x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როცა სილამაზე ქალის სასჯელია: "ისეთი მადის აღმძვრელი გაგაჩინე, მეც ნერწყვი მადგება პირზე"

image


ძალიან ლამაზი, საოცრად სექსუალური გამომეტყველების ქალი ქორწილში მიწვეული ერთ-ერთი სტუმარია. "როგორც წესი" კაცები მისით ინტერესდებიან და მოსვენებას აღარ აძლევენ – აშტერდებიან, იწვევენ საცეკვაოდ და ასე შემდეგ. იგი ტოვებს ადგილს, გადაჯდება ცნობილ ტრავმატოლოგ გიორგი გაბუნიასთა და თავს აყრდნობს.

-როგორაა საქმეები ლამაზო?- ეკითხება ტრავმატოლოგი.
მოწყენილი და ცოტა ნასვამი ქალი პასუხობს:
-კაი ერთი, ნეტა სულ არ ვიყო ლამაზი, ვინ დამწყევლა. არ ჯობდა ჩვეულებრივი გარეგნობა მქონოდა. მომკლა ამ კაცების უაზრო მოშტერებამ, ასე მგონია ჩემი ჩაყლაპვა უნდათ.
- რას იზამ?! ალბათ, ბუნებამ ინება და ამგვარი სასჯელი მოგივლინა. ისე, კრავივით რომ მომადექი, ბუდა კი არ ვარ?



იგავი, რომელიც საუკუნის წინ დიდმა ინდოელმა რაბინდრანათ თაგორმა უამბო დიდ ევროპელს რომენ როლანს.

ერთხელ ყოვლისშემქმნელ ბუდასთან მიბაკუნდა პატარა კრავი, თავი მიაყრდნო და ცრემლები გადმოყარა: "რატომ გამაჩინე ასეთი უსუსური, ყველა მე დამდევს, ყველას – მგელს, დათვს, მელას, ადამიანს ჩემით პირის ჩატკბარუნება უნდა".

ბუდამ მრავლისმეტყველად გაუღიმა, მიეფერა და უთხრა:

"რა ვქნა, ჩემო საყვარელო, მეცოდები, მაგრამ შემთხვევით ისეთი მადის აღმძვრელი და გემრიელი გაგაჩინე, ჩემს გვერდით რომ ხარ, მეც ნერწყვი მადგება პირზე".



0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0