x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბრაზილიელ გოგონას ეფექტური პოზების მიღებაში მშობლები ეხმარებიან
imageგოგონას გულშემატკივრების მთელი არმია ჰყავს სოციალურ ქსელში და ეს ძირითადად მისი მამის და დედის დამსახურებაა. ისინი არა მხოლოდ მხარს უჭერენ მის გატაცებას, არამედ თავად ეხმარებიან მას, რომ აირჩიოს ყველაზე ხელსაყრელი პოზები.


21 წლის ბრაზილიელმა თეოდორა მოუტინიომ მრავალმილიონიანი ფანების არმია შეიძინა ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი გზით - სოციალურ ქსელებში სექსუალური ფოტოების განთავსებით. მაგრამ მისი ამ საკითხისადმი მიდგომა ოდნავ განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული სტანდარტისგან, რადგან ფოტოების გადასაღებ ადგილებს, რაკურსებს და პოზებსაც კი გოგონას მშობლები ირჩევენ.

image

მოდელის თქმით, ის დედ-მამას სურათების გადაღებას არც კი სთხოვს, რადგან ისინი საკითხს მთელი სერიოზულობით უდგებიან. ფოტოსესია შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში გოგონას ათობით პოზის შეიცვლა მოუწიოს.


image

"ჩემი მშობლები ყველგან მიღებენ: სანაპიროზე, ქუჩაში, სახლში. როგორც კი დედა ნახავს საინტერესო ლოკაციას, მაშინვე ვაწყობთ იქ გადაღებებს. მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალზე მორცხვი ადამიანია, ის მზად არის ყველას თვალწინ ასფალტზე გაწვეს კამერით ხელში, რათა კარგი რაკურის შეარჩიოს"-ამბობს თეოდორა მოუტინიო.

image

თეოდორას მამა ასევე პროცესის აქტიური მონაწილეა. ზოგჯერ ის მხოლოდ ფოტოსურათით არ კმაყოფილდება და "ტიკტოკისთვის" მასთან ერთად ვიდეოს ამზადებს.

image

"მე და მამაჩემი სპორტდარბაზში დავდივართ. ფიტნესის მთელი კონტენტი მისი ნამუშევარია. სანამ ვარჯიშობ, ის საუკეთესო რაკურსს პოულობს და სოციალური ქსელისთვის მიღებს სურათებს"-ამბობს თეოდორა.

image

თეოდორას მეგობრები აღიარებენ, რომ მათი მშობლები არასდროს მისცემენ უფლებას მათ სოცქსელში განათავსონ ასეთი ფოტოები. მაგრამ თეოს გაუმართლა: დედა და მამა მზად არიან თავიანთი ქალიშვილი ყველაფერში დაუჭირონ მხარი.

image

"მას ყოველთვის სურდა რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. როდესაც მან სოციალური ქსელისთვის კონტენტის გაკეთება დაიწყო, მეც ჩავერთე და ვეხმარებოდი. მე ვამაყობ მისით! ის ნამდვილად ცდილობს და ამიტომ იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს."-თეოს დედა.

image

"მისთვის ფოტოგრაფია ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ გვიყვარს ერთად დროის გატარება" თეოს მამა.

image

ყველაზე ცხელი ფოტოსესია, რაც მშობლებმა თეოსთვის გააკეთეს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. გოგონა იხსენებს, რომ სურათების სერია შობას მიეძღვნა და ყველაზე მოღიავებული იყო ბოლო პოსტი, როდესაც მკერდი "კინაღამ ამოუვარდა".

image

2
893
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
893
  
2021, 22 ნოემბერი, 14:26
სამარცხვინო ოჯახი!
2021, 14 ნოემბერი, 23:31
რამდენი ხორციააააააააა???
0 1 2