x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ადელ ჰიუგოს სინდრომი
image
არსებობს სიყვარულის სხვადასხვა ფორმა, რომელსაც ურთიერთობის ტიპის შესაბამისად გამოხატავენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ. თუმცა, გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნიადაგზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სიყვარული დამახინჯებულ სახეს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ნორმის ფარგლებს სცდება. სტატია ეხება ფსიქიატრიაში მოხსენიებულ "ადელ ჰიუგოს სინდრომს", რომელიც საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში ვლინდება. დაავადების სახელი ცნობილი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილს უკავშირდება, რომლისთვისაც ცალმხრივი სიყვარული სამუდამო ტანჯვად გადაიქცა.

ფსიქიატრებმა ცოტა ხნის წინ აღიარეს ადელის სინდრომი ფსიქიკურ აშლილობად, აკვიატებად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შედარებულია კლეპტომანიასა და ალკოჰოლიზმს. ამ დროს ადამიანი განიცდის პათოლოგიურ სიყვარულს, ავლენს მიჯაჭვულობას სხვის მიმართ, რაც იწვევს კონტროლის დაკარგვას საკუთარ ქმედებებზე. აშლილობის იდენტიფიცირება და მისი გარჩევა ჯანსაღი ემოციისაგან საკმაოდ მარტივია სიმპტომების სიმძაფრიდან გამომდინარე. ადელ ჰიუგოს შემთხვევა არის მისი კლასიკური მაგალითი, რომელშიც ზუსტადაა გამოხატული დაავადების მახასიათებლები.

პარიზის ყველაზე სასურველ პატარძალს და გამოჩენილი მწერლის ქალიშვილს მოულოდნელად შეუყვარდა ბრიტანული არმიის რიგითი ლეიტენანტი, ალბერტ პინსონი. ის არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭითა და კარიერული წარმატებით, თუმცა მაინც შეძლო გოგონას მოხიბვლა. ოფიცერმა მალევე დაკარგა ინტერესი მის მიმართ და სხვა ქალი შეირთო ცოლად. სწორედ ამის გამო, ადელი ილუზიების ტყვე აღმოჩნდა, საკუთარ თავს შთააგონა, რომ ის იყო მისი ცხოვრების სამუდამო სიყვარული. ცდილობდა მასთან ახლოს ყოფნას ნებისმიერ ფასად, სწერდა უამრავ წერილს, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი ვერ ამჩნევდა ოფიცრის გულგრილ დამოკიდებულებას.გულწრფელად სჯეროდა და სხვა ადამიანების დარწმუნებაც კი მოახერხა, რომ ისინი უკვე დაქორწინებულები იყვნენ. საბოლოოდ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა. ამ დაავადებისას ადრე თუ გვიან ადამიანი კარგავს იმედს, რაც უბიძგებს ისეთი სახიფათო ქმედებების ჩადენას, როგორიცაა შანტაჟი, მუქარა, ოჯახის დანგრევა, უკიდურეს გამოვლინებად ითვლება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფა.image

ვინაიდან ადელის სინდრომი შედის საკმაოდ იშვიათ, სპეციფიკურ დაავადებებს შორის, ადამიანები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ მისი გამომწვევი ფაქტორების მიმართ. როგორც ყველა სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში მიზეზი აქაც ბავშვობის პერიოდში უნდა ვეძებოთ. მშობლების მხრიდან სიყვარულის, ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობა არის ის ტრავმა, რომელმაც ზრდასრულობისას შესაძლოა მსგავსი ფორმით იჩინოს თავი. გარდა ამისა, არსებობს ამ სინდრომის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი:


1. მემკვიდრეობითი მიდრეკილება- ეს გულისხმობს ენდოგენურ ფსიქიკურ დაავადებებს, მაგალითად, შიზოფრენია, მანიაკალური და დეპრესიული ფსიქოზი, რომელსაც თან ახლავს ჰალუცინაცია, არასტაბილური ამოციური მდგომარეობა და რეალობის არაადეკვატური აღქმა.

2. მეორე ნახევრის დაკარგვის ანაზღაურება- ასე მოიხსენიება მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უყვარდება ის, ვინც მისი ცხოვრებიდან წასულ პარტნიორს ახსენებს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღწევა საპირისპირო გრძნობები და ამიტომ ურთიერთობა დანაკარგის კომპენსირების ნაცვლად, ტანჯვის მთავარი წყარო ხდება.

3. გამოგონილი სიყვარული- არასტაბილური და მორცხვი ადამიანისთვის ხშირად დამახასიათებელია მათთვის იდეალური პარტნიორის გონებაში წარმოსახვა, რასაც თან ახლავს რეალობისაგან მოწყვეტა და საკუთარ ილუზიებში დაკარგვა. დროთა განმავლობაში იდეალები გადადის სხვა ადამიანებზე ყოველგვარი ურთიერთპასუხისმგებლობის გარეშე.image

ადელის სინდრომთან დაკავშირებით აუცილებელია ვიცოდეთ მისი დაძლევის პერსპექტივა, რამდენად შესაძლებელია სიპტომების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა. ერთადერთი საშუალება, რომელსაც სპეციალისტები განიხილავენ არის ფსიქოთერაპია. აშლილობის ადრეული თუ გვიანი ნიშნების მიხედვით ფსქიოთერაპევტი ნიშნავს შესაბამის ანტიდეპრესანტს ან სხვა მედიკამენტებს.

0
264
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო კუმლაძე
სოფო კუმლაძე
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0