x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
იშვიათი ისტორიული ფოტოსურათები, რომლებსაც პირველად ნახავთ

image


ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ის ვერსად გაექცევა. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს: რა მოხდა, როგორ ან რატომ? ამ კითხვებზე პასუხებს ყველგან ვეძებთ და მანამდე ვერ ვისვენებთ სანამ მათზე სწორ პასუხებს ვერ ვპოულობთ. სპეციალურად, განსაკუთრებული ცნობისმოყვარეებისთვის შევარჩიე იშვიათი, ისტორიული საარქივო კადრები, რომელიც ცოტა ხნით წარსულში დაგაბრუნებთ და ბევრ საინტერესო კითხვაზეც პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ.




ადოლფ ჰიტლერი საპატიო ყარაულის თვალიერებისას, ბერლინი, გერმანია, 1934 წლის 12 სექტემბერი.


image


მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიელმა ბიჭუნამ საჩუქრად ახალი ფეხსაცმელები მიიღო, ნახეთ, რა ბედნიერია...


image



დოროთი ქაუნთსი - პირველი ფერადკანიანი გოგონა ამერიკაში, რომელმაც სიარული "თეთრების" სკოლაში დაიწყო. ფოტოზე ცხადად ჩანს "Charlotte’s Harry Harding High School"- ის საშუალო სკოლის მოსწავლეები თუ როგორ დასცინიან და აბუჩად იგდებენ მას მხოლოდ იმის გამო რომ გოგონას მათგან განსხავავებული კანის ფერი აქვს, 1957 წელი.

image


NASA– ს მეცნიერები და მათი ცნობილი დაფა, 1961 წელი.


image



"მე ვამაყობ ჩემი გეი შვილით", ნიუ-იორკი, 1974 წელი.


image



ჟურნალი "Life" მკითხველს სწორად კოცნის ხელოვნებას ასწავლის...


image


მარათონის მორბენლები პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ათენში გაიმართა.



image


"სპეციალიზებული" საეკლესიო სანთლები: გულის პრობლემების შემთხვევაში - გულის ფორმის სანთელი ინთება, ხელის ტკივილისას - კი ხელის და ა.შ.. ნიუ იორკი.


image


ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლი - გოგონა.


image


დოლფ ლუნდგრენი გრეის ჯონსთან ერთად.



image


დრიუ ბერიმორი სუმოისტის მკლავებში, 1995 წელი



image


ენტონი ჰოპკინსი ბრიტანეთის არმიის რიგებში, 1957-1959 წლები.


image


ერნესტ ჰემინგუეი კატალონიის ფრონტის ხაზზე, სახალხო არმიის მე -11 დივიზიის მე -5 პოლკის, 1-ლი შერეული ბრიგადის ჯარისკაცთან ერთად, 1938 წლის 5 ნოემბერი.


image



ახალგაზრდა ერნესტო ჩე გევარა, 1938 წლის 5 ნოემბერი.


image


ფეი დანავეი ფილმ "ქსელში" შესრულებული დაიანა კრისტენსენის როლისთვის მიღებული "ოსკარის" შემდეგ.


image



ინდიელი, ნევადაში ახლად აშენებულ ტრანსკონტინენტურ რკინიგზას გაჰყურებს, 1868 წელი.


image


ვიეტკონგელი მებრძოლი - ქალი, 1972 წელი.


image


კირკ და მაიკლ დუგლასები, 1969 წელი.


image



მსახურებით გარშემორტყმული კორეელი არისტოკრატი, 1900 წელი.


image


მიკ ჯაგერი 29 წლის იუბილის აღნიშვნისას, 1972 წლის 26 ივლისი.


image


მობილური ტელეფონი "Bell Labs"- ი ორმხრივი კავშირით, 1924 წელი.


image


ნორვეგიაში პირველად ბანანის შეტანის ამსახველი კადრი, 1905 წელი.


image


ატომური ბომბის დახვეწა, კოდური სახელით "მსუქანი კაცი", რომელიც ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს ჩამოაგდეს.


image


1937 წელს კატასტროფის შედეგად ჩამოვარდნილი "ჰინდენბურგის" დირიჟაბლის გადარჩენილი მგზავრი სიგარეტის წევისას...


image


გერმანელი ჯარისკაცების რეაქცია ვიდეომასალაზე, სადაც საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარი საშინელებებია ასახული, 1945 წელი.


image


დასავლეთ ბერლინის მაცხოვრებლები ბავშვებს აღმოსავლეთ ბერლინში მცხოვრებ ბებია - ბაბუას აჩვენებენ, 1961 წელი.


image


კათოლიკე ქალისა და მისი პროტესტანტი მეუღლის საფლავები, ჰოლანდია, 1888 წელი.


image















0
1253
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1253