x
ადამიანი, რომელმაც ეიფელის კოშკის გაყიდა, ფულის საბეჭდი მანქანით კი 20 ბიზნესმენი მოატყუა და დიდძალი ქონება მიითვისა
image

წარმოგიდგენთ მსოფლიოს საუკეთესო აფერისტს, ვიქტორ ლუსტინგს, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა.

მე-20 საუკუნის ლეგენდარული თაღლითი - ასე შეიძლება ვუწოდოთ კაცს, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა.

ვიქტორ ლუსტინგი 1890 წელს ჩეხეთში დაიბადა. ის მაღალ ბურჟუაზიულ ფენას ეკუთვნოდა, ჰქონდა კარგი განათლება, რასაც სათავისოდ იდეალურად იყენებდა, საუბრობდა რამდენიმე ენაზე და ამასთანავე სწრაფი აზროვნების უნარით გამოირჩეოდა.


ლუსტინგი წლების განმავლობაში თაღლითობით სხვის საკუთრებაში არსებულ ქონებას ითვისებდა, მან თავისი მოღვაწეობა მდიდარ საკრუიზო გემებზე დაიწყო, 35 წლის ასაკში კი მსოფლიოს მასშტაბით ძებნილი თაღლითი გახლდათ.

ვიქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1930 წელს გადავიდა, მისი ერთ-ერთი მსხვერპლი საქვეყნოდ ცნობილი ალკაპონეც გახდა, რომელსაც 50 000 ამერიკული დოლარი გამოსტყუა, 1925 წელს ლუსტინგი პარიზში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ გაზეთში წაიკითხა, რომ ეიფელის კოშკს ცუდი მდგომარეობის გამო სასწრაფოდ რესტავრაცია ესაჭიროებოდა, რა მოიმოქმედა თაღლითმა?

ვიქტორმა ყალბი დოკუმენტები შეიმუშავა, გაუგზავნა 6 ჯართის ჩამბარებელი კომპანიის ხელმძღვანელს და შეხვედრა სთხოვა, წერილში დაწერილი იყო, რომ ის მის დაშლას და ჯართში ჩაბარებას აპირებდა.

საინტერესოა - ამ პერიოდში ფრანგები თვლიდნენ, რომ ეიფელის კოშკი პარიზს არა თუ ალამაზებდა, არამედ ამახინჯებდა.

ლუსტინგმა წერილის ბოლოს მიაწერა, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, რადგან ჟურნალისტების ჩარევა ამაში საჭიროებას არ წარმოადგენდა. იმის გამო, რომ ის თაღლითობაში არ გამოეჭირათ, დიდი სახლი დაიქირავა, სადაც კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როდესაც აუქციონი დაიწყო ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ლუსტინგს დაინტერესებული პირები დიდი ოდენობით თანხას სთავაზობდნენ, ჩეხეთში დაბადებულმა თაღლითმა კი ერთი ადამიანი ამოირჩია, რომელსაც უთხრა, რომ მას მიჰყიდიდა, თუ სანაცვლოდ მცირეოდენ ქრთამს მიიღებდა. როდესაც ბიზნესმენმა ეს სიტყვები გაიგო, მაშინვე დარწმუნდა, რომ აქ ტყუილს და თაღლითობას ადგილი არ ექნებოდა, ვინაიდან წარმომადგენელი ქრთამს ითხოვდა, აფერისტი კი ამას არ იზამდა. ეიფელის კოშკი ანდრე ბოასონმა იყიდა, ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. გაყიდვის შემდეგ ვიქტორი ქვეყნიდან ავსტრალიაში გაიქცა, ბოასონმა კი პოლიციაში არ განაცხადა, რადგან სირცხვილის შეეშინდა.

ისტორიიდან ცნობილია, რომ ვიქტორი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული გახლდათ, რის გამოც თაღლითობით მიღებული 1 მილიონი დოლარი მარტივად დახარჯა, ამიტომაც გადაწყვიტა მეორედ გაეყიდა დღევანდელი პარიზის მშვენება. საფრანგეთში ჩასვლისას მოიწვია კვლავაც ბიზნესმენთა ჯგუფი, თუმცა ერთ-ერთმა ის იცნო და პოლიციაში დარეკა, ჩეხმა საზღვრები უმალ დატოვა და ამერიკაში წავიდა, იქ ის დააკავეს და 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასჯელაღსრულებიდან 12 წლის თავზე კი ვიქტორი გარდაიცვალა.

საინტერესოა - ლუსტინგის გამორჩეულ თაღლიბათა ჩამონათვალში ასევე ფულის საბეჭდი დაზგის გაყიდვას შეხვდებით. მან 20 ფულის საბეჭდი მანქანა 15000-დან 30000 ევროს ფარგლებში გაყიდა. ის მიდიოდა ბიზნესმენებთან და წარუდგენდა ამ თითქოს და დიდებულ ნივთს. ეს იყო პატარა მანქანა, რომელშიც ჩადებდი კუპიურას და 6 საათის შემდეგ უკან გიბრუნებდა, სადემონსტრაციოდ კი ნაღდ ფულს იყენებდა, მდიდარი ადამიანები ამას იჯერებდნენ, ხოლო როდესაც სიმართლეს იგებდნენ ვიქტორი უკვე საზღვრებს გარეთ გახლდათ.


0
125
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0