x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვინ იყო მამაკაცი,რომელმაც 14 წლის წლის გოგონა გადაარჩინა,თვითონ კი მტკვარში დაიხრჩო

image

"შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე....
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან !
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, უფლებადამცველი ლაშა მესხი.
image

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი, შოთა ქარსელაძე დაიხრჩო. ის მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის გოგონას გადასარჩენად შევიდა. გოგონა გადარჩა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0
165
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0