x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
ულამაზესი წყვილი - ანდრეი შევჩენკო და კრისტენ პაზიკი
image

უკრაინელი ანდრეი შევჩენკო მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდაა, რომელმაც არამარტო გულშემატკივრების, არამედ ყოფილი ამერიკელი მოდელის კრისტენ პაზიკის გული მოიგო.

ლეგენდარული ფეხბურთელი სათავეში საკუთარ ეროვნულ ნაკრებს უდგას, მისმა შეგირდებმა კი შესანიშნავი თამაშით ევრო 2020-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე გააღწიეს, სადაც მათი მეტოქე ინგლისი იქნება.


image


წლების წინ ერთ-ერთ ჟურნალს გენიალური იდეა მოუვიდა, გარეკანის ფოტოზე წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უდიდესი რაოდენობის ჟურნალ-გაზეთები გაყიდა.

შევჩენკოს მეუღლე 42 წლის გახლავთ, აწ უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი ერთმანეთს 2000-იანი წლების სამოდელო ჩვენებაზე შეხვდნენ, იქ ანდრეი როგორც იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სახელით წარსდგა.

image

შეხვედრიდან 1 წლის შემდეგ წყვილი ამერიკაში დაქორწინდა, ჰყავთ 4 შვილი, მათ შორის ერთ-ერთი სახელად კრისტენსენი "ჩელსის" აკადემიაში გამოდის.

image

ტომას ტუხელის დანიშვნამდე, "არისტოკრატების" თავკაცის პოზიციაზე შევჩენკოს ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა უკრაინელ სპეციალისტს გამოცდილი გერმანელი არჩიეს, ამ გადაწყვეტილებით კი ორივე მხარემ იხეირა - ტუხელმა "ჩელსისთან" ერთად ლიგა მოიგო, შევჩენკომ კი ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.
გთავაზობთ ულამაზესი წყვილის ფოტოებს:
image
image
image
imageimageimage
imageimage


0
838
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0