x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
5 ყველაზე გავრცელებული მითი ვაქცინაციაზე-ებრაელი ექიმი
image

მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ექიმმა ისრაელიდან, ბორის ბრილმა სოციალური ქსელით განმარტა ყველაზე გავრცელებული მითები ვაქცინაციის გარშემო, თან დოქტორმა დასძინა, რომ " იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ კვლევებით და არა ხალხის მოსაზრებით, დაე თუნდაც ეს იყოს მაღალი რანგის აკადემიკოსის აზრიც"




მითი პირველი : ვაქცინაციის შემდეგ მაინც შეიძლება დაინფირდეთ, რაც ნიშნავს რომ ის არაეფექტურია. მაგრამ არც ერთ სამკურნალო საშუალებას არ აქვს ასპროცენტიანი ეფექტურობა. ” რა გარანტია შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ სახლიდან გახვალთ და ფეხს არ მოიტეხთ? ამიტომ, ვაქცინაციის შემდეგ, გარკვეული ხანი თქვენ კვლავ დაგჭირდებათ პირბადის ტარება და ხელების ხშირად დაბანა. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ იმის გამო, რომ აცრის დროს შესაძლოა უკვე დაინფიცირებული მიხვედით ან ვაქცინაციის პუნქტში ადგილზე დაინფიცირდით ”, - ამბობს ბრილი.


მითი მეორე: ვირუსი მუტაციას განიცდის, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინა ნაკლებად ეფექტური ხდება. ეს არ არის ასე . ”ვირუსი, როდესაც ადამიანის სხეულში მოხვდება, ის სპეციალური "ეკალის" ფორმის წამონაზარდით ცდილობს უჯრედში შეაღწიოს . ვაქცინა იცავს ზუსტად იმისგან, რომ ამ "ეკალმა" ვერ შეძლოს უჯრედზე ჩაჭიდება. სწორია, როცა ვამბობთ, ვირუსი მუტაციას განიცდის, მაგრამ თავად ეკალი-პროტეინი მუტაციას გაცილებით ნაკლებად და გაცილებით დიდხანს განიცდის.ასე, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩვენ გვაქვს ეკალი-პროტეინის ანტისხეულები.სწორედ ეს გვიცავს ინფექციისგან და ეს იძლევა 95% ეფექტურობას, ”- ამბობს ექიმი.


image

მითი მესამე: ვაქცინამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ რამდენიმე წელიწადში... და ეს არის სრული აბსურდი. ბრილიმ ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინისთვის იყენებენ აქამდე შესწავლილ ნივთიერებებს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ხვდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გზით(მათ შორის წამლების სახით)და აქ ახალი არაფერია.

”ასეთი რამ არ ხდება, რომ აცრა გაიკეთოთ და ამ ნივთიერებებმა იმოქმედოს თქვენზე რამდენიმე წლის განმავლობაში. ისინი იშლება და ორგანიზმიდან იდევნება 48–72 საათის შემდეგ, "-განაცხადა ექიმმა.



მითი მეოთხე: ვაქცინაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეპროდუქციულ სისტემაზე. ”ახლა მსოფლიოში 1, 8 მილიარდი ადამიანია აცრილი, მათ შორის უკვე ასობით და ათასობით ორსულიცაა, ისინიც ფეხმძიმედ არიან და ყველაფერი კარგად მიდის . ვაქცინა გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე , - აღნიშნა ბრილმა და დასძინა , რომ არ არსებობს რაიმე მტკიცბეულება, რომელიც დაადასტურებს ვაქცინის გავლენას რეპროდუქციულ სისტემაზე.



მითი მეხუთე : ხალხს ეშინია, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ინფექცია მხოლოდ გაძლერდება ანტისხეულების რაოდენობის ზრდის გამო. ექიმის თქმით, ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია.

0
230
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0