x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პროდუქტები, რომლებსაც თქვენი მოკვლა შეუძლიათ

image
დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი საკვები უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის? საქმე იმაშია, რომ ბევრი პროდუქტის არასწორად გამოყენების გამო, შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, ან საერთოდაც, სიკვდილი გამოიწვიოს:

1. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინი — ზეთოვანი მცენარეა რძიანასებრთა ოჯახის. ზეთიც სწორედ მისგან მზადდება. ის ასევე შეიცავს რიცინს, რაც ადამიანისთვის ტოქსიკურია. სულ რაღაც აბუსალათინის თესლის 8 მარცვალია საჭირო ადამიანის მოსაკლავად.image

2. რვაფეხა

საშიში მისი ცოცხლად ჭამაა, რაც ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია. ის საცეცებით შეიძლება მიეკროს საყლაპავის კედლებს, ეს კი თავისთავად გაგუდვას გამოიწვევს.image

3. ქლიავი

ქლიავი ჯანსაღი ხილია და სეზონზე თითქმის ყველა სუფრაზე გვხვდება. ამასთან, ქლიავის ხის ნაყოფი შეიცავს ციანოგენურ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება გადაიქცეს ციანიდად.image

4. არაპასტერიზირებული თაფლი

ნედლი თაფლი შეიძლება შეიცავდეს გრანოტოქსინს, რომელიც იწვევს ღებინებას და თავბრუსხვევას. თაფლი მკაცრად აკრძალულია ჩვილებისთვის.image

5. კასავა

კასავას ფესვი, რომელსაც აფრიკის და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა მიირთმევს, შეიცავს ლინამარინს. ეს ნივთიერება ტოქსიკურია ადამიანისთვის და შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ღებინება და გრძელვადიანი სისუსტე. სწორი თერმული დამუშავების დროს, ლინამარინი ნადგურდება, თუმცა მცირედი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.image

6. არაქისი

არაქისი ყველაზე გავრცელებული ალერგენია. ტიპიური სიმპტომებია ჟანგბადის უკმარისობა და გასიება. საჭირო დახმარების გარეშე მან შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს.image

7. ალუბალი

ალუბლის კურკები შეიცავს ჰიდროციანმჟავას (ან ციანიდის წყალბადს) - უკიდურესად ტოქსიკურ ნივთიერებას.
image

8. თევზი ფუგუ

იაპონიაში ეს თევზი დელიკატესად ითვლება, მაგრამ თევზის მომზადებამდე მზარეულმა სპეციალური მომზადება უნდა გაიაროს, რადგან თევზი შეიცავს ძლიერ ნეიროტოქსინს. აზიაში ყოველწლიურად 100 ადამიანი იღუპება მის გამო. image

9. ანწლი

ანწლის ფოთლები ციანიდს შეიცავს, ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე ნახარშების მომზადების დროს.image

10. გარგარი

თვითონ ნაყოფი აბსოლუტურად უსაფრთხოა, აი მისი კურკა საზიანო ნივთიერებებს შეიცავს.image

11. პომიდორი

პომიდვრის ფოთლები შეიცავს გლიკოალკალოიდს, მომწამვლელ ნივთიერებას. დაიმახსოვრეთ: პომიდორი თამბაქოს ნათესავია. უბრალოდ არ ჭამოთ მისი ფოთლები.image

12. მწარე ნუში

სინამდვილეში, ნუში არ არის თხილი. ეს არის თესლი. ნედლი მწარე ნუში შეიცავს ციანიდს. ტკბილ ჯიშებში შხამი არ არის. ტოქსინის მოსაცილებლად ნუშს თერმული დამუშავება სჭირდება, რადგან ლეტალური შედეგისთვის 10 თესლიც საკმარისია.image

13. უმი ხორცი

ტარტარის და კარპაჩოს მოყვარულებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს. უმი ხორცი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას, სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში კი სავალალო შედეგიც შეიძლება მივიღოთ.image

14. სოსისი

მიუხედავად იმისა, რომ სწორად მომზადებული სოსისი სულაც არაა საზიანო, ჰოთ დოგები აშშ-სა და ევროპაში ძალიან ხშირადაა ბავშვებში დახრჩობის მიზეზი.image

15. კარტოფილი

სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ კარტოფილის ფოთლები შხამიანია. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად აზიაში, ამაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ, ამიტომ კარტოფილის ფოთლების ნახარშით ხშირად იწამლებიან.image

16. ვაშლი

თავად ვაშლი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მაგრამ კურკა შეიცავს ციანიდს და სხვა მავნე ნივთიერებებს. მათში მავნე ნაერთების რაოდენობა უმნიშვნელოა, მაგრამ მისმა რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. კიდევ ერთი კარგი ამბავი, იმისათვის, რომ შხამის დოზა მოხვდეს ორგანიზმში, კურკა უნდა დაიჭყლიტოს, რადგან მისი გარსი არ იშლება კუჭის წვენში.image

17. დარიჩინი

დარიჩინი რა თქმა უნდა სასარგებლოა, აი მისი ფხვნილის შეყნოსვამ კი შესაძლოა ასფიქსია გამოიწვიოს.image

18. კვერცხი

არავითარ შემთხვევაში არ ღირს უმი კვერცხის მიღება. მასში შეიძლება სალმონელა იყოს.image








0
384
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0