x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელმა ინჟინერ-პროგრამისტმა "Microsoft"-ს 10 მილიონზე მეტი დოლარი მოპარა "Xbox"-ის მეშვეობით

image უკრაინელ ვლადიმერ კვაშჩუკს 2020 წლის ნოემბერში მიუსაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, კომპანია "Microsoft"-ში ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობისას 10 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვისათვის.
მას ასევე დაეკისრა 8, 7 მილიონი დოლარის გადახდა კომპანიისათვის (დანარჩენი ფული მისი თქმით უკვე დახარჯა და მის დაბრუნებას ფიზიკურად ვერ შესძლებდა).
უკრაინელმა ინჟინერ-პროგრამისტმა, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა კომპანიის ფუნქციების ტესტირებისას შეამჩნია შეცდომა და ამ შეცდომით სარფიანადაც ისარგებლა.
კვაშჩუკმა, რომელიც სასაჩუქრე ბარათებს ამოწმებდა შეამჩნია რომ
"Microsoft Store" ნამდვილ კოდებს იძლეოდა. ჩაატარა რა დაურეგისტრირებელი ტრანსაქცია მან მიიღო კოდი რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა მაღაზიებში ხარჯების დაფარვა.
სასაჩუქრე ბარათი "Xbox" –ესაა გასაღები რომელიც შედგება 25 ასოს თუ ციფრისაგან, რომელიც აქტივაციისას ციფრულ მაღაზიებში მფლობელის საფულეს ავსებს. სისტემაში აღმოჩენილი შეცდომის შესახებ უკრაინელმა პროგრამისტმა არ აცნობა კომპანიის ხელმძღვანელობას, მეტიც მან დაიწყო კოდების გენერირება სათავისოდ.
როგორც კი კომპანიის სპეციალისტებმა დააფიქსირეს სოლიდური თანხის დაფიქსირება, ეგრევე დაიწყეს გადინების მიმართულების ძებნა, მათ მიაგნეს აქაუნთს საიდანაც ხდებოდა კოდების გენერირება.
უკრაინელი პროგრამისტი იმდენად გაერთო ადვილი ფულის შოვნით, რომ არც კი უფიქრია საკუთარი კვალი დაეფარა ან წაეშალა.
შედეგმაც არ დააყოვნა, კომპანიის სპეციალისტმა-პროგრამისტებმა დაადგინეს, რომ ფულის გამტანი უკრაინელი ინჟინერ-პროგრამისტი გახლდათ.
დაკავებისას მას წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სრულად აღიარა დანაშაული რისთვისაც მას სასჯელი შეუმსუბუქეს და 9 წლით შეუზღუდეს თავისუფლება, ამასთან ერთად მას მოუწია 8, 7 მილიონი დოლარის დაბრუნებამ კომპანიისათვის, დანარჩენი ფული მან მისი თქმით დახარჯა და ვერც საგამოძიებო ჯგუფმა ნახა მის ანგარიშებზე ფიქსირებული თანხები (თუმცა ვინ იცის არაა გამორიცხული ასეთი დონის პროგრამისტს ეს სიტუაციაც გაეთვალა და სულაც სხვის ანგარიშზე "დაებინავებინა" დანარჩენი ფული).
სასჯელის მოხდის შემდეგ უკრაინელის დეპორტაცია მოხდება უკრაინაში.


0
98
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98