x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ნატოს" და მისი მოკავშირეების გასვლისთანავე ავღანეთი დაემსგავსება დენთის კასრს, რომლის ირგვლივ უკვე დაანთო ცეცხლი "თალიბანმა"

image ავღანეთი რომლის მოსახლეობა შარშანდელი მონაცემებით შეადგენს 39 270 000 ადამიანს და რომლის ტერიტორიაც გახლავთ 652 864 კვადრატული კილომეტრი, დასახლებულია ტომებით რომელთა შორის ომი საუკუნეებს ითვლის.
1978 წლიდან ავღანეთი იქცა მსოფლიო მნიშვნელობის კომფლიქტის კერად, სადაც საბჭოთა ჯარების შესვლის დღიდან დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს ბოლო არ უჩანს.
საბჭოთა ჯარების გასვლის მერე მოჯაჰედებმა ჩამოაგდეს საბჭოთა კავშირისადმი ლოიალური და საბჭოეთის მიერ ხელდასხმული პრეზიდენტი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.
ქვეყანა დაიყო საველე მეთაურებს შორის, რომლებიც საკუთარ რეგიონებს აკონტროლებდნენ, ასევე აკონტროლებდნენ ნარკო ტრანზიტს ავღანეთიდან.
ყოფილი საველე მეთაურის, სხვა საველე მეთაურებთან შედარებით თანამედროვე აზროვნების აჰნად შაჰ მასუდის აფეთქების მერე ქვეყანა ისევ ანარქიამ და ქაოსმა მოიცვა, ქვეყანა ხელში ჩაიგდო ჯერ ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ალ ქაიდა", რომელიც ახალმა მძლავრმა გასამხედროებულმა მოძრაობამ "თალიბანმა" ჩაანაცვლა, "თალიბანმა" ცეცხლითა და მახვილით დაიწყო უსასტიკესი მეთოდებით ქვეყნის მართვა, დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების ვანდალური დანგრევა (ერთერთი ასეთი ძეგლი გახლდათ ბუდას უზარმაზარი ქანდაკება). ქვეყანაში შემოიღს შარიათის კანონები.
ავღანეთი იქცა ტერორიზმისა და ნარკოტიკების იმპორტიორ ქვეყნად, რასაც აშშ და "ნატო" დაუპირისპირდა მოკავშირეებთან ერთად, "თალიბანი" გაძევებულ იქნა ქვეყნის ძირითადი ნაწილიდან, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდა (თუ მოიყვანეს) ასე თუ ისე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, შეიქმნა ძალოვანი უწყებები რომელთა დანაყოფების მომზადებას აშშ-მ და ალიანსის სხვა ქვეყნებმა მოკიდეს ხელი.
დაიწყო ავღანური სამხედრო დანაყოფების შეიარაღება, "თალიბანი" იძულებული გახდა ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის, რომლის თანახმადაც ის წყვეტდა პარტიზანულ ომს და ტერაქტებს ალიანსის წევრი ქვეყნების და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ.
შეთანხმების მიუხედავად ტერაქტები დიდად არ შემცირებულა, სამწუხაროდ საბრძოლო მოქმედებებს და ტერაქტებს ქართული კონტიგენტის მებრძოლების სიცოცხლეც შეეწირა, რამდენიმე ათეული სამხედრო კი დასახიჩრდა.
ახლა კი აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, ალიანსის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებით დაიწყო აშშ-ს, ალიანსის წევრი ქვეყნების და მათი მოკავშირეების გაყვანა.
ჯარების გაყვანა აპრილის თვეში დაიწყო და 11 სექტემბერს დასრულდება.
სწორედ ამით ისარგებლა "თალიბანმა" და სწრაფი ტემპებით დაიწყო ალიანსის დანაყოფების მიერ დატოვებული ტერიტორიების აღება, მათ შესძლეს და შტურმით აიღეს ავღანეთ-ტაჯიკეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ქალაქები, დაამყარეს კონტროლი ტაჯიკეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო ზოლზე.
სამთავრობო ჯარები ხშირ შემთხვევაში თალიბებს უომრად ბარდებიან, თან სამხედრო ტექნიკასაც ტოვებენ.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ავღანეთიდან.

image
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150