x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"კაცებისთვის ფიასკო ლოგინშიც კი არაა გამორიცხული... მოსალოდნელია საბრძოლო ვითარების გამწვავება კონფლიქტურ ზონებში" - რას წერს ასტროლოგი
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 10 ივლისის ჩათვლით მოქმედი ვარსკვლავური კონფიგურაციის შესახებ წერს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში დაძაბულობას შემოიტანს:


ივლისი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ცაზე მარსი-სატურნი-ურანის ურთიერთდაძაბული ასპექტებით ენერგეტიკულად საკმაოდ რთული სამკუთხედი იკვრება, ასტროლოგები ამ ფიგურას ტაუ-კვადრატს ვუწოდებთ, ეს ფიგურა 10 ივლისის ჩათვლით მოქმედია, თუმცა 5 რიცხვიდან გაცილებით სუსტად იმუშავებს.


მისი ''წყალობით'' ახლა არაერთი მოულოდნელი უსიამოვნების წამოჭრაა ჩვენს ცხოვრებაში შესაძლებელი. ავარიებიდან დაწყებული, უფროსობასთან კამათით გაგრძელებული, შეფერხებები ბიზნესში, შემცირებები სამსახურში, ის კი არადა, მამაკაცებისათვის ფიასკო ლოგინშიც კი არაა გამორიცხული (ბოლო-ბოლო მარსი ლიბიდო პლანეტაა, მარტო აგრესიას არ იწვევს)...



აგრესიას რაც შეეხება, ეს შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეეში არსებულ სამხედრო კონფლიქტებში საბრძოლო ვითარების გამწვავებითაც გამოიხატოს.


ვინაიდან ვენერა ფინანსებს განკარგავს, ფრიად არასახარბიელი პერიოდია კაპიტალდაბანდებებისთვის, მსხვილი ქონების შესაძენად. არ იმუშავებენ ამ პერიოდში დადებული ხელშეკრულებებიც. მომავალში, უშუალოდ ახლა კი შესაძლოა გაუქმდეს ძველი დადებულებიც.


ავარიები, ტერაქტები, ავია-კატასტროფები, საბანკო სისტემის კოლაფსები - ყველაფერი ეს სრულიად მოსალოდნელია.


სექსუალურობა იზრდება, (ვენერა-მარსის შეერთების ხარჯზე), მაგრამ ახლა ახალი ურთიერთობების წამოწყების დრო არაა, ძალიან არასახარბიელოდ შეიძლება დასრულდეს. ვენერა და მარსი აქ, ლომში კიდევ დარჩებიან, ვენერა 22 ივლისამდე, მარსი - აგვისტოს ბოლომდე. ცოტა მერეისთვის სჯობს ამიტომ სასიყვარულო თავგადასავლების გადადება.


მზესთან ურანის ჰარმონიული ასექტი ენერგიის განმუხტვის საშუალებას მოგვცემს, მზე მოგეხსენებათ კირჩხიბშია, რაც მიგვანიშნებს, რომ სჯობს საშინაო საქმეებზე გადავიტანოთ მეტი აქცენტი. სახლს, შინაურებს მივხედოთ, მეტი მზრუნველობა გამოვიჩინოთ მათზე. თორემ ისე შეიძლება დაგვემართოს, ქართულ ანდაზაში რომაა - ძაღლი შინ არ ვარგოდაო...


მინდა, დანანებით ავღნიშნო, რომ საზოგადოებაში აგრესია სულ უფრო სჭარბობს, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სოც. ქსელებში. მაგრამ ჩვენ ხომ ასტრომოყვარულები ვართ, მეგობრებო? ჩვენ მაინც ხომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ სულიერი განვითარების პრეტენზია აქვს ადამიანს, მისგან აგრესია აღარ უნდა მოდიოდეს? მაქსიმალურად ეცადეთ, არ ჩაერთოთ არანაირ ავანტიურაში და პროვიკაციებში. მოთმინებას გისურვებთ. წინ კიდევ ერთი რთული დეკადა გველის. თუმცა ახალმთვარეობის შემდეგ კოსმოსი უკეთეს დღეებს გვპირდება..."



ასევე დაგაინტერესებთ:



კარმის პლანეტა "უკანმავალი" გახდა - რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა "საჩუქრებს" გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს


ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ზაფხულში დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

"იწყება ცხოვრების ახალი ციკლი, ჩამოწერეთ სურვილები და თარიღები, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ..." - რა გველის 10 ივნისის მზის დაბნელების შემდეგ


6-თვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის მზის დაბნელების მიხედვით - ვინ მიიღებს ახალ სამსახურს, ვინ გაიცნობს მნიშვნელოვან ადამიანს და რა მოვლენები გელით შემოდგომის ბოლომდე


დადგა 5-თვიანი კარმული პერიოდი - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელმაც ახალი საქმეების წამოწყება უმჯობესია, შემოდგომამდე გადადოს


"დღეიდან ე.წ. "კატასტროფის ღერძი" გააქტიურდა, ამ ასპექტზე მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, ჰიროსიმას დაბომბვა და კენედის მკვლელობა" - რა უნდა ვიცოდეთ ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებზე


გარდაუვალი ცვლილებები და ახალი იდეების რეალიზება - ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი 9 ივლისამდე პერიოდი?!

0
642
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0