჩეულ ფოტოებს არამხოლოდ ფეხბურთიდან, არამედ სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

4 ივნისი - კრიკეტის შეხვედრის ყურებით მოწყენილი კატა

image

5 ივნისი - როჯერ ფედერერი "როლან გაროსის" სახელობის ტურნირზე


image

6 ივნისი - ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე მაქს ფერშტაპენს საბურავი გაუსკდა, რომ არა ეს ფაქტი ის პირველ ადგილზე გადიოდა კონკრეტულ დაპირისპირებაში

image

11 ივნისი - ევრო 2020-ის გახსნა

image

12 ივნისი - თვის ყველაზე ემოუციური მომენტი - დანიელი ფეხბურთელებმა კრისტიან ერიკსენს წრე შემოარტყეს, რათა ფოტოგრაფებმა ფოტოები არ გადაუღონ. შეგახსენებთ, ამ დღეს კრისტიანმა მოედანზე უგონოდ დაეცა, ექიმები მის გადარჩენას კი საკმაოდ დიდი ხანი ცდილბოდნენ.

image

12 ივნისი - მთელმა მსოფლიომ ამოისუნთქა

image

13 ივნისი - ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრები ინგლისთან მარცხის შემდეგ.. მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ მსოფლიოს ვიცე ჩემპიონები 1/8 ფინალურ ეტაპზე გავლენ და ესპანეთს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევენ.

image

14 ივნისი - ფორსბერგი, ოლსენი და ლარსონი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ

image

14 ივნისი - ეს ადამიანი ობობის ქსელი არაა, შოტლანდიელი მეკარე დავიდ მარშალი პატრიკ შიკის ზღაპრული გოლის შემდეგ

image

16 ივნისი - რუსეთის ნაკრების გულშემატკივარი

image

16 ივნისი - უესლის ლიდერი გარეთ ბეილი ფეხბურთელების შეგულიანებას ცდილობს

image

16 ივნისი - დღე, როდესაც იტალია მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს

image

16 ივნისი - ისინი გულშემტკივარს გულს არ უცრუებენ, ყველაზე მეგობრული ნაკრები

image

19 ივნისი - 100%-იანი დასწრება ბუდაპეშტში (ევრო 2020)

image

19 ივნისი -ამერიკის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება, პირველ ათლეტს აშკარად უყვარს იყოს გამორჩეული

image

21 ივნისი - თვალებში ამოკითხული ემოცია, იგორ დივეევი დანიასთან 1:4 მარცხის შემდეგ

image

22 ივნისი - შოტლანდიელი გულშემატკივრები ხორვატიასთან გამართულ შეხვედრას უყურებენ, მათი საყვარელი ნაკრები ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა

image

23 ივნისი - სიკვდილის ჯგუფის ბოლო ტური! ბუნებამ "ალიანს არენას" თავზე შესანიშნავი ულამაზესი ხედი გადაშალა

image

23 ივნისი - ევრო 2020-ის ჩრდილში მოქცეული კოპა ამერიკა. ნეიმარი მწვანე თმით

image

24 ივნისი - 1993 წლის შემდეგ პირველად "მონრეალი" ჩემპიონია

image

27 ივნისი - ნიდერლანდელი გულშემატკივრები ბუდაპეშტში. ამ ქვეყანას უყვარს ფეხბურთი

image

27 ივნისი - პირველი დიდი სენსაცია კონტინენტის პირველობაზე. ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ემოციები ნიდერლანდების კარგი გატანილი გოლის შემდეგ

image

28 ივნისი - მოდით წამით გავიხედოთ უიმბლდონისკენ, ის უბრალოდ დიდებულია

image

28 ივნისი - უკან ევრო 2020-ისკენ. მიკელ ოიარზაბალი ტრიბუნიდან გადმოგდებულ ჭიქას გაოგნებული უყურებს

image

28 ივნისი - საინტერესოა როგორ შევხედავთ ამ ფოტოს 10 წლის შემდეგ? იმოქმედებს გადამწყვეტ მომენტში გაფუჭებული პენალტი მბაპეს კარიერაზე?

image

28 ივნისი - მაგრამ იან ზომერსა და მის თანაგუნდელებს ეს ნამდვილად არ ადარდებთ. მათ მსოფლიოს ჩემპიონი გამოთიშეს!

image

28 ივნისი - ტანვარჯიშის ვარჯიში სამხრეთ ამერიკულად

image

29 ივნისი - Tour de France დაიწყო, როგორც ყოველთვის ის ყველასგან გამორჩეულია

image

29 ივნისი - სიხარულის ცრემლები, 36 წლის ბრიტანელი მარკ კავენდიში მე-4 ადგილის დაკავების შემდეგ

image

29 ივნისი - სერენა უიმბლოდნზე გამოვიდა, ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანი წავიდა, თუმცა წავიდა დიდებული!

image

29 ივნისი - ლონდონის მეორე კუთხეში ინგლისელები გერმანიის დამარცხებას და მეოთხედფინალში გასვლას ზეიმობენ.

image

29 ივნისი - ტომას მიულერმა უმნიშვნელოვანესი მომენტი გააფუჭა.. ორმხრივი ემოციები მოედანზე

image

29 ივნისი - ზინჩენკო ღრიალებს, უკრაინა შვედეთს უგებს და მეოთხედფინალში გადის

image

ეს გახლდათ ივნისის თვეში გადაღებული ფოტოები, ევრო 2020 ივლისის თვეში დასრულდება, ნამდვილი ემოციები კი იქ გველოდება

0
279
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0